2026 წლის სექტემბრიდან საქართველოში წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება. კანონპროექტი, რომელიც წყლის რესურსების დაცვას და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, საქართველოს წყლის მართვის პოლიტიკას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან დააახლოებს და შესაბამისობაში მოიყვანს ევროკავშირში დანერგილ პრინციპებთან. სწორად ამიტომ, მნიშვნელოვანია მოხდეს გააზრება იმ სტანდარტების, რაც საფუძვლად უდევს ევროპულ წყლის დაცვის კანონმდებლობას.
წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვა სამართლებრივი და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობაა, რომელსაც გერმანული სტანდარტები უმაღლესი სიზუსტითა და სიმკაცრით მოითხოვს. აღნიშნული სტანდარტები ძირითადად რეგულირდება გერმანიის წყლის, ჩამდინარე წყლებისა და ლამის კვლევის სტანდარტული მეთოდებით (DEV – Deutsche Einheitsverfahren, English: German Standard Methods for the Examination of Water, Wastewater, and Sludge).
ისინი შემუშავებულია 1. სტანდარტიზაციის გერმანული ინსტიტუტის (DIN – Deutsches Institut für Normung, English: German Institute for Standardization1 და 2. წყლის პრაქტიკის სტანდარტიზაციის კომიტეტის (NAW – Normenausschuss Wasserwesen, English: Water Practice Standards Committee) მიერ და ხშირად სინქრონიზებულია ISO (International Organization for Standardization) საერთაშორისო და EN (European Norm) ევროკავშირის სტანდარტებთან. DEV გაწვდით არასავალდებულო სახელმძღვანელო მითითებებს, რომლებსაც DIN აღსრულებად სტანდარტებად გარდაქმნის.
გერმანული სტანდარტების მეთოდების სტრუქტურა
ანალიტიკურ პროცედურებს DEV სპეციფიკურ ჯგუფებად ახარისხებს პარამეტრის ტიპის მიხედვით. ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ ლაბორატორიული შედეგები გერმანიაში იყოს შედარებადი და აკმაყოფილებდეს სასმელი წყლისა (TrinkwV, June 24, 2023) და ჩამდინარე წყლების (AbwV) დადგენილებების მოთხოვნებს.
| DEV ჯგუფი | DIN სტანდარტები | ტექნიკური აღწერა | საინჟინრო მოქმედებებთან შესაბამისობა |
| A | DIN 38402 | ზოგადი ინფორმაცია (სინჯის აღება, სტატისტიკა) | ადგენს სინჯის აღების ზუსტ პროტოკოლებს ჩამდინარე წყლების შემომავალი/გამავალი ნაკადებიდან. |
| B | DIN 38403 | სენსორული მეთოდები (ფერი, სუნი, გემო) | სასმელი წყლის სისტემების საბაზისო ესთეტიკური მონიტორინგი. |
| C | DIN 38404 | ფიზიკური და ფიზიო-ქიმიური პარამეტრები | კრიტიკულად მნიშვნელოვანია pH-ის, ტემპერატურისა და ელ. გამტარობის სენსორების კალიბრაციისთვის. |
| D | DIN 38405 | ანიონები (ქლორიდი, ნიტრატი, სულფატი) | აფასებს საკვები ნივთიერებების დატვირთვას/რაოდენობას და ინდუსტრიული ჩაშვების ზღვრებს. |
| E | DIN 38406 | კათიონები (ამონიუმი, მძიმე მეტალები, კალციუმი) | არსებითად მნიშნელოვანია ბიოლოგიური დამუშავების კონტროლისთვის (მაგ. Ნიტრიფიკაცია). |
| F | DIN 38407 | ერთობლივად განსაზღვრადი ნივთიერებები (ორგანული ნაერთები GC/HPLC მეთოდებით) | გამოიყენება რთული ორგანული დამაბინძურებლების დასაფიქსირებლად ინდუსტრიულ პროექტებში. |
| G | DIN 38408 | აირადი კომპონენტები (გახსნილი ჟანგბადი, ქლორი) | ახდენს DO ზონდის ვალიდაციას აერაციის აუზებში (შენიშვნა: ზოგიერთი სპეციფიკური მეთოდი გადავიდა ISO/EN სტანდარტებში, მაგ. DIN EN 25814). |
| H | DIN 38409 | პარამეტრები მოქმედებისთვის (BOD, COD, TOC) | საბოლოო მაჩვენებლები ორგანული დატვირთვის სიმძლავრის დასაპროექტებლად ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისთვის. |
| K | DIN 38411 | მიკრობიოლოგიური მეთოდები | კოლიფორმული ბაქტერიის ტესტირება საბოლოო გამომავალი წყლის დეზინფექციის ვალიდაციისთვის. |
| L | DIN 38412 | ტესტირების მეთოდები წყლის ორგანიზმების გამოყენებით (ბიო-ტესტები) | ეკოტოქსიკოლოგიური ტესტირება (დაფნიებზე, წყალმცენარეებზე) სენსიტიური ჩაშვების ზონებისთვის. |
| P | DIN 38413 | სპეციფიკური ინდივიდუალური კომპონენტები | Მცირე კონცენტრაციაში არსებული სპეციფიკური ნაერთების მიზნობრივი გამოვლენა. |
| S | DIN 38414 | ლამი და ნალექები | განსაზღვრავს ანაერობული დამუშავების შესაძლებლობას და გამოტუტვის უნარს ლამის დამუშავებისთვის. |
| T | DIN 38415 | სუბორგანული ბიო ტესტები (ფერმენტული ინჰიბირება) | ტოქსიკურობის სიღრმისეული სკრინინგი სპეციფიკური სამრეწველო დამაბინძურებლებისთვის. |
HACH-ის პროდუქცია სწორედ DEV/DIN სტანდარტებთან შესაბამისობისთვისაა შემუშავებული. განვიხილოთ, რა გადაწყვეტებს გვთავაზობს კომპანია თითოეული პარამეტრის გაზომვისთვის:
- DIN EN ISO 7027, სიმღვრივე – HACH-ის TU5200 ISO სიმღვრივის მზომი ერთადერთი მოწყობილობაა ბაზარზე, რომელიც იყენებს 360° x 90° აღქმის ტექნოლოგიას. ეს გამორიცხავს ცდომილებას და გთავაზობთ გაზომვებს როგორც სუფთა, ასევე მაღალი სიმღვრივის მქონე ჩამდინარე წყლებში;
- DIN 38405-9, ნიტრატი – LCK339/340 კიუვეტა ტესტი;
- DIN 38406-5, ამიაკი – LCK303/304/305;
- DIN EN 1484, TOC/DOC – Biotector B7000i ანალიზატორი, სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან განსხვავებით, იყენებს ორსაფეხურიან დაჟანგვის ტექნოლოგიას, რაც მას საშუალებას აძლევს, გაზომოს სრული ორგანული ნახშირბადი (TOC) და გახსნილი ორგანული ნახშირბადი (DOC) ყველაზე რთულ ჩამდინარე წყლებშიც კი.
