
პროდუქტები და სერვისები
წყლის დამუშავება
კორპორაცია AO Smith დაარსებულია 1874 წელს, ამერიკაში, მილუოკის შტატში. დღეს AO Smith წარმოადგენს სასმელი და ტექნიკური წყლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას მსოფლიოში. მისი პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. AO Smith აწარმოებს წყლის დამუშავების თითქმის ყველა არსებულ ტექნოლოგიას – ქვიშის, ნახშირის, მულტიმედია ფილტრებს, წყლის დამარბილებლებს, ულტრაფილტრაციისა და უკუოსმოსის სისტემებს, ულტრაიისფერი დასხივების სისტემებს.
2022 წელს AO Smith-მა გააფორმა ხელშეკრულება კომპანია VORTEX Water Engineering-თან საქართველოში მისი წარმომადგენლობის შესახებ.


დამარბილებლები

უკუოსმოსი

ულტრაფილტრაცია

ფილტრაციის სისტემები

დეზინფექციის სისტემები
ინდუსტრიული ჩამდინარე წყლები
Nijhuis Saur Industries 118 წლის წინ ჰოლანდიაში დაარსდა. კომპანიის პირველადი საქმიანობა იყო სხვადასხვა მოწყობილობების შეკეთება ტექსტილისა და რძის წარმოების ინდუსტრიებისთვის. 1977 წლისთვის Nijhuis -ს ჰქონდა სამი დივიზია – სატუმბი სისტემები, სასაკლაო ინდუსტრიის მოწყობილობები და ჩამდინარე წყლების დამუშავება. დროსთან ერთად, მიღწეულმა წარმატებებმა ჩამდინარე წყლების დამუშავების მიმართულებით, რაც გამოიხატებოდა მრავალ წარმატებით შესრულებულ პროექტში, ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს შეძენასა და მრავალ დაპატენტებულ ტექნოლოგიაში, კომპანიის მენეჯმენტს გადააწყვეტინა, მოეხდინა კონცენტრირება ამ უკანასკნელ საქმიანობაზე. Nijhuis იყო ერთერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო DAF (dissolved air flotation) და Lamella separator -ების გამოყენება ჩამდინარე წყლების წმენდის პროცესში.
Nijhuis Saur Industries-ს საქართველოში 2022 წლიდან წარმოადგენს კომპანია VORTEX Water Engineering.

ფლოკულატორები

ფლოტაციის სისტემები

აერობული წმენდა

ანაერობული წმენდა

წყლის რეცირკულაცია

რესურსების აღდგენა
კომერციული ჩამდინარე წყლები
ATB Water GmbH-ის ჩამდინარე წყლის გამწმენდი სისტემები მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ დანადგარებს წარმოადგენს. 100,000-ზე მეტი სისტემის გაყიდვით ATB უკონკურენტო ლიდერია გერმანიაში. 1999 წელს, მცირე გერმანული კომპანიის – “Abwassertechnik Baumann” – დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ტექნიკურად გაემარტივებინათ ჩამდინარე წყლების სისტემები და ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ. ამ წელსვე მათ შექმნეს ახალი თაობის ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემა AQUAMAX®, რომელიც დამყარებულია SBR ტექნოლოგიაზე. ტესტირების პერიოდის გავლის შემდგომ, AQUAMAX®-მა მიიღო ტექნიკური ნებართვა გერმანულ ბაზარზე რეალიზაციისთვის – (No. Z-55.3-53 (DIN 4261). ამით დაიწყო ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის ისტორია. დღეს AQUAMAX® არის ტექნიკური სტანდარტი არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სრულიად ევროპაში.

