
FAO: მრავალპარამეტრიანი სისტემების დანერგვა წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის - „საქართველოს სურსათის უსაფრთხოებისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული სექტორის ხელშეწყობა“ ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში VORTEX Water Engineering-მა გაიმარჯვა.
ტენდერი ოქსიმეტრების (მრავალპარამეტრიანი საზომი ხელსაწყოების), MPN მეთოდით სრული კოლიფორმის განმსაზღვრელი საერთო ნაკრების, ასევე წყლის ხარისხის პარამეტრების საზომი და ბაქტერიული დაბინძურების მაიდენტიფიცირებელი ხელსაწყოების მიწოდებას ითვალისწინებდა. VORTEX-ის მიერ მიწოდებულ ტექნიკას შორის იყო MPN მეთოდზე დაფუძნებული HACH-ის კოლიფორმისა და კოლი-ბაქტერიის ფილტრაციის ნაკრები, HACH-ის პორტატიული ინკუბატორი და ინკუბატორისთვის საჭირო სინჯარების სადგამი.
პროექტის მიზანი მტკნარი წყლის მეთევზეებისთვის საჭირო ხელსაწყოების შეძენა იყო, რაც საქართველოში წყლის ხარისხის კონტროლსა და სუფთა საკვების წარმოებას შეუწყობს ხელს.