
წყლის ანალიტიკის მსოფლიო ლიდერის – HACH აწარმოებს ტესტირების რეაგენტებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, მათ შორის სპექტროფოტომეტრებს. ეს მოწყობილობები სინათლის გატარების მაჩვენებლით ზუსტად ზომავენ ნიმუშში ნივთიერებების კონცენტრაციას და წყლის ხარისხის უმაღლესი სიზუსტით კონტროლს უზრუნველყოფენ.
HACH-ის სპექტროფოტომეტრები აერთიანებენ წყლის ანალიზის მრავალ მეთოდს, ჩაშენებულ შეცდომებისგან დაცვას და პორტატულ და ლაბორატორიულ გადაწყვეტებს ნებისმიერი გამოყენებისა და ბიუჯეტისთვის. მოწყობილობები გამოიყენება ჩამდინარე, ინდუსტრიული, მუნიციპალური და მიწისქვეშა წყლების ანალიზისთვის, საკვები ნივთიერებების მონიტორინგისთვის და ა.შ.
ეს ინოვაციური, მრავალფუნქციური ინსტრუმენტები უზრუნველყოფს რეგულაციებთან შესაბამისობას და საწარმოს სტაბილურ მუშაობას. HACH სამი ტიპის სპექტროფოტომეტრს გთავაზობთ, რომლებსაც ამ ბლოგში განვიხილავთ.
DR1900 პორტატული სპექტროფოტომეტრი
DR1900 არის მსუბუქი, კომპაქტური და კომფორტულია ველზე სამუშაოდ. იგი შექმნილია რთულ გარემო პირობებისთვის. გამოირჩევა წყლის და მტვრის მიმართ მედეგი დიზაინით.
ლაბორატორიული სპექტროფოტომეტრი DR3900
DR3900 განკუთვნილია მუდმივი და ინტენსიური ლაბორატორიული გამოყენებისთვის. მასში წინასწარაა პროგრამირებული 250 მეთოდი რეაგენტების მარტივი ამოცნობით და ზომავს სინათლის გატარებას ელექტრომაგნიტური სპექტრის ხილულ დიაპაზონში. გარდა ამისა, მასზე შესაძლებელია სპეციალურად შექმნილი პროგრამების აწყობა და საკალიბრაციო მრუდების შექმნა.
DR3900 თანმიმდევრულ, განმეორებად შედეგებს უზრუნველყოფს იმის მიუხედავად, თუ რა გამოცდილების მომხმარებელი იყენებს მას. დამატებით, უზრუნველყოფს მონაცემთა ავტომატურ აღრიცხვას და შედეგების მიკვლევადობას, რაც სარეგულაციო ანგარიშების წარმოებას ამარტივებს. ინსტრუმენტი ნიმუშის 10-მაგი გაზომვის საშუალო მაჩვენებელს ითვლის, რაც საბოლოო შედეგზე ნაკაწრების ან თითის ანაბეჭდის გავლენას გამორიცხავს.
UV-VIS ლაბორატორიული სპექტროფოტომეტრი – DR6000
ინდუსტრიის მოწინავე ლაბორატორიული სპექტროფოტომეტრი შექმნილია პროფესიონალური ლაბორატორიებისთვის და, DR1900-ისა და DR3900-ისგან განსხვავებით, აქვს ორი ტიპის ნათება – ხილულთან ერთად, აღჭურვილია ულტრაიისფერი სანათით. ინსტრუმენტში ინტეგრირებულია QA პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც ხარისხის გაზომვების დაგეგმვასა და დოკუმენტირებაში გეხმარებათ.
DR3900-ის მსგავსად, მოწყობილობაში წინასწარაა პროგრამირებული HACH-ის 250 მეთოდი და მასზეც შესაძლებელია სპეციალურად შექმნილი პროგრამების აწყობა და საკალიბრაციო მრუდების შექმნა. DR6000-ს ახლავს Truecal პროგრამული მხარდაჭერა, რაც მაქსიმალურად სანდო გაზომვებს უზრუნველყოფს. ინსტრუმენტი ნიმუშის 10-მაგი გაზომვის საშუალო მაჩვენებელს ითვლის, რაც საბოლოო შედეგზე ნაკაწრების ან თითის ანაბეჭდის გავლენას გამორიცხავს.
Სპექტროფოტომეტრების ტექნიკური სპეციფიკაციების ერთმანეთთან შესადარებლად, გთავაზობთ ცხრილს:
| მახასიათებლები | DR1900 | DR3900 | DR6000 |
| სპეციფიკური ტექნოლოგია (არჩევითი) | არ იყენებს RFID ტექნოლოგიას, მეთოდების შერჩევა ხდება ხელით, ოპერატორის მიერ | იყენებს RFID ტექნოლოგიას, რომელიც ავტომატურად აახლებს პროგრამის კალიბრაციის ფაქტორებს და სწრაფად უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდის იდენტიფიცირებას წყლის ანალიზისთვის, ნიმუშის ID-სა და ანალიზის სერთიფიკატის ხელმისაწვდომობას | იყენებს RFID ტექნოლოგიას, რომელიც ავტომატურად აახლებს პროგრამის კალიბრაციის ფაქტორებს და სწრაფად უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდის იდენტიფიცირებას წყლის ანალიზისთვის, ნიმუშის ID-სა და ანალიზის სერთიფიკატის ხელმისაწვდომობას |
| კიუვეტის თავსებადობა | კვადრატული: 10 x 10 მმ/ 1 ინჩი მრგვალი: 13 მმ / 1 ინჩი მართკუთხა: 10 მმ, 50 მმ, 1 ინჩo | მართკუთხა: 10 მმ, 50 მმ, 1 ინჩი მრგვალი: 13 მმ/ 1 ინჩი | მართკუთხა: 10, 20, 30, 50 მმ/ 1 ინჩი მრგვალი: 13 მმ/ 1 ინჩი ასევე ხელმისაწვდომია 100 მმ მართკუთხა უჯრედი დამატებითი ადაპტერით |
| მონაცემთა შენახვა | 500 შედეგი (თარიღი, დრო, ნიმუშის ID, ოპერატორის ID) | 2 000 შედეგი (თარიღი, დრო, ნიმუშის ID, ოპერატორის ID) | 5 000 შედეგი (თარიღი, დრო, ნიმუშის ID, ოპერატორის ID) |
| კორპუსის წყლისგან დაცვის ხარისხი | IP67 | IP30 | IP20 დახურული სახურავით |
| ინტერფეისი | USB ტიპის Mini IP67 (დამატებითი მოდულით) | USB ტიპი A (2), USB ტიპი B, Ethernet, RFID მოდული | USB ტიპი A (2), USB ტიპი B, Ethernet, RFID მოდული |
| გაზომვის მეთოდი | გამტარობა (%), აბსორბცია და კონცენტრაცია | გამატარობა (%), აბსორბცია და კონცენტრაცია, სკანირება | გამტარობა (%), აბსორბცია და კონცენტრაცია, სკანირება |
| კვების წყარო | 110 – 240 ვ/ 50/60 ჰც (საჭიროებს დამატებით მოდულს); 4x NiMH დამუხტვადი ელემენტი (საჭიროებს დამატებით მოდულს) | დენის კაბელი, 100 – 240 ვ, 50 – 60 ჰც | დენის კაბელი, 100 – 240 ვ, 50 – 60 ჰც |
| წინასწარ დაპროგრამებული მეთოდები | 220 მეთოდი | > 220 მეთოდი | > 240 მეთოდი |
| სინათლის წყარო | ქსენონის ნათურა | აირით სავსე ვოლფრამის ნათურა (ხილული სპექტრი) | ვოლფრამის(VIS) და დეიტერიუმის ნათურა(UV) |
| მომხმარებლის პროგრამები | 50 | 100 | 200 |
| ხარისხის უზრუნველყოფა QA | არ აქვს ხარისხის უზრუნველყოფის დაგეგმვის და დოკუმენტირების ფუნქცია | ფუნქცია ხარისხის უზრუნველყოფის დაგეგმვისა და დოკუმენტირებისთვის, ჩაბარება/ვერ ჩაბარების შედეგების მითითებით | ფუნქცია ხარისხის უზრუნველყოფის დაგეგმვისა და დოკუმენტირებისთვის, ჩაბარება/ვერ ჩაბარების შედეგების მითითებით |
| გარანტია | 24 თვე | 24 თვე | 24 თვე |
| ტალღის სიგრძის სიზუსტე | ± 2 ნმ (340 – 800 ნმ დიაპაზონში) | ± 1,5 ნმ (340 – 900 ნმ დიაპაზონში) | ± 1 ნმ |
| ტალღის სიგრძის შერჩევა | ავტომატური | ავტომატური | ავტომატური |
| ტალღის სიგრძის დიაპაზონი | 340 – 800 ნმ | 320 – 1100 ნმ | 190 – 1 100 ნმ |
სწორად შერჩეული სპექტროფოტომეტრი და მუდმივი ადგილობრივი ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა HACH-ის მიერ ავტორიზებული გუნდის დახმარებით უზრუნველყოფს სანდო, მაღალი სიზუსტის მონაცემებს წყლის ხარისხის კონტროლისთვის, რაც უსაფრთხოების, რეგულაციებთან შესაბამისობისა და ეფექტური მუშაობის გარანტიას გაძლევთ ნებისმიერ ლაბორატორიასა თუ ინდუსტრიულ ობიექტზე.