AQUAMAX® Pro G

AQUAMAX® Pro XL

AQUAMAX® Pro XXL

კომპონენტები გამწმენდი ნაგებობებისთვის

ლამის დამუშავება

AQUAMAX ® PRO CUBE
ნაკადის გაზომვა
ლუდვიგ კრონეს მიერ გერმანიაში, დუისბურგში, 1921 წელს დაარსების დღიდან, KROHNE აწარმოებს სითხეებისა და აირების ფიზიკური პარამეტრების გაზომვის ინსტრუმენტებს.
საუკუნის განმავლობაში KROHNE ავითარებდა ტექნოლოგიებს პერმანენტული ინოვაციების დანერგვით. დღეს KROHNE ასაქმებს 4000-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 10% არის R&D მუშაკი, რაც კიდევ უფრო ავითარებს გაზომვის ტექნოლოგიებს. სწორად ამ მუდმივი გამოგონებისა და განვითარების სისტემის დამსახურებაა ის, რომ KROHNE არის ერთ–ერთი პირველი კომპანია, რომელიც საფუძველს უყრის "ჭკვიანი საგნების" ინტერნეტ ტექნოლოგიებს (IoT) პროცესების ინდუსტრიაში. KROHNE–ს მიერ მიღწეული გერმანული სიზუსტე კარგად გამოიხატება მის სლოგანში – "გაზომე ფაქტები".
2021 წელს, KROHNE უკვე ოფიციალურად შემოვიდა საქართველოს ბაზარზე პროდუქციის სრული ჩამონათვალით და ასევე სრული ტექნიკური მომსახურებით. ამისთვის მათ შეარჩიეს ქართული წყლისა და ჩამდინარე წყლების საინჟინრო კომპანია VORTEX Water Engineering.

ელექტრომაგნიტური მრიცხველები

ცვლადი ფართობის მრიცხველები

ულტრაბგერითი მრიცხველები

კორიოლისის მასის ნაკადის მრიცხველები

მორევის ტექნოლოგიის მრიცხველები

დონის, წნევისა და ტემპერატურის გაზომვა
სატუმბი სისტემები
Pentair-ის მულტინაციონალურ ჯგუფში, Sta-Rite® და Jung Pumpen GmbH იკავებენ გამორჩეულ ადგილს. Sta-Rite დაარსდა 1934 წელს ამერიკაში, ვისკონსინის შტატში და დღეს წარმოდგენილია მსოფლიოს 100 – ზე მეტ ქვეყანაში. ადრეულ წლებში მისი წარმატება განაპირობა ტურბინული და ცენტრიფუგული ტუმბოების შეუდარებელმა ხარისხმა, რაც იქცა საწინდრად კომპანიის საერთაშორისო წარმატების. დღეს Sta-Rite არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი. Jung Pumpen – ის არსებობის ისტორია სცილდება 90 წელს. მისი სპეციალიზაცია არის ჩასაძირი ტუმბოების წარმოება, Sta-Rite-ის მსგავსად ისიც წარმოადგენს ხარისხით და გაყიდვების რაოდენობით მსოფლიო ლიდერს და ისიც ამავე დროს არის Pentair-ის ბიზნეს ჯგუფის განუყოფელი ნაწილი. Pentair აქტიურად მუშაობს წყლის ტუმბოების ტექნოლოგიებში არსებული ტექნიკური სირთულეების გადაჭრაზე და მუდმივად გვთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. 2011 წელს Pentair-მა ულტრაფილტრაციისა და მიკროფილტრაციის მემბრანების კომპანია X-Flow შეისყიდა, რომელიც სასმელი და ჩამდინარე წყლების ფილტრაციის თანამედროვე სისტემებს ავითარებს კომპანია ინჟინრული სიზუსტითა და ფართო გამოყენების სპექტრით გამოირჩევა, რაც მას წყლის სისუფთავის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე სანდო პარტნიორად აქცევს.
2020 წელს Pentair-მა გააფართოვა თავისი საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში კომპანია VORTEX Water Engineering-თან პარტნიორობით.

ტუმბოები

საკანალიზაციო სატუმბი სადგურები

წყლის მარაგის ტუმბოები

წყალარინების ტუმბოები

AQUAFLEX

CROSSFLOW MBR
წყლის ანალიტიკა
1933 წელს დაწყებული ინოვაციების სერიით HACH-მა წყლის ანალიტიკის რევოლუცია მოახდინა, გარდაქმნა იგი უფრო სწრაფ, მარტივ და ეკოლოგიურად სუფთა პროცესად. HACH-ის დამსახურებით წყლის ანალიზის რეზულტატები გახდა სანდო. 85 წელია, რაც კომპანიის ინსტრუმენტების და რეაგენტების ფართო სპექტრი აფართოებს კაცობრიობის ცოდნას წყლის ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიტიკის გამარტივებით. HACH-ის პროდუქცია გამოიყენება თითქმის ყველა ქვეყანაში, დაწყებული მუნიციპალური მომხმარებლებით, დასრულებული კერძო კომპანიებით საკვები და სასმელი პროდუქციის წარმოებებში, ენერგეტიკაში, ლაბორატორიებში და ა.შ. 2019 წელს, HACH-მა მოიცვა სამხრეთ კავკასია (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) პროდუქციის სრული ჩამონათვალით და ასევე სრული ტექნიკური მომსახურებით. ამისთვის HACH-მა შეარჩია წყლის და ჩამდინარე წყლების საინჟინრო ქართული კომპანია VORTEX Water Engineering.

