
Radisson Collection Tsinandali: წყლის დამუშავების სისტემის დანერგვა
Radisson Collection Tsinandali-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, წინანდალში, Radisson Collection სასტუმროსთვის დავამონტაჟეთ და ექსპლუატაციაში გავუშვით წყლის დამუშავების სისტემა. მისი ექსპლუატაციაში გაშვებისას ყველა ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრი სრულად შეესაბამებოდა მოთხოვნილ პარამეტრებს.
სისტემა შედგება მექანიკური და ნახშირის ფილტრებით დამუშავების ხელსაწყოებისგან, რის შემდეგაც იგი უზრუნველყოფს წყლის დარბილებას და უკუოსმოსს. აღნიშნულის შედეგად ხდება წყლის რემინერალიზაცია.