წყლის დამუშავება

AOSmith

კორპორაცია AO Smith დაარსებულია 1874 წელს, ამერიკაში, მილუოკის შტატში. დღეს AO Smith წარმოადგენს სასმელი და ტექნიკური წყლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას მსოფლიოში, მისი პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. AO Smith აწარმოებს წყლის დამუშავების თითქმის ყველა არსებულ ტექნოლოგიას – ქვიშის, ნახშირის, მულტიმედია ფილტრები, წყლის დამარბილებლები, ულტრაფილტრაციის და უკუოსმოსის სისტემები, ულტრაიისფერი დასხივების სისტემები.

2022 წელს AO Smith-მა გააფორმა ხელშეკრულება კომპანია VORTEX Water Engineering-თან საქართველოში წარმომადგენლობის შესახებ.

ზედაპირული წყლების ფილტრაციის სისტემები

დამარბილებლები

უკუოსმოსი

ულტრაფილტრაცია

ფილტრაციის სისტემები

დეზინფექციის სისტემები

ინდუსტრიული ჩამდინარე წყლები

Nijhuis

Nijhuis Saur Industries დაარსებულია 118 წლის წინ ჰოლანდიაში. კომპანიის პირველადი საქმიანობა იყო სხვადასხვა მოწყობილობების შეკეთება ტექსტილის და რძის წარმოების ინდუსტრიებისთვის. 1977 წლისთვის Nijhuis -ს გააჩნდა სამი დივიზია – სატუმბი სისტემები, სასაკლაო ინდუსტრიის მოწყობილობები და ჩამდინარე წყლების დამუშავება. დროსთან ერთად, მიღწეულმა წარმატებებმა ჩამდინარე წყლების დამუშავების მიმართულებით, რაც გამოიხატებოდა მრავალ წარმატებით შესრულებულ პროექტში, ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს შეძენაში და მრავალ დაპატენტებულ ტექნოლოგიაში, კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა მოეხდინა კონცენტრირება ამ უკანასკნელ საქმიანობაზე. Nijhuis იყო ერთერთი პირველი კომპანია ვინც დაიწყო DAF (dissolved air flotation) და Lamella separator -ების გამოყენება ჩამდინარე წყლების წმენდის პროცესში. 

Nijhuis Saur Industries საქართველოში 2022 წლიდან წარმოადგენს კომპანია VORTEX Water Engineering.

ფლოკულატორები

ფლოტაციის სისტემები

აერობული წმენდა

ანაერობული წმენდა

წყლის რეცირკულაცია

რესურსების აღდგენა

კომერციული ჩამდინარე წყლები

ATB

ATB Water GmbH – ის ჩამდინარე წყლის გამწმენდი სისტემები წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ დანადგარებს მსოფლიოში. 100,000-ზე მეტი სისტემის გაყიდვით, ATB არის უკონკურენტო ლიდერი გერმანიაში. დაწყებული 1999 წელს, მცირე გერმანული კომპანიის – “Abwassertechnik Baumann” – დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ტექნიკურად გაემარტივებინათ ჩამდინარე წყლების სისტემები და ასევე ფინანსურად გაეხადათ უფრო ხელმისაწვდომი. ამ წელსვე მათ შექმნეს ახალი თაობის ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემა AQUAMAX®, რომელიც დამყარებულია SBR ტექნოლოგიაზე. ტესტირების პერიოდის გავლის შემდგომ, AQUAMAX®-მა მიიღო ტექნიკური ნებართვა გერმანულ ბაზარზე რეალიზაციისთვის – (No. Z-55.3-53 (DIN 4261). ამით დაიწყო ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის ისტორია. დღეს AQUAMAX® არის ტექნიკური სტანდარტი არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სრულიად ევროპაში.

AQUAMAX® Pro

AQUAMAX® Pro XL

AQUAMAX® Pro XXL

კომპონენტები გამწმენდი ნაგებობებისთვის

ნახშირორჟანგის აბსორბციის ცენტრი

კომპაქტური გამწმენდი სადგურები

ნაკადის გაზომვა

krohne-vector-logo

Since its foundation by Ludwig Krohne in 1921 in Duisburg, Germany, KROHNE has been innovating the industry of measurement of physical parameters of liquids and gases. Throughout a century of development, KROHNE has dominated the market via introducing permanent incremental innovations.

