kutaisi-aeroporti

Kutaisi International Airport: ავტომატიზაცია

თარიღი: 2021 წელი

შესრულებული პროექტი: ქუთაისის აეროპორტში არსებული წყლის მოპოვების, ფილტრაციის და დისტრიბუციის სისტემის ავტომატიზაცია კომპანია “ToxSoft საქართველოსთან” თანამშრომლობით და კომპანია IN-SI-ს დაკვეთით.

პროექტის მიზანი: არსებული სისტემის ხელით მართვის რეჟიმიდან, სისტემის ავტომატური მართვის რეჟიმში გადაყვანა.

პროექტის დეტალები: მოხდა სისტემის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთდაკავშირება PLC კონტროლერით. გაიწერა ტუმბოების აქტივაციის და ნაკადის რეგულირების ავტომატური ალგორითმი. HMI მონიტორზე SCADA სისტემის გამოტანით, სრულად გაამარტივა სისტემის მუშაობის აღქმა და ხელმისაწვდომობა.

ჩვენი მომხმარებლები

სიახლეები

Pepsico

PEPSICO: წყლის დარბილება

მიმდინარე პროექტი: ავტომატური დარბილების სისტემის მიწოდება, რომელიც ახდენს წყალში მინერალებისა და სიხისტის მოცილებას. ფილტრების რეგენერაცია ხდება მარილით, პერიოდული უკურეცხვის მეთოდით. პროექტის მიზანია მინერალებისაგან გამოთავისუფლებული წყლის მიღება.

RMG

RMG: ბიოლოგიური გამწმენდი

მიმდინარე პროექტი: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მოწყობა, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება ATB Water GmbH-ის მიერ წარმოებული AQUAMAX® სისტემის გამოყენებით.

RUSTAVI AZOT

RUSTAVI AZOT: წყლის ხარჯმზომი

მიმდინარე პროექტი: პორტატული ულტრაბგერითი ხარჯმზომის მიწოდება, მაგნიტებიანი სენსორებით DN 50-დან 1500 მდე, რომელიც გამოიყენება წყლის ნაკადის მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიზისათვის.