EBA Logo

VORTEX Water Engineering ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

VORTEX Water Engineering ევროპის ბიზნეს ასოციაციის – EBA-ის წევრი გახდა. EBA წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ევროპასა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ასოციაციას საქართველოს ბიზნეს ქსელში ერთ-ერთი წამყვანი როლი უჭირავს.

EBA-ის დღეს 100-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სექტორში მომუშავე კომპანიების სახით, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ასოციაცია თავისი წევრების ინტერესებს წარმოადგენს და პროაქტიულადაა ჩართული ღია და ხელმისაწვდომი ინვესტირებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის საქმეში. EBA-ის წევრობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის.