Ytong Caucasus

Ytong Caucasus: წყლის ფილტრაციის სისტემების განთავსება

2021 წელს Ytong Caucasus-თან თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის პროცესისთვის ჩვენმა გუნდმა მექანიკურად დაბინძურებული არხის წყლები მოიპოვა და ტექნიკურ წყლად გარდაქმნა.

ამ მიზნით, კომპანიისთვის შევარჩიეთ წყლის დამუშავების სამ ეტაპიანი სისტემა, პირველადი ოქსიდაცია და ორ ეტაპიანი მექანიკური ფილტრაცია. წყლის სიმღვრივის შესაბამისად, სისტემა თავადვე არჩევს დამუშავების ტემპს, რათა წყალში არსებული შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის საფუძველზე, ფილტრაციის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად უზრუნველყოს წყლის გადაადგილების ოპტიმალური სიჩქარე.