ძირითადი ანალიტიკური სტანდარტები ჩამდინარე წყლებისთვის
სამრეწველო და მუნიციპალური ჩამდინარე წყლებისთვის შემდეგი სტანდარტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია AbwV-სთან შესაბამისობისთვის:
| სტანდარტი | კატეგორია | პარამეტრი | მეთოდი | HACH ინსტრუმენტები და რეაგენტები |
| DIN 38409-41 | ორგანიკა | ჟანგბადის ქიმიური მოხმარება (COD) | დიქრომატული მეთოდი 15 მგ/ლ-ზე მაღალი მაჩვენებლებისთვის. | LCK1414, 314, 614, 714, 114, 514, 014, 1014, 1714, 1814. თავსებადი მოწყობილობები: DR 6000, DR 3900, DR 1900. |
| DIN 38409-44 | ორგანიკა | COD (5-50 მგ/ლ დიაპაზონი) | დიქრომატული მეთოდი დაბალი კონცენტრაციისთვის | LCK 414, 314, 614, 714, 114, 514, 014, 1014, 1714, 1814. თავსებადი მოწყობილობები: DR 6000, DR 3900, DR 1900. |
| DIN EN ISO 5815-1 | ორგანიკა | BOD₅ | განზავებისა და დათესვის მეთოდი | |
| DIN EN 1484 | ორგანიკა | საერთო ორგანული ნახშირბადი (TOC) და გახსნილი ორგანული ნახშირბადი (DOC) სასმელ, მიწისქვეშა, ზედაპირულ, ზღვის და ჩამდინარე წყლებში. | ორგანული ნახშირბადის ნახშირორჟანგამდე ჟანგვა წყალში წვის ან მჟანგავთან რეაქციის გზით, ულტრაიისფერი რადიაციით ან სხვა მაღალენერგიული რადიაციით. მიღებული ნახშირორჟანგის დათვლა ხდება სხვადასხვა მეთოდით: ინფრაწითელი სპექტრომეტრია, ქოლორიმეტრია, თერმული ელ. Გამტარობა და ა.შ. 0.3 მგ/ლ – 1 000 მგ/ლ კონცენტრაციის დიაპაზონში. | HACH-ის Biotector B7000 ანალიზატორი უზრუნველყოფს TOC-ის, საერთო აზოტისა და საერთო ფოსფორის გაზომვებს |
| DIN EN 12260 | საკვები ნივთიერებები | სრული აზოტი (TNb) | მაღალტემპერატურული ჟანგვითი წვის მეთოდი, რომელიც სხვადასხვა აზოტოვან ნაერთებს გარდაქმნის აზოტის ოქსიდებად. | |
| DIN 38406-5 | საკვები ნივთიერებები | ამონიუმი (NH₄-N) | ფოტომეტრული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ამონიუმის იონების კონცენტრაციის დასათვლელად. | LCK 303, 304, 305, 503, 504, 505. თავსებადია DR 6000, DR 3900 და DR 1900 სპექტროფოტომეტრებთან. |
| DIN 38405-9 | საკვები ნივთიერებები | ნიტრატი (NO₃-N) | 2,6 დიმეთილფენოლის მეთოდი | LCK 339 თავსებადია DR 6000, DR 3900 და DR 1900 სპექტროფოტომეტრებთან. |
| DIN EN ISO 6878 | საკვები ნივთიერებები | სრული ფოსფორი | ამონიუმის მოლიბდატის სპექტროფოტომეტრული მეთოდი | LCK 348, 350 თავსებადია DR 6000, DR 3900 და DR 1900 სპექტროფოტომეტრებთან. |
| DIN EN 872 | მყარი ნაწილაკები | საერთო შეწონილი ნაწილაკები | ფილტრაცია მინის ბოჭკოვანი ფილტრით | |
| DIN EN ISO 10523 | pH | pH-ის გაზომვა | ელექტრომეტრული მეთოდი მინის ელექტროდის გამოყენებით | |
| DIN 38405-13 | სახიფათო | ციანიდი | ფოტომეტრული ან ტიტრაციის მეთოდი | |
| DIN 38409-16 | სახიფათო | ფენოლის ინდექსი | ფოტომეტრული | LCK 346 თავსებადია DR 6000, DR 3900 და DR 1900 სპექტროფოტომეტრებთან. |
| DIN EN ISO 9562 | სახიფათო | ადსორბირებადი ორგანული ჰალოგენები | ადსორბცია, წვა და მიკროკულონომეტრიული ტიტრაცია | LCK 390 თავსებადია DR 6000, DR 3900 და DR 1900 სპექტროფოტომეტრებთან. |
