ქუთაისის აეროპორტი

ჩვენ შევასრულეთ ქუთაისის აეროპორტის წყლის სისტემის ავტომატიზაციის სამუშაო. ჭაბურღილების სისტემას მართავს PLC კონტროლერი, რომელიც წინასწარ გაწერილი წნევით ახდენს ჭაბურღილის პომპების წარმადობის რეგულირებას. სრული პროცესი გამოტანილია HMI პანელზე, და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ავტომატური პროცესის ხელით მართვის რეჟიმზე გადაყვანა. არსებულ პროცესს, ასევე ვაკვირდებით ჩვენ ჩვენივე ოფისიდან, Remote Management სისტემით, და გვაქვს მუდმივი ინფორმაცია არსებული სტატუსის შესახებ.

აღსანიშნავია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოჩენილი თანამედროვე და პროფესიონალური მიდგომა, რომელიც ნათელია მიღებულ გადაწყვეტილებაში, მომხდარიყო წყლის დისტრიბუციის სისტემის სრული ავტომატიზაცია, რაც არსებულ წყლის ინფრასტრუქტურას ხდის გაცილებით უფრო უსაფრთხოს და მარტივად სამართავს.

პროექტის დამკვეთი არის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და რეალიზაციის კომპანია INSI, საბოლოო მომხმარებელი არის ქუთაისის აეროპორტი, შემსრულებლები ვართ ჩვენ, კომპანია “VORTEX Water Engineering” და “ToxSoft საქართველო”.