კატეგორია: Uncategorized
გერმანული „ოქროს სტანდარტი“ ჩამდინარე წყლების მართვაში: კანონი, ტექნოლოგია და პრაქტიკა
ჩამდინარე წყლების დამუშავების გერმანული კანონმდებლობა აღიარებულია გლობალურად და ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და ტექნიკურად მოწინავე სისტემად ითვლება. იგი ორ ძირითად დონედ არის სტრუქტურირებული: საკანონმდებლო საფუძველი გერმანული მიდგომის უნიკალურობა “თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების (Stand der Technik)” პრინციპში მდგომარეობს. ეს ნიშნავს, რომ კანონი მოითხოვს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებას. ეს სისტემა სამ დონეზე მუშაობს: I. კანონმდებლობა WHG წყლის რესურსების მართვის ფედერალური კანონი […]
როგორ დაამარცხა კეიპტაუნმა წყლის კრიზისი
2018 წელს კეიპტაუნში ნულოვანი დღე უნდა დამდგარიყო – დრო, როდესაც თანამედროვე ისტორიაში პირველად, ქალაქის წყლის მარაგი სრულად ამოიწურებოდა და 4 მილიონზე მეტი ადამიანი უწყლოდ დარჩებოდა. თუმცა, ქალაქი კაპიტულაციის ნაცვლად უპრეცედენტო მობილიზაციით დაუპირისპირდა კატასტროფას. კეიპტაუნის მთავრობამ საინფორმაციო კამპანიებით, ტარიფების ცვლილებით თუ საინჟინრო გადაწყვეტების ინტეგრირებით მოახერხა ის, რომ მრავალი სირთულის და წინააღმდეგობების მიუხედავად ქალაქი წყლის რიგებში დგომას […]
საერთაშორისო და გერმანული სტანდარტების გზამკვლევი წყლის ნაკადის, ანალიტიკისა და ხარისხის საზომი მოწყობილობების მწარმოებლებისთვის
შესავალი ახალი წყლის კანონი საქართველოში 2026 წლის სექტემბრიდან შედის ძალაში, რომელიც საფუძველს უყრის ქვეყნის წყლის პოლიტიკის ჰარმონიზაციას საუკეთესო საერთაშორისო და ევროკავშირის პრაქტიკებთან. კანონპროექტის აღსრულება პირდაპირაა დამოკიდებული იმ ტექნიკურ რეგლამენტებზე, რომლებიც I სექტემბრამდე უნდა ამუშავდეს და რომლებიც ასევე შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკებთან. ახალი კანონი შეეხება: ახალი წყლის კანონი მოიცავს მრავლობით სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს, რაზე დაფუძნებითაც […]
ევროკავშირში სასმელ წყალში PFAS-ის მონიტორინგი სავალდებულო გახდა
ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 12 იანვრიდან ევროკავშირის სასმელი წყლის განახლებული დირექტივის საფუძველზე (Directive (EU) 2020/2184), ძალაში შევიდა PFAS-ის მონიტორინგი სასმელ წყალში. PFAS-ები- პერ- და პოლიფტორალკილური ნივთიერებები ხელოვნური ქიმიური ნაერთების ჯგუფია, რომლებიც წყლის, ცხიმისა და ლაქებისადმი მდგრადობის გამო გამოიყენება ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა სამზარეულოს ტაფები, წყალგამძლე ტანსაცმელი და ხანძარსაწინააღმდეგო ქაფები. ეს ნაერთები ბუნებრივად არ იშლება […]
როგორ უზრუნველვყოთ ზუსტი წყლის აღრიცხვა და დავიცვათ მონაცემები გაყალბებისგან
2026 წლის სექტემბრიდან ზედაპირული ობიექტიდან დღე-ღამეში 15 მ3-ზე მეტი წყალაღება ჩაითვლება წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად, რისთვისაც კომპანიები ვალდებულნი ხდებიან, მოიპოვონ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა. წყლის რესურსების ახლებური კონტროლი ბიზნესებს ახალი ვალდებულებების წინაშე აყენებს, თუმცა სახელმწიფოსთვისაც ქმნის გარკვეულ გამოწვევას – უზრუნველყოს მაღალი სიზუსტის გაზომვა ისეთი მოწყობილობებით, რომელთა გადაკალიბრება და მონაცემების გაყალბება თითქმის შეუძლებელი იქნება. ამ ბლოგში მოგიყვებით წყლის ნაკადის ასეთ მრიცხველებზე. KROHNE WATERFLUX 3070 – მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელების წყლის ნაკადის აღრიცხვის ოქროს სტანდარტი KROHNE-ის ელექტრომაგნიტური […]