| DIN EN ISO 11885 | სახიფათო | მძიმე ლითონები (ინდუქციურად დაკავშირებული პლაზმის ოპტიკურ-ემისიური სპექტრომეტრია) | ||
| DIN EN ISO 5667-1 & -3 | სინჯის აღება | სახელმძღვანელო მითითებები წყლის სინჯის აღების პროგრამების შესამუშავებლად და მეთოდების შესარჩევად, შესანახად, დასამუშავებლად და ტრანსპორტირებისთვის ყველა ტიპის წყლისთვის, ლამისა და ნალექისთვის; | ||
| DIN 38402-11 | სინჯის აღება | სინჯის წერტილოვანი და შერეული აღება | ||
| DIN 38402-30 | სინჯის აღება | შეწონილი ნაწილაკების სინჯების ჰომოგენიზაცია |
ძირითადი ანალიტიკური სტანდარტები სასმელი წყლისთვის
გერმანიაში განსაკუთრებით მკაცრია მოთხოვნები სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგზე, რომელიც ეყრდნობა TrinkwV-ს (2023), ძირითადი სტანდარტებია:
1. სინჯების აღების სტანდარტები (TrinkwV-ის მონიტორინგის საფუძველი)
| სტანდარტი | მოქმედების სფერო | Სტატუსი TrinkwV-ის მიხედვით |
| DIN ISO 5667‑1 | სინჯების აღების პროგრამის დაგეგმარება | აღიარებული ტექნიკური წესი |
| DIN ISO 5667‑3 | კონსერვაცია და დამუშავება | აღიარებული ტექნიკური წესი |
| DIN ISO 5667‑5 | სასმელი წყლის სინჯის აღება (გამწმენდი ნაგებობები და ქსელები) | აღიარებული ტექნიკური წესი |
| DIN EN ISO 19458 | მიკრობიოლოგიური სინჯების აღება | აღიარებული ტექნიკური წესი |
2. ფიზიკური და ინდიკატორული პარამეტრები
| პარამეტრი | სტანდარტი | სამართლებრივი სტატუსი | მეთოდი | HACH-ის ლაბორატორიული აღჭურვილობა |
| pH | DIN EN ISO 10523 | ინდიკატორი | PH-ის განსაზღვრა მინის ელექტროდსა და შედარების ელექტროდს შორის პოტენციალთა სხვაობის საშუალებით (ელექტრომეტრული მეთოდი) | HACH-ის pH-ის გაზომვის მეთოდი ეყრდნობა ISO 10523 სტანდარტს და იყენებს IntelliCAL pH ელექტროდს. |
| ელექტროგამტარობა (25 °C) | DIN EN 27888 | ინდიკატორი | წყლის ელექტროგამტარობის გაზომვის მეთოდი | IntelliCAL CDC401 ელექტროგამტარობის სენსორი. ზომავს ელექტროგამტარობას/სრულ გახსნილ მყარ ნაწილაკებს/მარილიანობას/კუთრ წინაღობას |
| სიმღვრივე | DIN EN ISO 7027 | ინდიკატორი | ნეფელომეტრია (დიფუზიური რადიაცია) დაბალი სიმღვრივისთვის; ტურბიდიმეტრია (მაღალი სიმღვრივისთვის). | TU5200 სიმღვრივის საზომი იყენებს ნეფელომეტრიულ მეთოდს. |
| ფერი | DIN EN ISO 7887 | ინდიკატორი | მეთოდები A–D: ვიზუალური შემოწმება და/ან ოპტიკური მეთოდები, მათ შორის შთანთქმა 410 ნმ ტალღის სიგრძეზე / შედარება ჰექსაქლოროპლატინატის სკალასთან. | DR6000 არის ულტრაიისფერი და ხილული სინათლის სპექტროფოტომეტრი |
| თავისუფალი/სრული ქლორი | DIN EN ISO 7393‑1 / ‑2 | ოპერაციული კონტროლი | ტიტრიმეტრული მეთოდი DPD-ის გამოყენებით (N,N‑დიეთილ‑1,4‑ფენილენენდიამინი) ან ქოლორიმეტრული DPD: წითელი DPD კომპლექტის შთანთქმის გაზომვა (ფოტომეტრია) ან შედარება დაკალიბრებულ ფერად სკალასთან. | არსებობს HACH-ის DPD ლაბორატორიული პროცედურები (USEPA DPD მეთოდის დოკუმენტაცია; DPD ქიმია) HACH-ის DPD რეაგენტების ნაკრები (DPD მეთოდი) |
