კომერციული ჩამდინარე წყლები უკან დაბრუნება

ATB Water GmbH – ის ჩამდინარე წყლის გამწმენდი სისტემები წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ დანადგარებს მსოფლიოში. 100,000-ზე მეტი სისტემის გაყიდვით ATB არის უკონკურენტო ლიდერი გერმანიაში.
 
1999 წელს, მცირე გერმანული კომპანიის – “Abwassertechnik Baumann” – დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ტექნიკურად გაემარტივებინათ ჩამდინარე წყლების სისტემები და ასევე ფინანსურად გაეხადათ უფრო ხელმისაწვდომი. 
ამ წელსვე მათ შექმნეს ახალი თაობის ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემა AQUAMAX®, რომელიც დამყარებულია SBR ტექნოლოგიაზე. 

ტესტირების პერიოდის გავლის შემდგომ, AQUAMAX®-მა მიიღო ტექნიკური ნებართვა გერმანულ ბაზარზე რეალიზაციისთვის – (No. Z-55.3-53 (DIN 4261). ამით დაიწყო ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის ისტორია.

დღეს AQUAMAX® არის ტექნიკური სტანდარტი არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სრულიად ევროპაში.

AQUAMAX® PRO G
AQUAMAX® PRO G
მოწყობილობა შემუშავებულია სასტუმროების, გასტრონომიისა და სურსათის დამუშავების კომპანიების არარეგულარულად წარმოქმნილი და ძლიერ დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გასაფილტრად.
AQUAMAX® PRO XL
AQUAMAX® PRO XL
სისტემა დაფუძნებულია სტანდარტულ კომპონენტებზე და სწრაფად და მარტივად შეიძლება მისი იმპლემენტაცია. ჩამდინარე წყლების დამუშავების ტექნოლოგია შემუშავებულია მცირე ზომის დასახლებებისთვის და სოფლებისთვის, ასევე სასტუმრეობისა და კომერციული ბიზნესებისთვის.
AQUAMAX® PRO XXL
AQUAMAX® PRO XXL
AQUAMAX® PRO XXL არის ჩამდინარე წყლების დამუშავების SBR სისტემა მრეწველობისთვის, ტურიზმისა და მუნიციპალური გამოყენებისთვის. მას დღეში 1 500 მ3 წყლის დამუშავება შეუძლია. Სისტემა გამოიყენება ცვალებადი ნაკადის ჩამდინარე წყლების შემთხვევაში, როგორებიცაა საშუალო და დიდი ზომის ბიზნესების, ან მუნიციპალური ჩამდინარე წყლები.
კომპონენტები გამწმენდი ნაგებობისთვის
კომპონენტები გამწმენდი ნაგებობისთვის
ATB WATER ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური დამუშავებისთვის საჭირო ძირითად კომპონენტებს აწარმოებს და ავითარებს.
ლამის დამუშავება
ლამის დამუშავება
ჩამდინარე წყლების დამუშავების პროცესი ყოველთვის წარმოშობს დიდი რაოდენობით ლამს. დამუშავების პირველ ეტაპზე ლამი სქელდება, რაც ჩვეულებრივ ითვალისწინებს დამატებით დალექვას. საჭიროების შემთხვევაში, სტაბილიზებული ლამი შეიძლება კიდევ ერთხელ გასქელდეს და დაიწუროს.
AQUAMAX® PRO CUBE
AQUAMAX® PRO CUBE
AQUAMAX® PRO CUBE ჩამდინარე წყლის დამუშავების კონტეინერის ფორმის სისტემაა, რომელშიც ბიოლოგიური დამუშავებისთვის ხელმისაწვდომია როგორც SBR, ასევე MBBR ტექნოლოგია.