როგორ უზრუნველვყოთ ზუსტი წყლის აღრიცხვა და დავიცვათ მონაცემები გაყალბებისგან 

2026 წლის სექტემბრიდან ზედაპირული ობიექტიდან დღე-ღამეში 15 მ​3-ზე მეტი წყალაღება ჩაითვლება წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად, რისთვისაც კომპანიები ვალდებულნი ხდებიან, მოიპოვონ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა

წყლის რესურსების ახლებური კონტროლი ბიზნესებს ახალი ვალდებულებების წინაშე აყენებს, თუმცა სახელმწიფოსთვისაც ქმნის გარკვეულ გამოწვევას – უზრუნველყოს მაღალი სიზუსტის გაზომვა ისეთი მოწყობილობებით, რომელთა გადაკალიბრება და მონაცემების გაყალბება თითქმის შეუძლებელი იქნება. 

ამ ბლოგში მოგიყვებით წყლის ნაკადის ასეთ მრიცხველებზე. 

KROHNE WATERFLUX 3070 – მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელების წყლის ნაკადის აღრიცხვის ოქროს სტანდარტი 

KROHNE-ის ელექტრომაგნიტური მრიცხველები (მაგმეტრები) წყლის სექტორში ერთ-ერთი მოწინავეა. მათი უპირატესობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: 

  • უმაღლესი სანდოობით –  აქვს ±0.2% ცდომილება, ასევე შედეგების ±0.1% განმეორებადობა
  • არ აქვს ცვეთადი ნაწილები, შესაბამისად, მოწყობილობა 25 წლის განმავლობაში  ინარჩუნებს მაღალ სიზუსტეს.  
  • გამძლე და დაცული დიზაინი ამცირებს მოვლის საჭიროებას IP68 (NEMA 4X/6P) 
  • გამორიცხავს მონაცემებზე არა ავტორიზებული წვდომის შესაძლებლობას გამომდინარე მათი მეტროლოგიური სტანდარტებიდან, რომლებიც შესაბამისობაშია OIML R49 და MID MI-001-თან. 

KROHNE-ის მრავალფეროვანი პორტფოლიოდან, აღნიშნულ რეგულაციასთან შესაბამისობისთვის, ყველაზე რელევანტური WATERFLUX 3070 მრიცხველია. 

WATERFLUX 3070 წყალაღების სფეროში მთავრობასთან ანგარიშვალდებულების მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო მაგმეტრია. 

  • უნიკალური დიზაინი 
    მოწყობილობის დიზაინი ახდენს ნაკადის პროფილის ოპტიმიზებას და აორმაგებს სენსორში ნაკადის საშუალო სიჩქარეს. უნიკალური მართკუთხა სენსორის წყალობით, მისი დამონტაჟება შესაძლებელია შემავალი და გამომავალი სწორი მონაკვეთების გარეშე (0DN / 0DN). ეს კრიტიკულად მნიშნელოვანი ფაქტორია ვიწრო ჭაბურღილებში ან სატუმბ სადგურებში სამონტაჟოდ, სადაც სივრცე შეზღუდულია.  
  • მრავალპარამეტრიანი გაზომვა
    WATERFLUX 3070 არის პირველი მოწყობილობა, რომელიც ნაკადის, წნევისა და ტემპერატურის გაზომვას ერთ მრიცხველში აერთიანებს. 
  • ქსელის სიჯანსაღე
    მუნიციპალური კომპანიებისთვის ეს ნიშნავს მონაცემთა ერთიან წყაროს მათი გაჟონვის აღმოსაჩენად, რისთვისაც გამოიყენება წნევის ვარდნისა და ნაკადის მატების შედარებითი ანალიზის მეთოდი. 
  • ინტეგრაციები
    მოწყობილობას აქვს Modbus RTU-ს (დაბალი ენერგომოხმარების პროტოკოლი) მხარდაჭერა და შეიძლება მისი დაკავშირება GPRS/4G მონაცემების მონაცემთა გადამცემთან, როგორიცაა KGA 42 GSM – მონაცემები იგზავნება დაცულ სერვერზე და ნებისმიერი მანიპულაციის მცდელობა მყისიერად აისახება სისტემაში საგანგაშო შეტყობინების სახით. 
  • არ აქვს ცვეთადი ნაწილები
    მექანიკური მრიცხველებისგან განსხვავებით, მაგმეტრებს არ აქვს ცვეთადი ნაწილები და გამოირჩევა უმაღლესი სანდოობით. იგი კონკრეტულად წყალაღების მკაცრი კონტროლისთვისაა შექმნილი. 
  • ელემენტი აქვს ელემენტი 15 წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობით და გარე ენერგიის წყაროს არ საჭიროებს. Აქედან გამომდინარე, მოწყობილობა იდეალურია საექპსლუატაციო ჭაბურღილებისთვის ან დისტანციური გამანაწილებელი ხაზებისთვის, სადაც ელექტროენერგიის ქსელი ხელმიუწვდომელია. 
  • გრუნტში განთავსება
    მოწყობილობას აქვს IP68 დაცვის კლასი და ხელმისაწვდომია სპეციალური დამცავი საფარით პირდაპირი ჩამარხვის შემთხვევაში, რაც ძვირადღირებული ბეტონის ჭების მოწყობის აუცილებლობას გამორიცხავს. 
  • სერტიფიცირება
    ნაკადის მრიცხველებისთვის მთავარი ტექნიკური მოთხოვნა არის იურიდიული მეტროლოგიური სერტიფიკაცია. WATERFLUX 3070 სერტიფიცირებულია როგორც საერთაშორისო OIML R49, ასევე ევროპული MID MI-001 დირექტივის სტანდარტებით. ეს ორი არის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი წყლის მრიცხველებისთვის, რომელსაც სამთავრობო რეგულაციებთან შესაბამისობისთვის მოითხოვენ. 

