...
ლერწმის წყლის დამუშავების ტექნოლოგია

ლერწმის წყლის დამუშავების ტექნოლოგია, არის აპრობირებული და პოპულარული მეთოდი ჩამდინარე წყლებისა და ლამის დასამუშავებლად, რომელიც მარტივია საოპერაციოდ, მოითხოვს მცირე კაპიტალურ ინვესტიციას, და გააჩნია დაბალი ან ხშირად ენერგიის ნულოვანი მოხმარების საჭიროება. ისინი ეფექტურად ამუშავებენ საყოფაცხოვრებო და ბიოდეგრადირებად სამრეწველო ჩამდინარე წყლებს და აღწევენ დასუფთავების მაღალ მაჩვენებლებს, რის შემდეგაც, გასუფთავებული წყალი შეიძლება გაეშვას ნიადაგში, მდინარეში, ან მოხდეს მისი ხელახლა გამოყენება, მისი ქიმიურ-მიკრობიოლოგიური პარამეტრები შეესაბამება საქართველოს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ჩამდინარე წყლის პარამეტრებს.

ლერწმის წყლის დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენება გონივრულია ადგილებში სადაც მიწის ნაკვეთი ხელმისაწვდომია, რადგან წყლის დამუშავების მაღალტექნოლოგიურ მეთოდებთან შედარებით მოითხოვს დიდ ტერიტორიას. მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი თვითღირებულება და მოვლის ხარჯები გაცილებით დაბალია. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია დამუშავდეს დღე-ღამეში 100 მ³-მდე ჩამდინარე წყალი. ტექნოლოგია კარგად თავსებადია თბილ კლიმატურ პირობებთან, და ამავე დროს, ის შეიძლება დაიგეგმოს ისე, რომ შეეთავსოს მცირე პერიოდიან ყინვებსაც, როდესაც ბიოლოგიური აქტივობა მცირეა.

ჩამდინარე წყლის მოცულობიდან და არსებული თავისუფალი ფართობიდან გამომდინარე, ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოიყენებულ იქნას ინდივიდუალური სახლებისთვის, ურბანული ტერიტორიების მცირე მონაკვეთებისთვის, სოფლებისთვის, დაბებისთვის.

VORTEX Water Engineering თანამშრომლობს კომპანია Water Solutions South-East Asia Co. -სთან ლერწმის წყლის დამუშავების ტექნოლოგიების მიმართულებით.

Water Solutions South-East Asia Co. ltd