3. მიკრობიოლოგიური ანალიტიკის სტანდარტები
| პარამეტრი | სტანდარტი | სამართლებრივი სტატუსი | მეთოდი |
| E. coli, კოლიფორმები | DIN EN ISO 9308‑1 | დამოწმებული მეთოდი | მემბრანული ფილტრაცია + კულტივირება ქრომოგენულ კოლიფორმულ აგარზე |
| ნაწლავის ენტეროკოკები | DIN EN ISO 7899‑2 | დამოწმებული მეთოდი | მემბრანული ფილტრაციის მეთოდი |
| Pseudomonas aeruginosa | DIN EN ISO 16266 | დამოწმებული მეთოდი | მემბრანული ფილტრაციის მეთოდი |
| ლეგიონელა | DIN EN ISO 11731 | დამოწმებული მეთოდი | კულტივირების მეთოდები ლეგიონელას იზოლაციისა და დათვლისთვის |
| Clostridium perfringens | DIN EN ISO 14189 | დამოწმებული მეთოდი | Მემბრანული ფილტრაციის მეთოდი ვეგეტაციური უჯრედებისა და სპორებისთვის |
| კოლონიების რაოდენობა 22 °C / 36 °C | DIN EN ISO 6222 | ინდიკატორული მეთოდი | კოლონიების დათვლა საკვებ აგარში ინოკულაციით და აერობული ინკუბაციით 36 °C და 22 °C-ზე. |
4. ქიმიური ანალიზის სტანდარტები (ორგანული და არაორგანული)
| Პარამეტრების ჯგუფი | სტანდარტი | სამართლებრივი სტატუსი | მეთოდი | HACH-ის პროდუქცია |
| ანიონები (NO₃⁻, NO₂⁻, Cl⁻, SO₄²⁻) | DIN EN ISO 10304‑1 | აღიარებული | იონური ქრომატოგრაფია (“იონების თხევადი ქრომატოგრაფია) გახსნილი ანიონებისთვის | |
| ლითონები (კვალი) | DIN EN ISO 17294‑2 (ICP‑MS) | აღიარებული | ICP‑MS მეთოდი შერჩეული ელემენტებისთვის | |
| ლითონები (ძირითადი | DIN EN ISO 11885 (ICP‑OES) | აღიარებული | ICP‑OES მეთოდი შერჩეული ელემენტებისთვის | |
| TOC / DOC | DIN EN 1484 | აღიარებული | ორგანული ნახშირბადის დაჟანგვა CO₂-მდე წვის ან დაჟანგვის/UV/სხვა მაღალენერგიული გამოსხივების საშუალებით, შემდეგ CO₂-ის რაოდენობრივი განსაზღვრა. | DR6000 ულტრაიისფერი და ხილული სპექტროფოტომეტრი, აქვს ბევრი ლაბორატორიული მეთოდის მხარდაჭერა |
| დაჟანგვიანობა | DIN EN ISO 8467 | აღიარებული | Სინჯის გაცხელება KMnO₄ + H₂SO₄-ით, დარჩენილი პერმანგანატის აღდგენა ოქსალატით, შემდეგ პერმანგანატით ტიტრვა გახარჯული რაოდენობის დასადგენად. |
5. PFAS (სპეციალური შემთხვევა)
| პარამეტრი | სტანდარტი | სტატუსი | მეთოდი |
| PFAS‑20 / PFAS‑4 | ვალიდირებული LC‑MS/MS | მოთხოვნილია | მეთოდი არაა განსაზღვრულ TrinkV-ში; შესაბამისობა ჩვეულებრივ დასტურდება ვალიდირებული LC‑MS/MS-ით. |
6. აკრედიტაცია და ხარისხის უზრუნველყოფა (სავალდებულო)
| სტანდარტი | როლი | |
| DIN EN ISO/IEC 17025 | ლაბორატორიის სავალდებულო აკრედიტაცია | 1. აკრედიტებული აღჭურვილობა და მიკვლევადობა 2. კალიბრაციის მომსახურება 3.სტანდარტიზებული მეთოდები |
| DAkkS აკრედიტაცია | მოთხოვნილია TrinkwV ტესტირებისთვის |
მონიტორინგის სიხშირე TrinkwV-ის მიხედვით:
- ჯგუფი A (რუტინული პარამეტრები) მიკრობიოლოგიური და საბაზისო ინდიკატორები (E. coli, ენტეროკოკები, სიმღვრივე, pH, ელექტროგამტარობა, კოლონიების რაოდენობა და ა.შ.)
