ახალი წყლის კანონი საქართველოში 2027 წლის სექტემბრიდან შედის ძალაში, რომელიც საფუძველს უყრის ქვეყნის წყლის პოლიტიკის ჰარმონიზაციას საუკეთესო საერთაშორისო და ევროკავშირის პრაქტიკებთან. კანონპროექტის აღსრულება პირდაპირაა დამოკიდებული იმ ტექნიკურ რეგლამენტებზე, რომლებიც 2027 წლის სექტემბრამდე უნდა ამუშავდეს და რომლებიც ასევე შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკებთან. ახალი კანონი შეეხება:
- სასმელი წყლის ხარისხს
- ჩამდინარე წყლების მართვას
- სახელმწიფოს მიერ წყლის რესურსების აღრიცხვას
წყლის ახალი კანონი მოიცავს მრავლობით სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს, რაზე დაფუძნებითაც ხდება წყლის ხარისხის და აღრიცხვის მეთოდოლოგიების შედგენა და მათი ვერიფიკაცია. ისინი უზრუნველყოფენ გაზომვის სიზუსტეს, მოწყობილობების ჰიგიენურ და ფუნქციურ უსაფრთხოებას და მონაცემთა სანდოობას.
ამ ტექნიკური მიმოხილვის სერიების მიზანია გერმანიის მაგალითზე აჩვენოს, როგორ შეიძლება ISO, EN, DIN, OIML და სხვა აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება საქართველოს ტექნიკურ რეგლამენტებში ისე, რომ რეგულაციები იყოს პრაქტიკულად გამოსაყენებელი, შემოწმებადი და თანხვედრაში ევროკავშირის მიდგომებთან, რომლებიც გამიზნულია ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებისკენ და სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვისკენ.
რეკომენდებული სტანდარტების ჩარჩო წყლის სექტორისთვის:
წყლის სექტორის რეგულირებისთვის რეკომენდებული სტანდარტები ექვს ფუნქციურ ჯგუფად იყოფა. ასეთი დაყოფა ეხმარება მარეგულირებელსა და შემსყიდველს, თითოეული მოთხოვნა დაუკავშიროს კონკრეტულ რისკს: ჰიგიენურ უსაფრთხოებას, ლეგალურ აღრიცხვას, გარემოსდაცვით მონიტორინგს, ლაბორატორიული შედეგების სანდოობას, სამრეწველო უსაფრთხოებას ან ორგანიზაციულ მართვას:
- ჯგუფი A: სასმელი წყლის უსაფრთხოება— TrinkwV, KTW, DVGW W270
- ჯგუფი B: კომერციული აღრიცხვა— MID, OIML R49, ISO 4064
- ჯგუფი C: გარემოსდაცვითი მონიტორინგი— MCERTS, UBA, TÜV, WMO
- ჯგუფი D: ლაბორატორიული ხარისხი— ISO 17025
- ჯგუფი E: სამრეწველო უსაფრთხოება— SIL, IEC 61508, ATEX
- ჯგუფი F: მართვის სისტემები— ISO 9001, ISO 14001, ISO 45001
შემსყიდველმა და მარეგულირებელმა ორგანოებმა თითოეული გამოყენების სფეროსთვის უნდა მოახდინოს შესაბამისობის დოკუმენტების/სერტიფიკატების მოთხოვნა-გამოყენების ნორმალიზება ეროვნული მასშტაბით, რათა თავიდან ავიცილოთ წყლის რესურსების მართვაში ისეთი პროდუქციის გამოყენება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ხარისხის იმ სტანდარტებს, რომლებიც ნორმალიზებული და ჰარმონიზებულია განვითარებულ ქვეყნებში, და რომელთა მიზანია უზრუნველყოს მაღალ ხარისხი და აგვაცილოს ფინანსების, რესურსებისა და დროის უშედეგო ხარჯვა.
მნიშვნელოვანი აკრონიმები, რომლებიც გამოიყენება წყლის სექტორის რეგულირებაში:
|
აკრონიმი |
მნიშვნელობა |
რელევანტურობა რეგულირებისთვის |
|
MID |
საზომი ხელსაწყოების დირექტივა |
ლეგალური აღრიცხვა |
|
OIML R49 |
წყლის მრიცხველის სტანდარტი |
სიზუსტე |
|
DVGW |
გერმანიის წყლის ასოციაცია |
სასმელი წყლის უსაფრთხოება |
|
ISO 17025 |
კალიბრაციის კომპეტენტურობა |
სანდო გაზომვები |
|
SIL |
ფუნქციური უსაფრთხოება |
მაღალი რისკის ობიექტები |
|
PTB |
ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტი (გერმანია) |
ტიპის დამტკიცება და საკანონმდებლო მეტროლოგია |
|
WELMEC |
ევროპული საკანონმდებლო მეტროლოგიის თანამშრომლობა |
ევროპული MID ჰარმონიზაცია |
|
UBA |
ფედერალური გარემოსდაცვითი სააგენტო (გერმანია) |
გარემოსდაცვითი სტანდარტები და შესაბამისობა |
|
TÜV |
ტექნიკური ინსპექტირების ასოციაცია |
უსაფრთხოებისა და ხარისხის სერტიფიცირება |
|
MCERTS |
მონიტორინგის სერტიფიცირების სქემა (დიდი ბრიტანეთი) |
გარემოსდაცვითი ხელსაწყოების ვერიფიკაცია |
|
WMO |
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია |
გლობალური ჰიდრომეტეოროლოგიური სტანდარტები |
|
LAWA |
გერმანიის სამუშაო ჯგუფი წყლის საკითხებზე |
წყლის მართვის სახელმძღვანელო მითითებები |
|
ATEX |
ფეთქებადი ატმოსფეროების დირექტივა |
უსაფრთხოების შესაბამისობა |