ტექნიკური მახასიათებლები:

სიზუსტე გაზომილი მნიშვნელობის ცდომილება ±0.2%-მდე, + 0.5 მმ/წმ 
წნევის დანაკარგი <0.01 ბარი 
სერტიფიკატები OIML R49, MID MI-001 ანგარიშსწორების აღრიცხვისთვის 
კავშირი  4-20 mA, Modbus RTU, Pulse, Status, GPRS/4G (არჩევითი) 
შიდა დამცავი დაფარვა Rilsan® (დამტკიცებულია სასმელი წყლისთვის: NSF, WRAS, ACS) 

OTT SVR 100 – OTT HydroMet-ის გადაწყვეტა ღია არხებსა და მდინარეებში წყლის ნაკადის მონიტორინგისთვის

ღია არხებისა და მდინარეებისთვის საუკეთესო გადაწყვეტაა OTT HydroMet-ის OTT SVR 100. მოწყობილობა იდეალურია ზედაპირული წყლის სიჩქარის გასაზომად წყალში დამონტაჟების გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ იგი წყლის თავზე მონტაჟდება, მოწყობილობა დაცულია წყლის დონის მატებისა და მოტივტივე ნარჩენებისგან. 

  • რადარული და ულტრაბგერითი გაზომვა – OTT SVR 100 უკონტაქტოდ ზომავს წყლის დონეს და სიჩქარეს. Წყლის ზედაპირიდან უსაფრთხო სიმაღლეზე (25 მ) დამონტაჟებული სენსორი აგრძელებს მუშაობას წყალდიდობის დროსაც.  
  • გაყალბებისგან დაცვა – ვინაიდან მოწყობილობა წყლის ზედაპირს არ ეხება, მასზე მექანიკური ზემოქმედება ან ჩვენების შეცვლა შეუძლებელია. 
  • დამოუკიდებელი ფუნქციონირება – სისტემაში ინტეგრირებულია GSM კავშირი, რაც მას იდეალურს ხდის დაშორებული ობიექტების მონიტორინგისთვის. 
  • არისხის კონტროლი/ხარისხის უზრუნველყოფა – ვიბრაციისა და დახრის უნიკალური სენსორები აფიქსირებენ პოტენციურ ცდომილებებს, რომლებიც ხიდზე მოძრავი ტრანსპორტით, ან ქარითაა გამოწვეული. თითოეულ ჩვენებას თან ახლავს ჩაშენებული ხარისხის ინდექსი (0-3). 
  • უახლესი ტექნოლოგიის სენსორი – 24 გჰც (K-band) დოპლერის რადარის გამოყენებით, მოწყობილობა სიჩქარეს 0.08 – 15 მ/წმ სიჩქარის დიაპაზონში აფიქსირებს. მისი კალმანის ფილტრი და წინასწარ ჩატვირთული ფიზიკური მოდელირება უზრუნველყოფს სტაბილურ გაზომვებს ტურბულენტობის ან ძლიერი წვიმის პირობებშიც. 
  • სერტიფიცირება – SVR 100 აღჭურვილია ოფიციალური შესაბამისობის დეკლარაციით, რომელიც გაცემულია OTT HydroMet-ის მიერ და რომლითაც მწარმოებელი სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ევროკავშირის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტებს. იგი სრულად შეესაბამება საერთაშორისო ჰიდრომეტრიულ სტანდარტებს ზედაპირული სიჩქარის მეშვეობით წყლის ხარჯის განსაზღვრის შესახებ (ISO 748). გარდა ამისა, მოწყობილობა სხვა ელექტრონულ სისტემებთან თავსებადია და დაცულია გარე ხარვეზებისგან (2014/30/EU).  

საბოლოოდ, იმისთვის რომ კანონმა რეალურად იმუშაოს, საჭიროა კომპანიების დავალდებულება, გამოიყენონ ისეთი მრიცხველი, რომელიც  

  • მონაცემებს მყისიერად ინახავს შესაბამის სერვერზე; 
  • გადაცემას უზრუნველყოფს რეალურ დროში, რაც შედეგის ხელით ჩასწორებას გამორიცხავს; 
  • ავტომატურად აფიქსირებს ანომალიებს, რაც ხშირად მანიპულაციებზე მიანიშნებს. 

აქედან გამომდინარე, წყლის რესურსების მართვაში ახალი კანონმდებლობის მიღება იმდენადვეა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი აღსრულება და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვა. KROHNE-ის, OTT HydroMet-ისა და In-Situ-ს გადაწყვეტები კი სახელმწიფოს აძლევს იმის გარანტიას, რომ წყლის მოხმარება აღირიცხება ზუსტად და გამჭვირვალედ.