
SUEZ: ლაბორატორიის გადაიარაღება
2022 წელს ფრანგულ კომპანია SUEZ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. კომპანია წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების მართვის სექტორში ოპერირებს. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, VORTEX Water Engineering რეგიონში SUEZ-ის ფილიალების ლაბორატორიული მოწყობილობების მომარაგებას უზრუნველყოფს.
2023 წელს SUEZ-თან და SAS-Azerbaijan Branch-თან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა უზრუნველყო აზერბაიჯანში SUEZ-ის წყლის ანალიტიკის ლაბორატორიის გადაიარაღება. ამისთვის კომპანიას მივაწოდეთ გერმანულ-ამერიკული წყლის სისტემების ანალიტიკის მსოფლიო ბაზრის უპირობო ლიდერის – HACH-ის წარმოების მოწყობილობები.