სპექტროფოტომეტრები

სიმღვრივის მზომები

ელექტროქიმიური ანალიზატორები

კონტროლერები

ქლორის ანალიზატორები

რეაგენტები და სტანდარტები
ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები
In-Situ Inc. არის ამერიკული, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ინსტრუმენტების წამყვანი მწარმოებელი. 1976 წლიდან In-Situ ქმნის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ წყლის ანალიტიკის გადაწყვეტებს, მათი შექმნილია ინსტრუმენტი Aqua TROLL 500 და წლების შემდეგ, სწორად In-Situ-მ შექმა გარემოს მონიტორინგის პირველი ინდუსტრიული მობილური აპლიკაცია. In-Situ ცნობილია მაღალი სიზუსტის წყლის ანალიტიკის ინსტრუმენტებით, ხარისხისა და ნაკადის მართვის სისტემებით და ახლა უკვე წყლის ხარისხის მონაცემების დისტანციური წვდომის სხვადასხვა აპლიკაციებით, როგორც მობილური ტელეფონისთვის, ასევე კომპიუტერებისთვის.
In-Situ-ს მონიტორინგის მოწყობილობები და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმები ქმნიან ერთობლივ სისტემას, რომლის საშუალებითაც მარტივი ხდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მონაცემების შეგროვება, ანალიტიკა და მართვა. საქართველოში In-Situ-ს პროდუქცია და მომსახურებები წარმოდგენილია კომპანია VORTEX Water Engineering-ის მიერ.

წყლის ხარისხის საზომი მოწყობილობები

დისტანციური მონიტორინგის ხელსაწყოები

Water Level Monitoring

კონტროლერები

ნაკადის მონიტორინგი

დისტანციური მონიტორინგის პლატფორმა
დიზაინი და მონტაჟი

ჩვენი საქმიანობა იწყება წყლის დამუშავებისა და ანალიტიკის სისტემების დიზაინით და სრულდება გეგმიური მომსახურებით. მთელს ამ პროცესში ვხელმძღვანელობთ მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების ჩართულობით და მათი ინსტრუქციების შესაბამისად. დიზაინის ფაზაზე ხდება მონაცემების მობილიზება მომხმარებლებისგან ან ჩვენივე ინსტრუმენტების გამოყენებით, ანალიზის საფუძველზე მზადდება წინასწარი დიზაინი, მომხმარებლებთან შეთანხმებით და მათი საჭიროებების გათვალისწინებით დგება საბოლოო დიზაინი. შემდგომ ვახდენთ სისტემისთვის საჭირო მოწყობილობების მომარაგებას, ინსტალაციას და ექსპლუატაციაში გაშვებას. პერიოდულად, მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, პროცესის ყველა ეტაპს ასრულებენ მოწყობილობების და სისტემების მწარმოებელი კომპანიის ტექნიკოსები.
დაკალიბრება, ვერიფიკაცია, შეკეთება

ჩვენ მიერ მიწოდებულ ყველა მოწყობილობაზე ვახორციელებთ დაკალიბრების, ვერიფიკაციის და შეკეთების მომსახურებებს, მწარმოებელი კომპანიების მიერ ავტორიზებული პროცესების შესაბამისად და მათივე სერტიფიცირებით. მომსახურება ხორციელდება წყლის ანალიტიკის ლაბორატორიულ და ონლაინ გაზომვის სისტემებზე, ასევე წყლის მრიცხველებზე.
KROHNE-ს მრიცხველების სრული მომსახურება – მრიცხველების ექსპლუატაციაში გაშვებისას ხდება მათი ფუნქციების ვერიფიკაცია 0, 1, 2 დონეებზე. ვერიფიკაციის პროცედურა შეესაბამება IEC 61508/61511 სტანდარტს, ხოლო უშუალოდ ვერიფიკაციის პროცესისთვის ვიყენებთ KROHNE-ს ინსტრუმენტს, OPTICHECK Master.
აგრეთვე, HACH-ის წარმოების ლაბორატორიული და ონლაინ გაზომვის სისტემების დაკალიბრება-ვერიფიკაციისთვის ვმოქმედებთ მწარმოებლის მიერ გაწერილი პროცედურის შესაბამისად, შესაბამისი ხელსაწყოებით, რისი საშუალებითაც ხდება მოწყობილობის უმაღლესი სიზუსტით მუშაობის უზრუნველყოფა.