Today, KROHNE employs over 4000 people, out of which, 10% are R&D workers, further advancing the already state of the art technology, and being one of the first companies, laying foundation for enabling technologies for the Internet of Things (IoT) in process industry. Precision and excellence which KROHNE has achieved is summarized in its slogan – “Measure the Facts”.

 

In 2021, KANEX KROHNE Anlagen Export GmbH signed an agreement on channel partnership with VORTEX Water Engineering for introducing its wide set of services and products to customers in Georgian market.

ელექტრომაგნიტური მრიცხველები

ცვლადი ფართობის მრიცხველები

ულტრაბგერითი მრიცხველები

კორიოლისის მასის ნაკადის მრიცხველები

მორევის ტექნოლოგიის მრიცხველები

დონის, წნევის, და ტემპერატურის გაზომვა

სატუმბი სისტემები

pentair-logo-starite-mobile

Pentair-ის მულტინაციონალურ ჯგუფში, Sta-Rite® და Jung Pumpen GmbH იკავებენ გამორჩეულ ადგილს. Sta-Rite დაარსდა 1934 წელს ამერიკაში, ვისკონსინის შტატში და დღეს წარმოდგენილია მსოფლიოს 100 – ზე მეტ ქვეყანაში. ადრეულ წლებში მისი წარმატება გამოიწვია ტურბინული და ცენტრიფუგული პომპების შეუდარებელმა ხარისხმა, რაც იქცა საწინდრად კომპანიის საერთაშორისო წარმატების. დღეს Sta-Rite არის ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერი. Jung Pumpen – ის არსებობის ისტორია ცილდება 90 წელს. მისი სპეციალიზაცია არის ჩასაძირი პომპების წარმოება, Sta-Rite-ს მსგავსად ისიც წარმოადგენს ხარისხით და გაყიდვების რაოდენობით მსოფლიო ლიდერს და ისიც ამავე დროს არის Pentair-ის ბიზნეს ჯგუფის განუყოფელი ნაწილი. Pentair აქტიურად მუშაობს წყლის პომპების ტექნოლოგიებში არსებული ტექნიკური სირთულეების გადაჭრაზე და მუდმივად გვთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. 2020 წელს Pentair – მა გააფართოვა თავისი საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში, კომპანია VORTEX Water Engineering – თან პარტნიორობით.

მაღალი წნევის სეტები

ზედაპირული წყლის პომპები

ჩასაძირი და სადრენაჟე პომპები

საკანალიზაციო სატუმბი სადგურები

ჭაბურღილის პომპები

მაღალი წარმადობის პომპები

წყლის ანალიტიკა

HACH NEW BLUE LOGO BluTag BluR

1933 წელს დაწყებული ინოვაციების სერიით ჰაკმა მოახდინა წყლის ანალიტიკის რევოლუცია, გარდაიქმნა უფრო სწრაფ, მარტივ და ეკოლოგიურად სუფთა პროცესად. ჰაკის დამსახურებით წყლის ანალიზის რეზულტატები გახდა სანდო. 85 წელია რაც ჰაკის ინსტრუმენტების და რეაგენტების ფართო სპექტრი აფართოებს კაცობრიობის ცოდნას წყლის ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიტიკის გამარტივებით. ჰაკის პროდუქცია გამოიყენება თითქმის ყველა ქვეყანაში, დაწყებული მუნიციპალური მომხმარებლებით, დასრულებული კერძო კომპანიებით საკვები და სასმელი პროდუქციის წარმოებებში, ენერგეტიკაში, ლაბორატორიებში… 2019 წელს, ჰაკმა მოიცვა სამხრეთ კავკასია (საქართველო, აზერბაიჯანი, სასომხეთი) პროდუქციის სრული ჩამონათვალით და ასევე სრული ტექნიკური მომსახურებით. ამისთვის ჰაკმა შეარჩია ქართული წყლის და ჩამდინარე წყლების საინჟინრო კომპანია VORTEX Water Engineering.

