tsinandali

Radisson Collection: წყლის დამუშავება

თარიღი: 2019 წელი

შესრულებული პროექტი: ჭაბურღილის წყლის დამუშავების სისტემის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება, კომპანია MEPPERS-ის დაკვეთით.

პროექტის მიზანი: არსებული ტექნოლოგიური სქემის მიხედვით სისტემის კომპონენტების ინტეგრაცია და შემდგომი ექსპლუატაციაში გაშვება.

პროექტის დეტალები: სისტემა შედგება მექანიკური და ნახშირის ფილტრებით დამუშავებისგან, რასაც მოჰყვება წყლის დამარბილებელი და უკუოსმოსი, ხოლო ამის შემდგომ ხდება წყლის რემინერალიზაცია, მჟავიანობის გასანეიტრალებლად და სასმელი წყლისთვის აუცილებელი რაოდენობის მინერალების დასამატებლად.

ჩვენი მომხმარებლები

სიახლეები

Pepsico

PEPSICO: წყლის დარბილება

მიმდინარე პროექტი: ავტომატური დარბილების სისტემის მიწოდება, რომელიც ახდენს წყალში მინერალებისა და სიხისტის მოცილებას. ფილტრების რეგენერაცია ხდება მარილით, პერიოდული უკურეცხვის მეთოდით. პროექტის მიზანია მინერალებისაგან გამოთავისუფლებული წყლის მიღება.

RMG

RMG: ბიოლოგიური გამწმენდი

მიმდინარე პროექტი: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მოწყობა, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება ATB Water GmbH-ის მიერ წარმოებული AQUAMAX® სისტემის გამოყენებით.

RUSTAVI AZOT

RUSTAVI AZOT: წყლის ხარჯმზომი

მიმდინარე პროექტი: პორტატული ულტრაბგერითი ხარჯმზომის მიწოდება, მაგნიტებიანი სენსორებით DN 50-დან 1500 მდე, რომელიც გამოიყენება წყლის ნაკადის მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიზისათვის.