როგორ იზომება წყლის ნაკადი დიდი ზომის მილსადენებში 

მუნიციპალურ და ინდუსტრიულ პროცესებში ხშირად საჭიროა დიდი მოცულობის ნაკადების ზუსტი გაზომვა — სადაც მილის დიამეტრი DN 1000-ს, DN 2000-ს და ზოგჯერ DN 4000-საც კი აღწევს. ინდუსტრიულ და მუნიციპალურ წყალმომარაგებაში დიდი დიამეტრის მილსადენების მართვა განსაკუთრებულ საინჟინრო მიდგომას მოითხოვს. ასეთ მასშტაბებზე მცირე ცდომილებაც კი დიდ დანაკარგებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, აუცილებელია ისეთი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც საერთაშორისო და ევროკავშირის მკაცრი სიზუსტის სტანდარტებს აკმაყოფილებს. 

KROHNE, რომელიც 1921 წლიდან ლიდერობს ინდუსტრიული და მუნიციპალური გაზომვების სფეროში, დიდი მილსადენების შემთხვევაში აქცენტს აკეთებს ელექტრომაგნიტურ ხარჯმზომებზე, რომლებიც მოითხოვს სპეციალიზებულ საინჟინრო მიდგომას. მათი მთავარი უპირატესობა ცვეთადი ნაწილების არქონაა, რაც გამორიცხავს წნევის ვარდნას და მინიმუმამდე დაჰყავს ტექნიკური მომსახურების ხარჯები. სითხის ქიმიური შემადგენლობა გაზომვაზე გავლენას არ ახდენს, რაც ელექტრომაგნიტურ გაზომვებს წყლისა და ჩამდინარე წყლების სექტორის ოქროს სტანდარტად აქცევს. 

ელექტრომაგნიტური მრიცხველები ფარადეის ინდუქციის კანონზე მუშაობენ: გამტარი სითხე მაგნიტურ ველში გადაადგილებისას ქმნის ელექტრულ ძაბვას, რომლის სიდიდე პირდაპირ პროპორციულია ნაკადის სიჩქარესთან.  

ტექნოლოგიური ლიდერები: Optiflux და Tidalflux 

დიდი ზომის მილსადენებისთვის KROHNE გთავაზობთ ორ ძირითად მოდელს, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ საინჟინრო გამოწვევას პასუხობს: 

1. OPTIFLUX – DN 2.5 – 4000 

  • უნივერსალური გადაწყვეტა ინდუსტრიული და ჩამდინარე წყლებისთვის; 
  • გათვლილია ექსტრემალურ წნევაზე და აგრესიულ გარემოზე; 
  • ხელმისაწვდომია სხვადასხვა საფარით, მათ შორის ცვეთის მიმართ მედეგი მასალებით. 

DN 4000 ზომის OPTIFLUX-ის წარმოება არასატანდარტული პროცესია – KROHNE-ის ქარხანაში თითოეული ასეთი მრიცხველი ინდივიდუალურად მზადდება, რაც მოიცავს გაძლიერებულ კონსტრუქციას და ჰიდრავლიკურ ტესტირებას სრული ოპერაციული წნევით. საბოლოო პროდუქტი ათეულობით წლის საინჟინრო გამოცდილებაზეა დაფუძნებული. 

KROHNE-ის წარმოების პროცესი და პროდუქცია ორიენტირებულია უმაღლეს ხარისხობრივ სტანდარტზე, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობების ხანგრძლივ ექსპლუატაციას.  

OPTIFLUX აკმაყოფილებს შემდეგ სტანდარტებს: 

  • ISO 4064, EN14154 და OIML R49 – წყლის მრიცხველების საერთაშორისო მეტროლოგიური სტანდარტები; 
  • MID MI-001 – ევროპული დირექტივა, რომელიც სავალდებულოა კომერციული აღრიცხვისთვის; 
  • CE შესაბამისობა – ადასტურებს, რომ მოწყობილობა აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების მოთხოვნებს. 

2. TIDALFLUX – DN 200 – 1600 

  • სპეციალურად შექმნილია არასრულად შევსებულ მილებში წყლის ნაკადის გაზომვისთვის, მინიმუმ 10% შევსებიდან; 
  • გამოიყენება თვითდინებითი საკანალიზაციო სისტემებისთვის, სადაც დონე მუდმივად იცვლება, თუმცა სიზუსტის შენარჩუნება აუცილებელია. 
  • აღჭურვილია ცვეთისადმი მდგრადი შიდა საფარით; 
  • ხელმისაწვდომია IP68 ვერსია, რომელიც ხელსაყრელია გრუნტში დასამარხად ან დატბორილ ადგილებში გამოსაყენებლად. 

სტანდარტებთან შესაბამისობა: 

  • CE შესაბამისობა – ადასტურებს, რომ მოწყობილობა აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების მოთხოვნებს. 
  • ATEX / IECEx სერტიფიცირება – ადასტურებს, რომ მოწყობილობა უსაფრთხოდ მუშაობს ფეთქებადსაშიშ გარემოში, სადაც არსებობს აალებადი გაზების, ორთქლის ან მტვრის წარმოშობის რისკი. 
  • IEC/EN 60529 სტანდარტთან შესაბამისობა – ადასტურებს, რომ მოწყობილობის კორპუსი საიმედოდ არის დაცული მტვრის, ტენისა და წყლის შეღწევისგან (IP რეიტინგი). ეს უზრუნველყოფს აპარატურის გამართულ მუშაობას რთულ გარემო პირობებში, მათ შორის ნესტიან სათავსებსა და დატბორვის რისკის მქონე ზონებში. 

წარმოების პროცესი და პროექტზე მორგებული გადაწყვეტები 

KROHNE-ს გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ინდივიდუალური გადაწყვეტები, რაც ზუსტად ერგება კონკრეტული ობიექტის სპეციფიკას, იქნება ეს რთული კლიმატური პირობები თუ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის წყლები. 

VORTEX Water Engineering, რომელიც 2019 წლიდან KROHNE-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, გთავაზობთ კომპანიის ელექტრომაგნიტური მრიცხველების სრულ სპექტრს, კონსულტაციასა და ტექნიკურ მომსახურებას, რაც ასევე მოიცავს:  

  • OPTICHEK Master – პორტატული მოწყობილობის სერვისი სიღრმისეული ვერიფიკაციისთვის, ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებისა და მონიტორინგისთვის; 
  • ადგილზე მუშაობის შემოწმება და ვერიფიკაცია (0,1,2 დონე) საწარმოო პროცესის შეწყვეტის გარეშე; 
  • საველე ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვება (მაგ. ნულოვანი კალიბრაცია); 
  • დეტალური ანგარიშების წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (IEC 61508/61511 – უსაფრთხოება, ISO 9001 – ხარისხის მართვა).