თბილისის ზღვის სასროლეთი

კომპანია „ბალტიის ბიზნეს განვითარების“ დაკვეთით, ჩვენ დავამონტაჟეთ და წარმატებით გავუშვით ექსპლუატაციაში თბილისის ზღვასთან არსებული სასროლეთის წყლის დამუშავების სისტემა, რომელიც შედგება ჭაბურღილის წყლის მექანიკური და უკუოსმოსით დამუშავებისგან. სისტემის მოვლა-მომსახურებაზე პასუხისმგებელია დამკვეთი კომპანია.

Pharmaceutical Manufacturing

ჩვენ შევისწავლეთ და მივაწოდეთ ინჟინრული გადაწყვეტილება ფარმაცევტულ საწარმო აბიფარმს, მათ საწარმოში არსებულ ჰაერის კომპრესორის სისტემისთვის ჰაერის სინესტის პრობლემის მოგვარებაზე, რის შემდეგაც, შერჩეული სისტემა მიეწოდა კომპანია აბი ფარმის ტექნიკურ ჯგუფს.  

Radisson Collection Tsinandali

ჩვენ დავაინსტალეთ და წარმატებით გავუშვით ექსპლუატაციაში წყლის დამუშავების სისტემა წინანდალში, სასტუმრო Radisson Collection -ისთვის. სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებისას ყველა ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრი სრულად შეესაბამებოდა და აჭარბებდა მოთხოვნილ პარამეტრებს. სისტემა შედგება მექანიკური და ნახშირის ფილტრებით დამუშავებისგან, რასაც მოჰყვება წყლის დარბილება და უკუოსმოსი, რის შემდეგაც ხდება წყლის რემინერალიზაცია. სისტემა ექსპლუატაციაში აღებული აქვს თავად სასტუმროს. პროექტის შესასრულებლად ჩვენი … Continued

ტრენინგები HACH -ის კვლევისა და გამოგონების ცენტრში

2019 წლის ნოემბერში, ჩვენ გავიარეთ რამდენიმე ტექნიკური ტრენინგი დიუსელდორფში, ჰაკის კვლევისა და გამოგონების ცენტრში, რის შემდეგაც გავხდით ჰაკის არა მხოლოდ პროდუქციის, არამედ სერვისების ოფიციალური მიმწოდებლები რეგიონში. Spectrophotometer PDF Sc Probe Service PDF Thermostat Service PDF Sc Controller PDF

Coca-Cola New Production Plant

კოკა-კოლას ახალ საწარმოში, ნატახტარში, ჩვენ შევასრულეთ წყლის გაუსნებოვნების სისტემის დიზაინი და ინსტალაცია. ქლორის დოზირება ხდება კონტროლირებად რეჟიმში, წყლის ნაკადიდან გამომდინარე

Group Cobra

ინფრასტრუქტურულ-სამშენებლო მსოფლიო გიგანტს, 1944 წელს დაარსებულ ესპანურ კომპანია COBRA Group-ს, VORTEX-ის ინჟინრებმა მიაწოდეს სრული საინჟინ…

ARGO

ჩვენ შევარჩიეთ, ჩამოვიტანეთ, და წარმატებით გავუშვით ექსპლუატაციაში ულტრაფილტრაციის სისტემა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ლუდის კომპანია არგოსთვის. ნედლი წყლის თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც დაბინძურებულია სხვადასხვა მიკრო ზომის ნაწილაკებით, რომლის SDI ანალიზის გაკეთებაც შეუძლებელი იყო, ჩვენ მივიღეთ ულტრაგაფილტრული წყალი, რომლის SDI-ც არის 1.1. ასევე, ჩვენს მიერ დაპირებული / გარანტირებული წყლის რაოდენობა 32 მ3/ს-დან გავზარდეთ 42 მ3/ს-მდე.