
Coca Cola: წყლის ფილტრაცია-გაუსნებოვნების სისტემების განთავსება
2022 წელს Coca Cola-ს ახალ საწარმოში, ნატახტარში, ჩვენმა ტექნიკურმა გუნდმა წყლის გაუსნებოვნების სისტემის დიზაინი და ინსტალაცია განახორციელა. ქლორის დოზირება ხდება კონტროლირებად რეჟიმში, წყლის ნაკადიდან გამომდინარე, რაც მრიცხველებით კონტროლდება. ამასთან ერთად, ბოთლის წყლის ხაზისთვის დავამონტაჟეთ ახალი მექანიკური ფილტრები ფილტრაციის სამი სხვადასხვა მიკრონაჟით. პროექტის მიზანი წყლის მიკრობიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმღვრივის შემცირება იყო.