დაკალიბრება, ვერიფიკაცია და შეკეთება უკან დაბრუნება

ჩვენ მიერ მიწოდებულ ყველა მოწყობილობაზე ვახორციელებთ დაკალიბრების, ვერიფიკაციის და შეკეთების მომსახურებებს, მწარმოებელი კომპანიების მიერ ავტორიზებული პროცესების შესაბამისად და მათივე სერტიფიცირებით. მომსახურება ხორციელდება წყლის ანალიტიკის ლაბორატორიულ და ონლაინ გაზომვის სისტემებზე, ასევე წყლის მრიცხველებზე.
 
KROHNE-ს მრიცხველების სრული მომსახურება – მრიცხველების ექსპლუატაციაში გაშვებისას ხდება მათი ფუნქციების ვერიფიკაცია 0, 1, 2 დონეებზე. ვერიფიკაციის პროცედურა შეესაბამება IEC 61508/61511 სტანდარტს, ხოლო უშუალოდ ვერიფიკაციის პროცესისთვის ვიყენებთ KROHNE-ს ინსტრუმენტს, OPTICHECK Master.
 
აგრეთვე, HACH-ის წარმოების ლაბორატორიული და ონლაინ გაზომვის სისტემების დაკალიბრება-ვერიფიკაციისთვის ვმოქმედებთ მწარმოებლის მიერ გაწერილი პროცედურის შესაბამისად, შესაბამისი ხელსაწყოებით, რისი საშუალებითაც ხდება მოწყობილობის უმაღლესი სიზუსტით მუშაობის უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაცია