Group Cobra

Group Cobra: სიმღვრივის მართვის სისტემის განთავსება

1944 წელს დაარსებულ ინფრასტრუქტურულ-სამშენებლო მსოფლიო გიგანტთან, Group Cobra-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანურ კომპანიას მარტვილში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის სადგურში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, სრული საინჟინრო მომსახურება გავუწიეთ. ჩვენმა სპეციალისტებმა მოამზადეს წყლის ანალიტიკის სისტემის დიზაინი, შემდეგ კი დაამონტაჟეს და ექსპლუატაციაში გაუშვეს იგი. ჩვენი ტექნიკური დავალება მრავალმხრივი იყო:
  1. უნდა მოგვეძებნა შემომავალ წყალში სიმღვრივის განსაზღვრის მეთოდი, რაც სადგურის აშენების დღიდან ვერ ხერხდებოდა; ამ პრობლემის გადასაჭრელად, შევიმუშავეთ მეთოდი შემომავალი წყლის ფიზიკური მახასიათებლების შესაცვლელად იმ მდგომარეობამდე, საიდანაც წყლის სიმღვრივის სწორი განსაზღვრა იქნებოდა შესაძლებელი.
  2. PLC კონტროლერი ისე უნდა დაგვეპროგრამებინა, რომ დაბალი სიმღვრივის პირობებში (<5 NTU) წყალი ფოთის წყალმომარაგების სადგურისკენ გადამისამართებულიყო, მაღალი სიმღვრივის შემთხვევაში (>5 NTU) კი – მდინარისკენ; ჩვენმა გუნდმა აღნიშნულ დავალებასაც წარმატებით გაართვა თავი.
  3. საჭირო იყო სადგურზე არსებული წყლის ფილტრების ამუშავება ავტომატურ რეჟიმში და პარამეტრების განსაზღვრა – გასწორება. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, წყლის ფილტრები ახალი პარამეტრებით დავაპროგრამეთ.
დღეს მარტვილის წყლის სადგური სრულად ავტომატურ რეჟიმში მუშაობს, ავტომატურად განისაზღვრება წყლის სიმღვრივე და, შესაბამისად, წყალი ან ფოთის წყლის სადგურის მიმართულებით მიედინება, ან მდინარეში ჩაიღვრება.