ლამის დამუშავების საუკეთესო პრაქტიკები – რას გთავაზობთ Nijhuis Saur Industries

საქართველოში ჩამდინარე წყლების მართვის დროს ხშირად უგულებელყოფენ ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს – ლამის დამუშავებას, რომლის არაეფექტიანად შესრულება გარემოსდაცვით რისკებს უკავშირდება.  

ამავდროულად, არსებობს თანამედროვე, მოდულარული გადაწყვეტები, რომლებიც რეალისტურს ხდის უსაფრთხო, ცირკულარული სისტემის შექმნას ლამის დასამუშავებლად. ნიდერლანდური კომპანია Nijhuis Saur Industries (NSI) გთავაზობთ ინოვაციურ და ხარჯთეფექტიან გადაწყვეტებს, რომლებიც ლამის დამუშავების პროცესის ყველა ეტაპის ოპტიმიზაციისთვისაა შექმნილი – გასქელებიდან და გაწურვიდან დაწყებული, მისი მდგრადი უტილიზაციით დასრულებული.

ლამის დამუშავების გამოწვევები

ჩამდინარე წყლების დამუშავება წარმოქმნის ლამს – გვერდით პროდუქტს, რომელიც ორგანული და არაორგანული ნივთიერებებითაა მდიდარი. მისი ეფექტიანად მართვა არსებითად მნიშვნელოვანია ლამის გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად და ჩამდინარე წყლების დამუშავების მოწყობილობების ეფექტიანობის შესანარჩუნებლად. სწორი დამუშავების გარეშე, ლამმა შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება პათოგენებით, საკვები ნივთიერებებითა და მიკროდამაბინძურებლებით; 

თანამედროვე ლამის დამუშავების ტექნოლოგიები ორიენტირებულია ლამის მოცულობის შემცირებასა და მისი გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე – ეს ყველაფერი კი რეგულაციების გამკაცრების პირობებში.

რას ნიშნავს ლამის ეფექტიანი დამუშავება

დამუშავების პირველ ეტაპზე ხდება ლამის შეფასება და სეგრეგაცია – იზომება ნაკადი, მასში მშრალი ნივთიერებები, აქროლადი ნივთიერებები, ცხიმები, და ლითონები.  

ადრეული გასქელების ეტაპზე უმეტესად გამოიყენება მყარი მასალისა და სითხის სეპარაციის მეთოდი (მაგალითად, გახსნილი ჰაერის ფლოტაცია – DAF) ლამის გასასქელებლად და ჩამდინარე ტვირთის შესამცირებლად.  

შემდეგ ეტაპზე ხდება ლამის წყლისგან გათავისუფლება ტრანსპორტირებისა და წყალარინების ხარჯების შესამცირებლად. ამისთვის NSI უზრუნველყოფს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ხრახნიანი პრესი, დეკანტერიანი ცენტრიფუგა ან ბარაბნიანი ფილტრი ჭარბი ნალექის შემთხვევაში. 

საბოლოოდ დგება ქიმიური ნივთიერებებისა და ოპერაციების ოპტიმიზების ეტაპი. ჭკვიანი დოზირება და ავტომატიზაცია ამცირებს დამუშავების ხარჯებს და აუმჯობესებს სტაბილურობას. NSI-ის ტექნოლოგიები რეალურ დროში არეგულირებს რეაგენტებს ჩამდინარე წყლების ხარისხის მიხედვით, ამცირებს მოხმარებას და ინარჩუნებს მაღალ წარმადობას.

რას გთავაზობთ NSI თითოეული ეტაპისთვის

NSI-ს მოწყობილობები დაგეხმარებათ ლამის დამუშავებასა და უტილიზაციაში. გასქელებისა და პირველადი სეპარაციის ეტაპზე მაღალი სიჩქარის DAF სისტემა ლამისგან აცალკევებს შეწონილ მყარ ნაწილაკებს და ცხიმებს – მისი გამოყენება იდეალურია მაშინ, როდესაც ტვირთის მოცულობა მერყეობს.  

Რაც შეეხება გაწურვას, ტრადიციული ლამის გაწურვის სისტემები ბევრ ენერგიას მოიხმარს და ხშირ მოვლას საჭიროებს. ლამის მახასიათებლების ფლუქტუაცია გავლენას ახდენს გაწურვის პროცესის წარმადობასა და თანმიმდევრობაზე. დამატებით, გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრება მოითხოვს დაბალ ემისიებს, ნაკლებ ხმაურსა და რესურს-ეფექტიან ტექნოლოგიებს. 