- ჯგუფი B (სრული ქიმიური ნაკრები)
ყველა ქიმიური პარამეტრი ლითონების, პესტიციდების, PFAS-ის და ა.შ. ჩათვლით.
ჯგუფი A-ს პარამეტრები (რუტინული მონიტორინგი):
| სისტემის ზომა – საშუალო დღიური წარმოება (მ³/დღე) | მონიტორინგის საჭირო სიხშირე (ჯგუფი A) |
| < 10 | წელიწადში 1-ჯერ |
| ≥ 10 – ≤ 1,000 | წელიწადში 4-ჯერ |
| > 1,000 – ≤ 10,000 | წელიწადში 4-ჯერ + 3 დამატებითი ტესტირება ყოველ დამატებითი 1 000 მ³/დღეზე |
| > 10,000 – ≤ 100,000 | წელიწადში 3-ჯერ + 1 დამატებითი ტესტირება ყოველ დამატებით 10,000 მ³/დღეზე |
| > 100,000 | წელიწადში 12-ჯერ + 1 დამატებითი ტესტირება ყოველ დამატებით 25,000 მ³/დღეზე |
ჯგუფი B-ის პარამეტრები (სრული ქიმიური მონიტორინგი):
| სისტემის ზომა – საშუალო დღიური წარმოება (მ³/დღე) | მონიტორინგის საჭირო სიხშირე (ჯგუფი B) |
| < 10 | ყოველ 3 წელიწადში 1-ჯერ |
| ≥ 10 – ≤ 1,000 | წელიწადში 1-ჯერ |
| > 1,000 – ≤ 10,000 | წელიწადში 1-ჯერ + 1 დამატებითი ტესტირება ყოველ დამატებით 4,500 მ³/დღეზე |
| > 10,000 – ≤ 100,000 | მასშტაბის განსაზღვრა ხდება დანართი 6-ის მიხედვით (მოქმედებს გაანგარიშების იგივე პრინციპი) |
| > 100,000 | მასშტაბის განსაზღვრა ხდება დანართი 6-ის მიხედვით (მოქმედებს გაანგარიშების იგივე პრინციპი) |
შენიშვნები (მოცემულია TrinkwV-ში)
- Მოცულობები წარმოადგენს კალენდრული წლის საშუალო მაჩვენებელს
- სიხშირეები წარმოადგენს მინიმალურ სამართლებრივ მოთხოვნებს
- ჯანდაცვის სამსახურს (Gesundheitsamt) უფლებამოსილია, შეცვალოს სიხშირეები რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე (§§ 34–38 TrinkwV)
- ლეგიონელასთვის, PFAS-ისთვის, ფილტრაციის შემდგომი სიმღვრივისთვის და ა.შ. არსებობს ცალკეული სპეციალური წესები (რომლებიც ამ ცხრილებში მოცემული არაა).
ძირითადი განსხვავებები ევროკავშირისა და გერმანულ სტანდარტებს შორის
გერმანულ და ევროკავშირის სტანდარტებს შორის კავშირი წყლის ანალიტიკის სფეროში ჰარმონიზაციას ეფუძნება. უმეტეს შემთხვევაში, ისინი იდენტურია, თუმცა გერმანია ხშირად ლიდერობს უფრო მკაცრი ზღვრული მაჩვენებლების დაწესებით ან სპეციფიკური ანალიტიკური მეთოდების დანერგვით რეგულაციების აღსრულების მიზნით.
ჰარმონიზების იერარქია
სტანდარტი დასახელებით DIN EN ISO ნიშნავს, რომ მისი ტექნიკური შინაარსი იდენტურია სამივე დონეზე:
- ISO: საერთაშორისო სტანდარტი
- EN: ევროპული სტანდარტი (სავალდებულოს ხდის ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის მის მიღებას და ყველა იმ სტანდარტის გაუქმებას, რომელიც მას ეწინააღმდეგება).
- DIN: ევროპული სტანდარტი გერმანულ ენაზე, რომელიც გერმანიაში გამოიცემა.
შენიშვნა: თუ სტანდარტს მხოლოდ DIN ნიშანი აქვს (მაგ. DIN 38404-3), ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაბამისი EN/ISO სტანდარტი ჯერ არ არსებობს, ან გერმანული მეთოდი კონკრეტული ეროვნული სამართლებრივი მიზეზების გამოა შენარჩუნებული (მაგ. ჩამდინარე წყლების გადასახადი).
გერმანიისა და ევროკავშირის ანალიტიკური მეთოდები უმეტესად იდენტურია, ხშირად განსხვავებულია მათი გამოყენება და სხვადასხვა ნივთიერებების კონცენტრაციის დასაშვები ზღვრები:
| ასპექტი | ევროკავშირი (დირექტივები) | გერმანია (დადგენილებები) |
| სამართლებრივი სტატუსი | დირექტივები (მაგ. 2020/2184) ადგენს მიზნებს, თუმცა აუცილებელია მათი ასახვა ეროვნულ კანონმდებლობაში. | დადგენილებები (TrinkwV, AbwV) წარმოადგენს უშუალო სამართლებრივ მოთხოვნებს მომხმარებლებისთვის. |
| PFAS ზღვრები | PFAS 20 -ის ჯამი: 0.1 µg/L. | უფრო მკაცრი: 2028 წლიდან იღებს “PFAS-4” ზღვარს – 0.02 µg/L |
| გადასახადი ჩამდინარე წყალზე | ევროკავშირის დონეზე არ რეგულირდება | დამოკიდებულია კონკრეტულ DIN მეთოდებზე COD-სა და აზოტისთვის გადასახადის დასათვლელად. |
| ტექნიკური წესები | ზოგადი სახელმძღვანელო მითითებები | DVGW/DWA წესები: დეტალური “პრაქტიკული კოდექსები”, რომლებიც ნაგებობების ექსპლუატაციის მიმართულებით ISO/EN სტანდარტებზე უფრო დეტალური და მკაცრია. |
მიუხედავად იმისა, რომ ჩამდინარე წყლების დადგენილება (AbwV) ეფუძნება ევროკავშირის ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის დირექტივას, გერმანია ხშირად BAT (საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგია) მოთხოვნებს აწესებს სამრეწველო სექტორებისთვის, რაც EU-ის მინიმალურ მოთხოვნებს მნიშვნელოვნად აღემატება.
AbwV-ის მიხედვით, ანალიტიკური შედეგები მიღებული უნდა იყოს კონკრეტული DIN, EN და ISO მეთოდების გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი გარანტია საგადასახადო შეფასებისთვის. რაც შეეხება სასმელი წყლის დადგენილებას, გერმანიამ განაახლა TrinkwV და მასში შეიტანა ისეთი ახალი პარამეტრები, როგორებიცაა ბისფენოლ A და ჰალოძმარმჟავები, რაც ევროკავშირის ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში არ გვხვდება.
დასკვნა
წყლის ანალიტიკის გერმანული სტანდარტები (DEV/DIN) არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და საწარმოო პროცესების ეკონომიკურ ეფექტურობას. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება, განსაკუთრებით ისეთ პარამეტრებზე, როგორებიცაა PFAS, TOC და COD, მოითხოვს მოწინავე აღჭურვილობას. HACH-ის პროდუქცია წლებია ლიდერობს ამ სფეროში და გთავაზობთ გადაწყვეტებს, რომლებიც სრულად შეესაბამება DIN EN ISO მოთხოვნებს და გეხმარებით როგორც საგადასახადო და სამართლებრივი რისკების შემცირებაში, ასევე ენერგიისა და რეაგენტების რესურსების დაზოგვაში.
საბოლოოდ, 2026 წლის I სექტემბერს ძალაში შედის საქართველოს კანონი წყლის რესურსების შესახებ – შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები განსაზღვრავს, თუ რა სტანდარტების დაკმაყოფილება იქნება საჭირო ადგილობრივ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ DIN სისტემა “ოქროს სტანდარტად” მიიჩნევა, აღნიშნულის დაკმაყოფილება საქართველოს რეგულაციებთან შესაბამისობის გარანტი იქნება.