როგორ იცვლება საქართველოში წყლის რესურსების მართვა: ძველი და ახალი კანონების შედარება
2026 წლის სექტემბრიდან საქართველოში წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, 1997 წელს მიღებული კანონი „წყლის შესახებ“ კი ძალადაკარგულად გამოცხადდება. ახალი კანონპროექტი, რომელიც წყლის რესურსების დაცვას და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, საქართველოს წყლის მართვის პოლიტიკას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან აახლოებს და შესაბამისობაშია ევროკავშირში დანერგილ პრინციპებთან. ამ ბლოგში განვიხილავთ, რა განსხვავებაა 1997 წლის „წყლის კანონსა“ და ახალ კანონს შორის. წყლის სააუზო მართვა 1997 წლის „წყლის კანონისგან“ განსხვავებით, რომელიც წყლის […]
წყლის ხარისხის კონტროლი უმაღლესი სიზუსტით – HACH-ის სპექტროფოტომეტრები
წყლის ანალიტიკის მსოფლიო ლიდერის – HACH აწარმოებს ტესტირების რეაგენტებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, მათ შორის სპექტროფოტომეტრებს. ეს მოწყობილობები სინათლის გატარების მაჩვენებლით ზუსტად ზომავენ ნიმუშში ნივთიერებების კონცენტრაციას და წყლის ხარისხის უმაღლესი სიზუსტით კონტროლს უზრუნველყოფენ. HACH-ის სპექტროფოტომეტრები აერთიანებენ წყლის ანალიზის მრავალ მეთოდს, ჩაშენებულ შეცდომებისგან დაცვას და პორტატულ და ლაბორატორიულ გადაწყვეტებს ნებისმიერი გამოყენებისა და ბიუჯეტისთვის. მოწყობილობები გამოიყენება ჩამდინარე, […]
ლამის დამუშავების საუკეთესო პრაქტიკები – რას გთავაზობთ Nijhuis Saur Industries
საქართველოში ჩამდინარე წყლების მართვის დროს ხშირად უგულებელყოფენ ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს – ლამის დამუშავებას, რომლის არაეფექტიანად შესრულება გარემოსდაცვით რისკებს უკავშირდება. ამავდროულად, არსებობს თანამედროვე, მოდულარული გადაწყვეტები, რომლებიც რეალისტურს ხდის უსაფრთხო, ცირკულარული სისტემის შექმნას ლამის დასამუშავებლად. ნიდერლანდური კომპანია Nijhuis Saur Industries (NSI) გთავაზობთ ინოვაციურ და ხარჯთეფექტიან გადაწყვეტებს, რომლებიც ლამის დამუშავების პროცესის ყველა ეტაპის ოპტიმიზაციისთვისაა შექმნილი – გასქელებიდან […]
ნაკადის გაზომვის სიზუსტე: რატომ უნდა აირჩიოთ KROHNE
წყლის სისტემების ყველა ინდუსტრიაში, იქნება ეს სურსათისა და სასმელების, ქიმიური ნივთიერებების, ნავთობისა და ბუნებრივი აირის თუ ენერგიის წარმოება, ნაკადის გაზომვის სიზუსტე არაერთ ფაქტორზე აისახება. მათ შორისაა ხარჯები, მონაცემების შესაბამისობა, უსაფრთხოება, საბოლოო პროდუქტის ხარისხი და ა.შ. გერმანული კომპანია KROHNE, რომელიც სითხეებისა და აირების ფიზიკური პარამეტრების საზომ ინსტრუმენტებს აწარმოებს, უმაღლესი სიზუსტით გამოირჩევა. ეს კარგად ჩანს კომპანიის სლოგანში […]
Წყლის ხარისხის კონტროლი რეალურ დროში – დისტანციური მონიტორინგის შესაძლებლობებ
საქართველოში სასმელი წყლის უსაფრთხოება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ადგილობრივი ტექნიკური რეგლამენტი მკაცრად განსაზღვრავს წყლის ხარისხის სტანდარტებს, თუმცა მათი დაცვა მხოლოდ პერიოდული ლაბორატორიული ანალიზებით რთულია. ამასთანავე, წყლის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიები წყლის პარამეტრების რეალურ დროში გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ამ ბლოგში მოგიყვებით, როგორ მუშაობს წყლის ხარისხის დისტანციური მონიტორინგი და ამ მიმართულებით ინდუსტრიის საუკეთესო მოწყობილობებს – HACH-ის ინსტრუმენტებს […]