Group Cobra

ინფრასტრუქტურულ-სამშენებლო მსოფლიო გიგანტს, 1944 წელს დაარსებულ ესპანურ კომპანია COBRA Group-ს, VORTEX-ის ინჟინრებმა მიაწოდეს სრული საინჟინრო მომსახურება, მარტვილში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაში მყოფ წყლის სადგურში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. VORTEX -ის ტექნიკური დავალება იყო მრავალმხრივი – 1. მოეძებნა მეთოდი შემომავალ წყალში სიმღვრივის განსაზღვრის, რაც ვერ ხერხდებოდა სადგურის აშენებიდან მოყოლებული სამი წლის განმავლობაში; 2. დაეპროგრამებინა PLC კონტროლერი ისე, რომ წყლის დაბალი სიმღვრივის პირობებში (>5 NTU) წყალი წასულიყო ფოთის წყალმომარაგების სადგურში, ფილტრების გავლით, ხოლო წყლის მაღალი სიმღვრივის შემთხევაში (>5 NTU) წყალი წასულიყო გადაღვრაზე მდინარეში. 3. მოეხდინა სადგურზე არსებული წყლის ფილტრების ამუშავება ავტომატურ რეჟიმში და პარამეტრების განსაზღვრა – გასწორება. კომპანია VORTEX -ის მიერ შემუშავებული წარმატებული ინჟინრული გადაწყვეტილებები: 1. VORTEX -ის ინჟინრებმა მიაკვლიეს მიზეზს, თუ რატომ ვერ ხდებოდა წყლის სიმღვრივის სწორი განსაზღვრა, შეიმუშავეს მეთოდი შემომავალი წყლის ფიზიკური მახასიათებლების შესაცვლელად, იმ კონდიციამდე საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა სიმღვრივის სწორი განსაზღვრა. 2. დააპროგრამეს ელექტრო კაბინეტში არსებული PLC კონტროლერი მითითებული სამუშაო რეჟიმების შესაბამისად. 3. აამუშავეს სადგურზე არსებული წყლის ფილტრები, დააპროგრამეს ახალი პარამეტრებით. დღეისთვის მარტვილის წყლის სადგური მუშაობს 100 პროცენტიან ავტომატურ რეჟიმში, ხდება სიმღვრივის ავტომატური განსაზღვრა, და აქედან გამომდინარე წყლის გაგზავნა ფოთის წყლის სადგურში მოხმარებისთვის, ან მაღალი სიმღვრივის შემთხვევაში მისი გადაღვრა მდინარეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *