+995557771028 info@vortex.ge

ჩვენი საქმიანობა სასმელი და ტექნიკური წყლების დამუშავების მიმართულებით

  • წყლის სისტემების დიზაინი, ინსტალაცია
  • აუდიტი და გაუმჯობესება
  • წყლის სისტემების მომსახურებაში აღება
  • კანონმდებლობის მოთხოვნებთან თანხვედრაში მოყვანა
  • გეგმიური მომსახურების გეგმის გაწერა და შესრულება
  • კომპონენტებისა და დანადგარების მიწოდება
  • წყლის სისტემის ავტომატიზაცია

წყლის გასუფთავება ნიშნავს მისი არასასურველი ნივთიერებებისგან გაწმენდას, იქნება ეს ქიმიური, ბიოლოგიური თუ ფიზიკური, ძირითადად ორი ფუნქციისთვის – სასმელად ან ტექნიკურ წყლად. წყლის გასუფთავების ყველაზე გავრცელებული მეთოდია მექანიკური, ქვიშის ფილტრის, გააქტიურებული ნახშირის და დამარბილებელი / იონომცვლელი ფილტრების გამოყენება. მექანიკური ფილტრი წყალს აცილებს შედარებით დიდი ზომის უხეშ ნაწილაკებს, ქვიშის ფილტრი აცილებს მცირე ზომის ნაწილაკებს, აქტივირებული ნახშირი აცილებს სუნს და გემოს, რაც შეეხება დამარბილებელს, ის აცილებს კალციუმს (Ca) და მაგნიუმს (Mg) მათი ნატრიუმით (Na) ჩანაცვლების გზით. მექანიკურ და ქვიშის ფილტრებს ძირითადად ვიყენებთ წინაპირობად იმისთვის, რომ ნახშირის ფილტრებმა და დამარბილებლებმა იმუშავონ ეფექტიანად. წყლის დარბილება / სიხისტის მოცილება საუკეთესო მეთოდია დანადგარების და მილსადენების ნადების წარმოქმნისაგან დასაცავად.

სიხისტის იონების (Ca, Mg) გაცვლა ნატრიუმის (Na) იონებით ხდება იონომცვლელი ფისის გამოყენებით, რომელიც არის ანიონური ჯგუფის ორგანული პოლიმერი, რაც კალციუმის და მაგნიუმის იონებს უფრო ძლიერად იზიდავს ვიდრე ნატრიუმისას, რის შედეგადაც ხდება წყლის დარბილება. კიდევ უფრო ეფექტურ სისტემას წარმოადგენს უკუოსმოსი (Reverse Osmosis). მაშინ როდესაც იონომცვლელი იყენებს იონების ცვლის მეთოდს სიხისტის იონების მოსაცილებლად, უკუოსმოსი იყენებს ფილტრაციის მეთოდს. მემბრანაში წყლის გატარება ხდება ჰიდროსტატიკური წნევით, სიხისტის წარმომქმნელი იონები ვერ აღწევენ მემბრანის ფორებში და ტოვებენ უკუოსმოსის მემბრანას ჩამდინარე წყლად.

წყლის სიხისტეს კლასიფიცირებისთვის ჰყოფენ ხარისხებად. არსებობს რამდენიმე საზომი ერთეული, გრაფაში “სიხისტის ხარისხები” მოცემულია ორი ძირითადი საზომი – გერმანული და მილიგრამი ლიტრზე, იგივე რაც პპმ კონცენტრაცია.

პირველი მექანიკური წყლის დამარბილებელი შეიქმნა გერმანიაში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, თუმცა ამ სისტემის კომერციალიზაცია მოხდა ამერიკაში, ნიუ იორკში. ამერიკაშივე მოხდა პირველი ელექტრო მექანიკური სარქველის დიზაინი წყლის დამარბილებელი სისტემის ავტომატური რეგენერაციის უზრუნველსაყოფად. ამ ინოვაციით, დამარბილებელი სისტემით სარგებლობა ხელმისაწვდომი გახდა ყოველდღიური მომხმარებლისთვის, ძირითადად ეკონომიკურად საშუალო და მაღალი ფენის წარმომადგენელთათვის, რამაც გამოიწვია წყლის დარბილების ბიზნესის სწრაფი ზრდა, ამერიკიდან ევროპის მიმართულებითაც.