
როუდ ქონსთრაქშენი: ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემის დიზაინი
შპს „როუდ ქონსთრაქშენთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2022 წელს კომპანიას გერმანული ATB Water-ის 15 ბიოლოგიური გამწმენდი სადგურის დიზაინი მივაწოდეთ. VORTEX-ის ტექნიკურმა გუნდმა დააპროექტა და დაამონტაჟა აღნიშნული სადგურები. ხელშეკრულება ასევე მოიცავს სადგურების გამართული მუშაობის 2 წლიან გარანტიას და 10 წლიან სერვისს, რაც მომსახურების მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს.