ნაკადის გაზომვის სიზუსტე: რატომ უნდა აირჩიოთ KROHNE 

Water Flow

წყლის სისტემების ყველა ინდუსტრიაში, იქნება ეს სურსათისა და სასმელების, ქიმიური ნივთიერებების, ნავთობისა და ბუნებრივი აირის თუ ენერგიის წარმოება, ნაკადის გაზომვის სიზუსტე არაერთ ფაქტორზე აისახება. მათ შორისაა ხარჯები, მონაცემების შესაბამისობა, უსაფრთხოება, საბოლოო პროდუქტის ხარისხი და ა.შ. 

ნაკადის ზუსტი გაზომვა წყალში ქიმიური ნივთიერებების დოზირების სამიზნე მაჩვენებლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, აბალანსებს ენერგიის მოხმარებას, რეგულაციებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს და ზედმეტი ხარჯებისგან გვიცავს. 

გერმანული კომპანია KROHNE, რომელიც სითხეებისა და აირების ფიზიკური პარამეტრების საზომ ინსტრუმენტებს აწარმოებს, უმაღლესი სიზუსტით გამოირჩევა. ეს კარგად ჩანს კომპანიის სლოგანში – „გაზომე ფაქტები“. 

ამ ბლოგში მოგიყვებით, რატომაა მნიშვნელოვანი გაზომვის მაქსიმალური სიზუსტე, როდესაც ნაკადის მრიცხველებს ეხება საქმე და რას უნდა ითვალისწინებდეს საუკეთესო ნაკადის გაზომვის ტექნოლოგიები. 

რას გულისხმობს გაზომვის სიზუსტე 

ნაკადის მრიცხველების სიზუსტე შემდეგი მახასიათებლების მიხედვით იზომება: 

  • რამდენად ახლოსაა ნაკადის მრიცხველების მაჩვენებელი რეალურ მაჩვენებელი სხვადასხვა სადგურებზე; 
  • მრიცხველის უნარი, ერთსა და იმავე პირობებში ერთი და იგივე შედეგები აჩვენოს; 
  • თანმიმდევრული მუშაობა მთელ გასაზომ სიგრძეზე და არამხოლოდ ერთ წერტილზე; 
  • იმის უზრუნველყოფა, რომ მრიცხველი დაკალიბრებული იყოს აღიარებული სტანდარტების შესაბამისად და შესაძლებელი იყოს მისი ადგილზე, დემონტაჟის გარეშე შემოწმება. 

რა იწვევს ნაკადის გაზომვის უზუსტობას? 

საუკეთესო ნაკადის მრიცხველებმაც შეიძლება მოგვცეს არაზუსტი შედეგები, თუ ისინი გარემოს არახელსაყრელ პირობებს არ ითვალისწინებს. ტიპური დაბრკოლებები მოიცავს: 

  • ნაკადის დინების ცუდ პროფილს, რაც გულისხმობს მონაკვეთის არასაკმარის სიგრძეს, სარქველების მეტისმეტ სიახლოვეს და ა.შ. 
  • წყალში შეწონილ ჰაერსა და მყარ ნივთიერებებს, რაც გავლენას ახდენს სითხის გამტარობაზე, სიმკვრივესა და სიბლანტეზე; 
  • პულსირებად ნაკადს, ვიბრაციას ან ტემპერატურისა და წნევის რყევებს; 
  • მილების ნაწილობრივ შევსებას ან ნაკადის ორი მიმართულებით დინებას; 
  • ელექტრომაგნიტური მრიცხველებისთვის დამიწების პრობლემებს; 
  • არავერიფიცირებულ მოძველებულ სენსორებს. 

სიზუსტეზე ორიენტირებული დიზაინი კი, რასაც KROHNE უზრუნველყოფს, ამ დაბრკოლებების ინჟინრული გადაწყვეტების მოფიქრებას და მოწყობილობებში მათ ინტეგრაციას გულისხმობს. 

ტექნოლოგიისა და მისი გამოყენების სფეროს შესაბამისობა: რა გადაწყვეტებს გთავაზობთ KROHNE

მაღალი სიზუსტე ტექნოლოგიისა და მისი გამოყენების სფეროს შესაბამისობასაც ნიშნავს და KROHNE-ს პორტფოლიო სწორედ ამით გამოირჩევა. 

კომპანია ინდუსტრიული გამოყენებისთვის რამდენიმე ტიპის ნაკადის მრიცხველებს აწარმოებს: 

ელექტრომაგნიტური ნაკადის მრიცხველები განკუთვნილია გამტარი სითხეების ნაკადის გასაზომად, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის. მრიცხველებს ფართო გამოყენება აქვს სასმელი წყლიდან დაწყებული, უკიდურესად წებოვანი, აბრაზიული და აგრესიული სითხეების მიმართულებით. 

ულტრაბგერითი მრიცხველები აირების, სითხეებისა და ორთქლის ნაკადის გასაზომადაა განკუთვნილი როგორც კომერციული, ასევე ინდუსტრიული გამოყენებისთვის. 

