Nakhiduri Hydro Power Plant

ნახიდური ჰესი: ავტომატური ხარჯმზომების მოწყობა და რადარული წყლის მრიცხველების განთავსება

ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ჰიდროელექტროსადგურ „ნახიდური ჰესის“ მშენებლობაში. მათ ჰესის სათავე ნაგებობის კვანძზე, მდინარე ხრამის ბუნებრივი ჩამონადენის აღრიცხვის მიზნით, ავტომატური ხარჯმზომები დაამონტაჟეს.

2024 წელს, „ნახიდური ჰესთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მდინარეში წყლის ნაკადის აღრიცხვის მიზნით, განვათავსეთ რადარული წყლის მრიცხველი. ამ მოწყობილობის საშუალებით აღირიცხება ჰესის მიერ მდინარიდან მოპოვებული წყლის რაოდენობა.