+995557771028 info@vortex.ge

კომპანიის შესახებ

ჩვენი გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ვმუშაობდით ერთად, სხვადასხვა უცხოურ და ქართულ კომპანიებში, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, ვიღწვოდით ხარისხისთვის, ეფექტურობისთვის, და შედეგებისთვის. 2018 წელს გადავწყვიტეთ გამოვსულიყავით სტანდარტული თანამედროვე ქართული სამუშაო ნორმების გარემოდან, და შეგვექმნა სამუშაო ვითარება, რომელიც დამყარებული იქნებოდა უმაღლეს სამუშაო ეთიკაზე, განვითარებული ქვეყნების წარმატებული კომპანიების სამუშაო სტანდარტებზე, ორიენტირებული იქნებოდა ხარისხზე, პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა მომხმარებელთა და პარტნიორთა ინტერესებს, და ამასთან ერთად წვლილს შეიტანდა საქართველოს ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაში – ჩვენ დავაარსეთ წყლის სისტემების საინჟინრო კომპანია “VORTEX Water Engineering”. 

სწრაფი და გონივრული მოქმედება პროექტის მსვლელობისას, შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი, და შეთანხმებულ ბიუჯეტის ფარგლებში პროექტის მოთავსება – ეს არის ჩვენი ძირითადი მიზნები. ჩვენ ვმოქმედებთ ცოდნით, ხარისხიანად და დროულად.

VORTEX Water Engineering will contribute to transition of Georgia to sustainable development via introducing new knowledge, experience, customer centric approach and high quality service and commitment for water and wastewater treatment industry. We are representing some of the worlds most technologically advanced companies in the wastewater and water treatment world, this way we are transferring technologies, knowledge and engineering capabilities to our country. With our international experiences, through commitment and relentless dedication, our ambition is to raise the bar on the market towards creating ecology and quality awareness.