კორიოლისის მასის ნაკადის მრიცხველები იდეალურია აირების, სითხეების ან შერეული მასალების, მაგალითად აირნარევი სითხეების მაღალი სიზუსტით გასაზომად. მოწყობილობებით განისაზღვრება მასის დინების სიჩქარე, მოცულობის დინების სიჩქარე, სიმკვრივე, ტემპერატურა და ნივთიერების კონცენტრაცია. 

მორევის ტექნოლოგიის ნაკადის მრიცხველები შემუშავებულია მაღალტექნოლოგიური ენერგიის მართვისა და უსაფრთხოების ინსტრუმენტული სისტემებისთვის.  

დამატებით, KROHNE უზრუნველყოფს სპეციალიზებული გადაწყვეტებს ნაწილობრივ შევსებული მილებისთვის, დაბალი გამტარობის წყლისთვის და ბიოაირისთვის შექმნილი მოდელები, რა შემთხვევებში ჩვეულებრივი მრიცხველები არ გამოდგება. 

რადგან კომპანიის პორტფოლიო ნაკადის გაზომვის ყველა ძირითად პრინციპს მოიცავს, მომხმარებელს სიზუსტეზე კომპრომისზე წასვლა არ უწევს – ინსტრუმენტი ესადაგება საჭიროებას და არა პირიქით. 

ჩაშენებული ინტელექტი: დიაგნოსტირება და ვერიფიკაცია 

ჭკვიანი დიაგნოსტიკა მრიცხველების სიზუსტის საყრდენია. KROHNE-ის მრიცხველები უზრუნველყოფს 

  • მოწინავე თვით-დიაგნოსტირებას, რაც მოიცავს ისეთი ხარვეზების დაფიქსირებას, როგორებიცაა ნადების მოკიდება, აირის შეწოვა, ელექტროდების გაუმართავი მუშაობა, ნაწილობრივ შევსებული მილები და სხვა პრობლემები. ამ ყველაფერს მოწყობილობები იქამდე აფიქსირებს, სანამ ისინი გაზომვის პროცესს შეუშლიან ხელს. 
  • ადგილზე ვერიფიკაციას სენსორისა და ელექტრონიკის გამართული მუშაობის შესამოწმებლად, მრიცხველის მოხსნის გარეშე. ეს რაც კალიბრაციის ინტერვალების გახანგრძლივებასა და რეგულაციებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს; 
  • ციფრულ ინტეგრაციას – SCADA სისტემაში მიღებულ მონაცემებზე დაფუძნებით ხელსაწყოების საჭიროებისამებრ მოვლის დაგეგმვისთვის; 

ეს ყველაფერი შედეგად გაძლევთ ხარვეზების სწრაფად აღმოფხვრის შესაძლებლობას, რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და ხარისხიან წყლის სისტემებს. 

დამატებით, ნაკადის მრიცხველების სიზუსტე გეხმარებათ: 

  • ქიმიური მინარევებისა და ენერგიის ოპტიმიზაციაში, რადგან უზუსტო მაღალი მაჩვენებელი კოაგულანტების ზედოზირებას გამოიწვევს, რეალურზე დაბალი კი – დეზინფექციის ნივთიერებების ნაკლებობას სითხეებში.  
  • რეგულაციებთან შესაბამისობაში, რადგან სითხეების ჩაღვრის ნებართვისთვის ნაკადის მაჩვენებლები მოექცეს შესაბამის ჩარჩოებში; 
  • დანაკარგის კონტროლში, რადგან ზუსტი გაზომვები გაჟონვის დროულ დაფიქსირებას უზრუნველყოფს. 

აღსანიშნავია, რომ KROHNE-ს მსოფლიოში კალიბრაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის საწარმო აქვს, კომპანიის მრიცხველები კი უკვე დაკალიბრებული ჩამოდის და დამატებით მომსახურებას ამ მიმართულებით არ საჭიროებს.  

დამატებით, კომპანიის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ვიდეომასალა მოწყობილობების ინსტალაციის, სტანდარტების, პარამეტრების შეცვლისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების შესახებ, რაც მომხმარებელს მნიშვნელოვნად უმარტივებს საქმეს. 

რაც შეეხება “დაკალიბრება”-ვერიფიკაციას, ამის ოფიციალური ინსტრუმენტი საქართველოში მხოლოდ VORTEX Water Engineering-ს აქვს, რომელიც KROHNE-ს ქვეყანაში 2019 წლიდან წარმოადგენს და მას შემდეგ კომპანიასთან თანამშრომლობით არაერთი სხვადასხვა ზომის პროექტი განახორციელა. 

საბოლოოდ, თუ თქვენთვის ხარისხი და რეგულაციებთან შესაბამისობა მნიშვნელოვანია, KROHNE-ს უკონკურენტო ნაკადის მრიცხველები ამ ყველაფრის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ და დაბრკოლებების წინასწარ აღმოფხვრასაც უზრუნველყოფს, რაც დამატებით ბევრ დროსა და ხარჯებს დაგაზოგვინებთ.