+995557771028 info@vortex.ge

ჩვენი საქმიანობა უჟანგავი ფოლადის სისტემების მიმართულებით

  • წარმოებისთვის მილსადენების სისტემის დაპროექტება, დამონტაჟება, ტესტირება
  • სანიტარული მილსადენების აწყობა TIG შედუღების გზით, ინერტული აირის გამოყენებით
  • სერტიფიცირებული შემდუღებლები 10+ წლიანი გამოცდილებით
  • შედუღების ხარისხის შემოწმება რადიოლოგიის გზით

 

უჟანგავი ფოლადის შესაძლებლობები პირველად შეამჩნიეს ინგლისში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც აღმოჩენილი იქნა ქრომის თვისება დაუჟანგავად აეთვისებინა ჟანგბადი. სწორედ ქრომის შემცველობით აქვს ამ ნაერთს ანტიკოროზიული უნარი – ქრომის ოქსიდი ფოლადის ზედაპირზე ქმნის თხელ, მაგრამ მძლავრ ფენას, რომელიც არ აძლევს რკინას ოქსიდაციის საშუალებას; რაც მეტია ქრომის შემცველობა, მით მაღალია ანტიკოროზიული თვისება. ასევე ქრომის ოქსიდი თვითაღმდგენი თვისებითაც ხასიათდება იმ შემთხვევებში როდესაც ხდება მისი ფიზიკური ან ქიმიური დაზიანება, რა თქმა უნდა ამისთვის მას ჟანგბადთან ურთიერთობის საშუალება უნდა ჰქონდეს.

იმისთვის, რომ ფოლადი კლასიფიცირდეს უჟანგავად, რკინასთან ერთად ის უნდა შეიცავდეს სულ მცირე 10.5% ქრომს(Cr) და 0.1 – 2% ნახშირბადს(C).  უჟანგავი ფოლადის ხუთი სხვადასხვა ნაერთიდან, ყველაზე ხშირად გამოყენებულია ე.წ. “აუსტენიტური” (austenitic). მისი მიკროსტრუქტურა დამატებით შეიცავს ნიკელს(Ni), მარგანეცს(Mn) და აზოტს (N). ყველაზე ხშირად გამოყენებული უჟანგავი ფოლადი არის AISI 304 და AISI 316, ამერიკის რკინისა და ფოლადის ინსტიტუტის მიერ ორივე კლასიფიცირებულია როგორც აუსტენიტური ფოლადები. AISI 304 – შეიცავს 18 – 20% ქრომს; 8 – 10.5 ნიკელს. AISI 316 – შეიცავს ქრომს 16 – 18%; ნიკელს 10 – 12%; მოლიბდენს 2 – 3%. მოლიბდენის დამატება ფოლადს ხდის კიდევ უფრო გამძლეს ოქსიდაციის მიმართ.

 

ანტიკოროზიულ თვისებასთან ერთად უჟანგავი ფოლად ხასიათდება მისი ზედაპირის სისუფთავით, რაშიც ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება ზედაპირის დამუშავების მეთოდს. რაც უფრო გლუვია ზედაპირი, მით მცირეა შანსი სისტემაში ბაქტერიების ჩაჯდომის და გამრავლების. ყველაზე მაღალი ხარისხის დამუშავებისთვის საშუალებას იძლევა ელექტროპოლირება. უჟანგავი ლითონის მასალის შერჩევისას აუცილებელია ზედაპირის სიგლუვის ფაქტორის გათვალისწინება. მაგალითად, რძის პროდუქტების და ფარმაცევტული წარმოებისთვის სიგლუვის სტანდარტად მიიჩნევა არაუმეტეს 0.5 მიკრომეტრი; კვებისა და სასმელების საწარმოსათვის სიგლუვის სტანდარტად მიჩნეულია არაუმეტეს 0.8 მიკრომეტრი.

შედუღების სასურველი ხარისხის მისაღებად აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა პრინციპები, რომელთაგან ძირითადს წარმოადგენს. პირველ რიგში უნდა მოხდეს ლითონის გასუფთავება სიბინძურისგან სპეციალური სითხით; რის შემდეგაც უნდა მოხდეს არგონით სისტემის გავსება, იმისთვის რომ ავირიდოთ ოქსიდაცია, დარეგულირდეს ამპერაჟი, შეირჩეს შედუღების ტემპი. ამ სამი ტექნიკის სწორი შეწყობა იძლევა შედუღების ხარისხს.