NSI-ის ხრახნიანი პრესი ენერგიის დაბალი მოხმარებით, მინიმალური ხმაურითა და მოვლის შემცირებული საჭიროებით გამოირჩევა. უფრო მშრალი ლამის წარმოებით მას მინიმუმამდე დაჰყავს ტრანსპორტირებისა და ნაგავსაყრელზე განთავსების ხარჯები. იგი აღჭურვილია შლანგიანი ფლოკულატორით, რომელიც რეალურ დროში რეგულირდება ლამის ცვლილების შესაბამისად. ეს უზრუნველყოფს მოწყობილობის მუდმივ წარმადობას მაშინაც, როცა შემომავალი ლამის სისქე ან შემადგენლობა იცვლება. შედეგად, დამატებითი ქიმიური დოზირებისა და ადამიანის ჩარევის საჭიროება აღარ დგება.  

NSI ასევე აწარმოებს Დეკანტერიან ცენტრიფუგებს, რომლებიც მინიმალური ჩარევით მაღალი ეფექტიანობის გაწურვას უზრუნველყოფს, რაც ცვალებადი ლამის ტიპებისთვისაა ხელსაყრელი. მოწყობილობა აცალკევებს დიგესტატს მყარ და თხევად ნაწილებად. მყარი ნაწილი შესაძლოა დაკომპოსტდეს, გაშრეს ან ინსინერაცია განიცადოს, თხევადი კი დამუშავების შემდგომი ეტაპისთვის მზადდება.

დიგესტატის დამუშავება 

ლამის ანაერობული გადამუშავების შედეგად მიიღება დიგესტატი, რომელიც მდიდარია ორგანული მასალითა და საკვები ნივთიერებებით, მაგრამ მისი მდგრადად და ხარჯთეფექტიანად მართვა კომპლექსური საკითხია.  

დიგესტატში ჭარბი რაოდენობით აზოტისა და ფოსფორის შემცველობამ, შესაძლოა, დისბალანსი გამოიწვიოს ნიადაგში და დააბინძუროს წყალი, თუ მის ხელახალ გამოყენებამდე სათანადოდ არ იქნება იგი დამუშავებული. 

ულტრაფილტრაცია და უკუოსმოსის სისტემები აშორებენ წყლიდან დარჩენილ საკვებ ნივთიერებებს, ორგანულ ნივთიერებებსა და მიკროდამაბინძურებლებს. Მაგალითად, DEEPEST სისტემა, მოდულარული ტიტანის მემბრანის ტექნოლოგია, კომპლექსური ჩამდინარე წყლების ნაკადების, ასევე ორგანული ნარჩენებისგან მიღებული დიგესტატის დამუშავებისთვის და ხელახალი გამოყენებისთვისაა შექმნილი.  

გაწურვისა და  სეპარაციის სისტემები ამცირებს ლამის მოცულობას და გეხმარებათ ტრანსპორტირებისა და დასაწყობების ხარჯების შემცირებაში. აზოტისა და ფოსფატის აღდგენით, საშუალება გეძლევათ, შეამციროთ ჩამდინარე წყლების გარემოზე უარყოფით ზემოქმედება და დარჩენილი ლამი გამოიყენოთ კომერციულ სასუქებად ან სოფლის მეურნეობაში. 

Საბოლოოდ, ქიმიური დოზირების ოპტიმიზაცია გამოიყენება რეალურ დროში წარმადობის შესანარჩუნებლად, ამავდროულად კი, რეაგენტების გამოყენების შესამცირებლად. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია, როდესაც შემომავალი ტვირთის მოცულობა ყოველდღიურად იცვლება. 

სწორად დაგეგმილი ლამის დამუშავება არამხოლოდ პროცესის მდგრადობის გაზრდაში დაგეხმარებათ, ასევე უზრუნველყოფს რეგულაციებთან შესაბამისობას. Nijhuis Saur Industries გთავაზობთ გადაწყვეტებს, რომლებიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მოდულარულ, ადვილად მოსავლელ დიზაინს. 2022 წლიდან NSI-ს საქართველოში VORTEX Water Engineering წარმოადგენს და ქართულ ბაზარზე კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, შეამცირონ ჩამდინარე წყლების გარემოზე ზემოქმედება და თავიდან აირიდონ რეგულაციებთან შეუსაბამობა.