სპექტროფოტომეტრები

სიმღვრივის მზომები

ელექტროქიმიური ანალიზატორები

ქლორს ანალიზატორები

კონტროლერები

რეაგენტები და სტანდარტები

ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები

In-Situ

In-Situ Inc. არის ამერიკული, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ინსტრუმენტების წამყვანი მწარმოებელი. 1976 წლიდან In-Situ ქმნის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ წყლის ანალიტიკის გადაწყვეტილებებს, მათი შექმინია ინსტრუმენტი Aqua TROLL 500 და წლების შემდეგ, სწორად In-Situ-მ შექმა გარემოს მონიტორინგის პირველი ინდუსტრიული მობილური აპლიკაცია. In-Situ ცნობილია მაღალი სიზუსტის წყლის ანალიტიკის ინსტრუმენტებით, ხარისხისა და ნაკადის მართვის სისტემებით და ახლა უკვე წყლის ხარისხის მონაცემების დისტანციური წვდომის სხვადასხვა აპლიკაციებით, როგორც მობილური ტელეფონისთვის, ასევე კომპიუტერებისთვის.

In-Situ-ს მონიტორინგის მოწყობილობები და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმები ქმნიან ერთობლივ სისტემას, რისი საშუალებითაც მარტივი ხდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მონაცემების შეგროვება, ანალიტიკა და მართვა. საქართველოში, In-Situ-ს პროდუქცია და მომსახურებები წარმოდგენილია კომპანია VORTEX Water Engineering-ის მიერ.

Aqua TROLL 600

Aqua TROLL 500

VuLink

წყლის დონის მონიტორინგი

ნაკადის მონიტორინგი

დისტანციური მონიტორინგის პლატფორმა

დიზაინი და მონტაჟი

ყველა ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა მოწყობილობაზე ჩვენ ვახორციელებთ დაკალიბრების, ვერიფიკაციის და შეკეთების მომსახურებებს, მწარმოებელი კომპანიების მიერ ავტორიზებული პროცესების შესაბამისად და მათივე სერტიფიცირებით. მომსახურება ხორციელდება წყლის ანალიტიკის ლაბორატორიულ და ონლაინ გაზომვის სისტემებზე, ასევე წყლის მრიცხველებზე.

KROHNE-ს მრიცხველების სრული მომსახურება – მრიცხველების ექსპლუატაციაში გაშვებისას ხდება მათი ფუნქციების ვერიფიკაცია 0, 1, 2 დონეებზე. ვერიფიკაციის პროცედურა შეესაბამება IEC 61508/61511 სტანდარტს, ხოლო უშუალოდ ვერიფიკაციის პროცესისთვის ვიყენებთ KROHNE-ს ინსტრუმენტს, OPTICHECK Master.

აგრეთვე, HACH – ის წარმოების ლაბორატორიული და ონლაინ გაზომვის სისტემების დაკალიბრება, ვერიფიკაციისთვის ვმოქმედებთ მწარმოებლის მიერ გაწერილი პროცედურის შესაბამისად, შესაბამისი ხელსაწყოებით, რისი საშუალებითაც ხდება მოწყობილობის უმაღლესი სიზუსტით მუშაობის უზრუნველყოფა.

დაკალიბრება, ვერიფიკაცია, შეკეთება

ჩვენი საქმიანობა იწყება წყლის დამუშავების და ანალიტიკის სისტემების დიზაინით და სრულდება გეგმიური მომსახურებით. მთელს ამ პროცესში ვხელმძღვანელობთ მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების ჩართულობით და მათი ინსტრუქციების შესაბამისად. დიზაინის ფაზაზე ხდება მონაცემების მობილიზება მომხმარებლებისგან ან ჩვენივე ინსტრუმენტების გამოყენებით, ანალიზის საფუძველზე მზადდება წინასწარი დიზაინია, მომხმარებლებთან შეთანხმებით და მათი საჭიროებების გათვალისწინებით დგება საბოლოო დიზაინი. შემდგომ ვახდენთ სისტემისთვის საჭირო მოწყობილობების მომარაგებას, ინსტალაციას და ექსპლუატაციაში გაშვებას. პერიოდულად, მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, პროცესის ყველა ეტაპს ასრულებენ მოწყობილობების და სისტემების მწარმოებელი კომპანიის ტექნიკოსები.