Siemens Energy

Siemens Energy Global: ახალი ლაბორატორიის მოწყობა

Siemens Energy Global-თან თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ საკუთარი ახალი პროექტისთვის, სომხეთში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგურის წყლის ანალიზის ლაბორატორიის მოსაწყობად შეგვარჩია.

ლაბორატორია ახალ თბოელექტროსადგურში დასამუშავებელი და დამუშავებული წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლის მიზნით მოეწყო. იგი HACH-ისა და სხვა გერმანულ-ავსტრიული ლიდერი ბრენდების მოწყობილობებით აღვჭურვეთ, რომელთა საშუალებით ტექნიკურ და ჩამდინარე წყლებში 500-მდე სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრაა შესაძლებელი.

ჩვენს მიერ მიწოდებულ მოწყობილობებს შორისაა სპექტროფოტომეტრი, ელექტროქიმიური ანალიზატორები, სიმღვრივის მზომები და სხვა.