ARGO
ჩვენ შევარჩიეთ, ჩამოვიტანეთ, და წარმატებით გავუშვით ექსპლუატაციაში ულტრაფილტრაციის სისტემა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ლუდის კომპანია არგოსთვის. ნედლი წყლის თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც დაბინძურებულია სხვადასხვა მიკრო ზომის ნაწილაკებით, რომლის SDI ანალიზის გაკეთებაც შეუძლებელი იყო, ჩვენ მივიღეთ ულტრაგაფილტრული წყალი, რომლის SDI-ც არის 1.1. ასევე, ჩვენს მიერ დაპირებული / გარანტირებული წყლის რაოდენობა 32 მ3/ს-დან გავზარდეთ 42 მ3/ს-მდე.
...
...

2019-12

Group Cobra
ინფრასტრუქტურულ-სამშენებლო მსოფლიო გიგანტს, 1944 წელს დაარსებულ ესპანურ კომპანია COBRA Group-ს, VORTEX-ის ინჟინრებმა მიაწოდეს სრული საინჟინრო მომსახურება, მარტვილში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაში მყოფ წყლის სადგურში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. VORTEX -ის ტექნიკური დავალება იყო მრავალმხრივი - 1. მოეძებნა მეთოდი შემომავალ წყალში სიმღვრივის განსაზღვრის, რაც ვერ ხერხდებოდა სადგურის აშენებიდან მოყოლებული სამი წლის განმავლობაში; 2. დაეპროგრამებინა PLC კონტროლერი ისე, რომ წყლის დაბალი სიმღვრივის პირობებში (>5 NTU) წყალი წასულიყო ფოთის წყალმომარაგების სადგურში, ფილტრების გავლით, ხოლო წყლის მაღალი სიმღვრივის შემთხევაში (>5 NTU) წყალი წასულიყო გადაღვრაზე მდინარეში. 3. მოეხდინა სადგურზე არსებული წყლის ფილტრების ამუშავება ავტომატურ რეჟიმში და პარამეტრების განსაზღვრა - გასწორება. კომპანია VORTEX -ის მიერ შემუშავებული წარმატებული ინჟინრული გადაწყვეტილებები: 1. VORTEX -ის ინჟინრებმა მიაკვლიეს მიზეზს, თუ რატომ ვერ ხდებოდა წყლის სიმღვრივის სწორი განსაზღვრა, შეიმუშავეს მეთოდი შემომავალი წყლის ფიზიკური მახასიათებლების შესაცვლელად, იმ კონდიციამდე საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა სიმღვრივის სწორი განსაზღვრა. 2. დააპროგრამეს ელექტრო კაბინეტში არსებული PLC კონტროლერი მითითებული სამუშაო რეჟიმების შესაბამისად. 3. აამუშავეს სადგურზე არსებული წყლის ფილტრები, დააპროგრამეს ახალი პარამეტრებით. დღეისთვის მარტვილის წყლის სადგური მუშაობს 100 პროცენტიან ავტომატურ რეჟიმში, ხდება სიმღვრივის ავტომატური განსაზღვრა, და აქედან გამომდინარე წყლის გაგზავნა ფოთის წყლის სადგურში მოხმარებისთვის, ან მაღალი სიმღვრივის შემთხვევაში მისი გადაღვრა მდინარეში.
...

2019-12

Coca-Cola New Production Plant
კოკა-კოლას ახალ საწარმოში, ნატახტარში, ჩვენ შევასრულეთ წყლის გაუსნებოვნების სისტემის დიზაინი და ინსტალაცია. ქლორის დოზირება ხდება კონტროლირებად რეჟიმში, წყლის ნაკადიდან გამომდინარე, რასაც აკონტროლებენ მრიცხველები. ამასთან ერთად, ჩვენ დავამონტაჟეთ ბოთლის წყლის ხაზისთვის ახალი მექანიკური ფილტრები ფილტრაციის სამი სხვადასხვა მიკრონაჟით.
...
...

