RMG Copper

RMG Copper: წყლის ფილტრის მიწოდება და შემდგომი მომსახურება

2022 წელს სს „RMG Copper”-ის ბიოლოგიური გამწმენდი სადგურის აუდიტი განვახორციელეთ და, Nijhuis Sour Industries-ის ექსპერტებთან თანამშრომლობით, კომპანიისთვის სისტემის გაუმჯობესების შეთავაზების ტექნიკური დოკუმენტი მოვამზადეთ.

2023 წლის დეკემბერში RMG Copper-ის საწარმოო და მიმდებარე ტერიტორიაზე, Nijhuis Water Technology-ის მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, ჩვენმა გუნდმა მოამზადა ტექნიკური დავალება სანიაღვრე და კარიერული წყლების მართვის კონცეფციისთვის. მომსახურება ასევე ითვალისწინებდა საწარმოო პროცესების წინასწარ კვლევას, წყლების მიმოქცევისა და სანიაღვრე წყლების გაწმენდის პროცესების ვერსიების განხილვას, არსებული მოწყობილობების მოდერნიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე კონსულტაციის გაწევას, ობიექტზე შემდგომი კომპლექსური აუდიტის დაგეგმვას და ა.შ.

2024 წლის თებერვალში, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას ფრანგული Veolia-ის ბრენდის ავტომატური თვითგაწმენდის ფილტრები, HACH-ის რეაგენტები და KROHNE-ის წყლის დონის საზომი მოწყობილობები მივაწოდეთ. დამატებით, VORTEX-ის ტექნიკურმა გუნდმა პროექტის ფარგლებში დაამონტაჟა და ექსპლუატაციაში გაუშვა Veolia-ს ფილტრები. თანამშრომლობის მიზანი ტექნიკური წყლის მინარევებისგან და მყარი ნაწილაკებისგან გაწმენდა იყო.