Gardabani Power Plant 2

Gardabani TPP 2: HACH-ის მოწყობილობებზე პროფილაქტიკური მომსახურებების გაწევა

2025 წლის აგვისტოში შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს გავუწიეთ პროფილაქტიკური მომსახურება HACH-ის ფირმის ლაბორატორიულ მოწყობილობებზე.

აღნიშნული მოიცავს DR6000 სპექტროფოტომეტრისა და TU5200 სიმღვრივის მზომის სრულ დიაგნოსტიკას, მოწყობილობების ყველა ცვეთადი ნაწილის გამოცვლას და ოპტიკური ნაწილისა და სხივის გზის გასუფთავებას. დამატებით, უზრუნველვყავით მოწყობილობების დაკალიბრება და ვერიფიკაცია.