2019-12

VORTEX selected, installed and successfully commissioned water chlorination system on incoming raw water for Coca-Cola's new production plant. Also, VORTEX got an order on mechanical treatment of water turbidity for mineral water production at Coca-Cola.

2019-12

ტრენინგები HACH -ის კვლევისა და გამოგონების ცენტრში

2019 წლის ნოემბერში, ჩვენ გავიარეთ რამდენიმე ტექნიკური ტრენინგი დიუსელდორფში, ჰაკის კვლევისა და გამოგონების ცენტრში, რის შემდეგაც გავხდით ჰაკის არა მხოლოდ პროდუქციის, არამედ სერვისების ოფიციალური მიმწოდებლები რეგიონში.

  • Spectrophotometer pdf
  • Sc Probe Service pdf
  • Thermostat Service pdf
  • Sc Controller pdf
Radisson Collection Tsinandali
ჩვენ დავაინსტალეთ და წარმატებით გავუშვით ექსპლუატაციაში წყლის დამუშავების სისტემა წინანდალში, სასტუმრო Radisson Collection -ისთვის. სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებისას ყველა ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრი სრულად შეესაბამებოდა და აჭარბებდა მოთხოვნილ პარამეტრებს. სისტემა შედგება მექანიკური და ნახშირის ფილტრებით დამუშავებისგან, რასაც მოჰყვება წყლის დარბილება და უკუოსმოსი, რის შემდეგაც ხდება წყლის რემინერალიზაცია. სისტემა ექსპლუატაციაში აღებული აქვს თავად სასტუმროს. პროექტის შესასრულებლად ჩვენი დამკვეთი იყო კომპანია MEPPERS-ი.

image

Pharmaceutical Manufacturing
ჩვენ შევისწავლეთ და მივაწოდეთ ინჟინრული გადაწყვეტილება ფარმაცევტულ საწარმო აბიფარმს, მათ საწარმოში არსებულ ჰაერის კომპრესორის სისტემისთვის ჰაერის სინესტის პრობლემის მოგვარებაზე, რის შემდეგაც, შერჩეული სისტემა მიეწოდა კომპანია აბი ფარმის ტექნიკურ ჯგუფს.

image

თბილისის ზღვის სასროლეთი
კომპანია „ბალტიის ბიზნეს განვითარების“ დაკვეთით, ჩვენ დავამონტაჟეთ და წარმატებით გავუშვით ექსპლუატაციაში თბილისის ზღვასთან არსებული სასროლეთის წყლის დამუშავების სისტემა, რომელიც შედგება ჭაბურღილის წყლის მექანიკური და უკუოსმოსით დამუშავებისგან. სისტემის მოვლა-მომსახურებაზე პასუხისმგებელია დამკვეთი კომპანია.
კლიენტებისთვის ვქმნით ჩვენი პროექტების ვიზუალურ ილუსტრაციებს, იმისთვის რომ გავხადოთ ტექნოლოგიური პროცესის აღქმა გაცილებით მარტივი

image

ჩვენი ვიზიტი ATB Water-ის სათავო ოფისში. AQUAMax და PUROO არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი და ეკონომიური მთელს მსოფლიოში

image

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტისთვის ჩამოვიტანეთ HACH-ის pH, სიმღვრივის, გამტარობის მზომი ხელსაწყოები

image

Mcdonalds
წყლის დამუშავების სისტემის დიზაინი და მონტაჟი.
RMG Gold
HACH-ის წყლის გამტარობის და pH მზომების მიწოდება.
Georgian Industrial Group
თანამშრომლობა HACH-ის ქიმიური რეაგენტების მიმართულებით.
Shilda Winery
წყალში / ღვინოში გახსნილი ჟანგბადის განმსაზღვრელი ელექტროდის მიწოდება.
EFES
რაოდენობის განმსაზღვრი მოწყობილობა Orbisphere-სთვის; ნაწილების მიწოდება.
მიწოდებული სტერილური ფილტრები
წყლისთვის, ჰაერისთვის და სხვადასხვა გაზების გასაფილტრად