+995557771028 info@vortex.ge

ჩვენი საქმიანობა ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების მიმართულებით

  • კომერციული და კერძო მოხმარების გამწმენდი ნაგებობის დიზაინი, ინსტალაცია, ექსპლუატაციაში გაშვება
  • ინდუსტრიული და მუნიციპალური გამწმენდი ნაგებობის პროექტის მართვა: დაგეგმვა, პროცესების ორგანიზება, სამუშაოს ჩაბარება
  • გამწმენდი სისტემის აუდიტი და გაუმჯობესების შეთავაზება
  • გამწმენდი ნაგებობის მომსახურებაში აღება
  • გამწმენდი ნაგებობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თანხვედრაში მოყვანა
  • გეგმიური მომსახურების გეგმის გაწერა და შესრულება
  • კადრების ტრენინგი
  • კომპონენტებისა და დანადგარების მიწოდება

ჩამდინარე წყალი არის სინონიმი მოხმარებული წყლის, და შეიძლება შეიცავდეს საკვებ ნარჩენებს, ზეთებს, ცხიმებს, ქიმიკატებს, ფეკალიებს, და ა.შ., რომელთა წყარო არის ძირითადად ადამიანური აქტივობა. რადგან ეს აქტივობები ხდება მაღალკონცენტრირებული რაოდენობებით, ჩამდინარე წყლები ხელსაბანებიდან, აბაზანებიდან, სამზარეულოდან, ტუალეტებიდან, სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან, ბუნებისთვის მიუღებელ სიბინძურეებს წარმოადგენს; ეკოლოგიური ვითარების გაუარესებაზე გაცილებით დიდია წვლილი საწარმოების და კომერციული დაწესებულებების აქტივობების შედეგად.

ბუნება თავად უმკლავდება გარკვეული მოცულობის დაბინძურებას და ასე იყო მანამ, სანამ ინდუსტრიულმა რევოლუციამ 19 საუკუნის მეორე ნახევრისკენ გამოიწვია ბუნების შესაძლებლობებისთვის მანამდე არარსებული რაოდენობით სიბინძურეების ჩადინება წყლების სახით. ეს მოცულობა განსაკუთრებით მაღალი იყო ინდუსტრიული რევოლუციის მოწინავე ქვეყნებში, და მაშინ, როდესაც დაბინძურებამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხასიათი მიიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ სამეფოში მოხდა პირველი ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების დიზაინი.

მეოცე საუკუნის შუახანებში, კიდევ უფრო დაჩქარებულმა ინდუსტრიალიზაციამ, საწარმოო და ტექნოლოგიურმა სიახლეებმა, მანამდე არარსებული პროდუქციის გამოგონებამ და მასობრივი მოხმარების ბაზრების გაჩენამ თანმდევ ეფექტად მოიტანა გარემოს კიდევ უფრო მეტად დაბინძურება. 

 საჭირო გახდა უფრო ეფექტური გამწმენდი ნაგებობების დიზაინი ჩამდინარე წყლების დასამუშავებლად. ამ პერიოდში იწყება თანამედროვე, კომპლექსური, სამ ეტაპიანი წყლის დამუშავების სისტემების შექმნა, რომლებიც თითქმის ნებისმიერი სახის, ადამიანების აქტივობების შედეგად გამოწვეულ სიბინძურეს უმკლავდება იმ პარამეტრების მიღწევამდე, საიდანაც ბუნება თავად შეძლებს მათ საბოლოო გასუფთავებას. ჩამდინარე წყლების უდიდესი ნაწილი დღესდღეობით არსებული ცხოვრების სტანდარტებიდან გამომდინარე მოითხოვს დამუშავებას მანამ სანამ ისინი ჩაეშვებიან ბუნების წიაღში, მდინარეებში თუ ზღვებში.

რატომ არის აუცილებელი ჩამდინარე წყლების დამუშავება? – პირველ რიგში ჩვენი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ეკოლოგიური პირობების გაუარესებასთან ერთად, გაწმენდის გარეშე ჩაშვებული წყალი შეიძლება ატარებდეს დაავადებებს, საზიანო ბაქტერიებს, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის და მცენარეებისთვის; ასევე ბინძურდება ვიზუალური და რეკრეაციული მხარე. რომ არა საერთაშორისო შეთანხმებები ეკოლოგიური გარემოს დაცვაზე, მაღალ-ინდუსტრიული ქვეყნების აქტივობების შედეგად, გაუსუფთავებლად ჩაშვებული წყლები დღეს უკვე იქნებოდა უკიდურესად საშიში ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი, თუმცა უკლებლივ ყველა განვითარებული ქვეყანა მკაცრად არეგულირებს წყლების და ეკოლოგიის მდგომარეობას, და ამასთან ერთად, თითქმის ყველა წარმატებული მულტინაციონალური კომპანია საკუთარ საწარმოო და კომერციული აქტივობებისას ახორციელებს ჩამდინარე წყლების გაწმენდას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ჩამდინარე წყლების დამუშავება როგორც მუნიციპალური და ინდუსტრიული, ასევე კომერციული და კერძო პირებისთვის.

ჩამდინარე წყლების მართვის პარამეტრები

ჩამდინარე წყლების სიბინძურე შესამჩნევია შემდეგ გამოვლინებებში:

  • ჟანგბადის შემცველობის შემცირება – საშუალოდ ერთ ლიტრ წყალში გახსნილია 9.03 მილიგრამი ჟანგბადი; ხოლო დაბინძურებულ წყლებში ეს რიცხვი შეიძლება ჩამოვიდეს ნულზე, იმ მიზეზით, რომ ხდება მისი ინტენსიური მოხმარება. პარამეტრები რითაც ფასდება წყლის დაბინძურების ხარისხი არის ჟანგბადის ქიმიური (COD) და ბიოლოგიური (BOD) მოთხოვნილება, რაც მაღალია ჟანგბადის მოხმარება, მით დიდია დაბინძურება.
  • შეწონილი ნაწილაკების რაოდენობის ზრდა – იწვევს წყლის სიმღვრივეს, თავად შეწონილი ნაწილაკები ყოველთვის არ წარმოადგენს საშიშროებას, დამოკიდებულია თუ რისგან შედგება ეს ნაწილაკები, თუმცა სიმღვრივის შედეგად გამოწვეული შედეგებს ცუდი გავლენა აქვთ წყალმცენარეებზე, წყლის ცხოველებზე და ამფიბიებზე. დიდი რაოდენობით შეწონილ ნაწილაკებს შეუძლიათ სრულიად შეცვალონ წყლის ეკოსისტემა.
  • მკვებავი ელემენტების მომრავლება – მეტწილად იგულისხმება აზოტი(N) და ფოსფორი (P). მათი მომრავლება იწვევს ევტროფიკაციას, პროცესი რომლის შედეგადაც ხდება წყალში არსებული ჟანგბადის დაჩქარებული მოხმარება, და საბოლოო ჯამში, იწვევს ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას.
  • მჟავიანობის (pH) საშუალო ზღვრებიდან გადახრა – რის შედეგადაც წყალს ეძლევა მწველი თვისება.
  • გემოს და სუნის შეცვლა, ტოქსიკურობის გაძლიერება, პათოგენების გავრცელება – ასეთი წყალი ხდება გამოუყენებადი როგორც ადამიანებისათვის ასევე კლავს სხვა ცოცხალ ორგანიზმებს.