წყლის ანალიტიკა უკან დაბრუნება

1933 წელს დაწყებული ინოვაციების სერიით კომპანია HACH-მა მოახდინა წყლის ანალიტიკის ინდუსტრიის რევოლუცია, გარდაქმნა იგი უფრო ზუსტ, სწრაფ, მარტივ და ეკოლოგიურად სუფთა პროცესად. კომპანია მალევე გახდა წყლის ტესტირებისთვის საჭირო რეაგენტებისა და ინსტრუმენტების წამყვანი მწარმოებელი გლობალურად. ინოვაციურობის 90-წლიანმა გამოცდილებამ, ხელსაწყოებისა და რეაგენტების ფართო სპექტრმა გააფართოვა ადამიანის ცოდნა წყლის ქიმიური თავისებურებების შესახებ.

დღეს HACH-ის პროდუქცია გამოიყენება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მუნიციპალურ, ინდუსტრიულ, და კომერციულ სექტორებში, საგამოცდო და კვლევით ლაბორატორიებში, უნივერსიტეტებშსა და  ყველა ორგანიზაციაში, რომელსაც ურთიერთბა უწევს წყალთან.

2019 წელს კომპანიამ მოიცვა სამხრეთ კავკასია პროდუქციის სრული ჩამონათვალით და სრული ტექნიკური მომსახურებით, რისთვისაც ჩვენი კომპანია — VORTEX Water Engineering შეარჩია. 

სპექტროფოტომეტრები
სპექტროფოტომეტრები
HACH-ის სპექტროფოტომეტრები გთავაზობთ ამ მიმართულებით დამტკიცებული მეთოდების ყველაზე დიდ არჩევანს, ხარვეზებისგან დასაცავად დაპატენტებულ ჩაშენებულ მოწყობილობას, HACH-ის წამყვან ქიმიურ საშუალებებთან შესაბამისობას და პორტატულ და ლაბორატორიულ გადაწყვეტებს.
სიმღვრივის მზომები
სიმღვრივის მზომები
პორტატული, ლაბორატორიული და ონლაინ პროცესების ინსტრუმენტები უზრუნველყოფს ზუსტ, სანდო შედეგებს სიმღვრივის გაზომვისას.
ელექტროქიმიური ანალიზატორები
ელექტროქიმიური ანალიზატორები
ამ ხელსაწყოების საშუალებით შესაძლებელია წყლის ხარისხის გაზომვა ისეთ პარამეტრებზე დაფუძნებით, როგორებიცაა pH, ელექტროგამტარობა, გახსნილი ჟანგბადი, მარილიანობა და ა.შ.
ონლაინ ანალიტიკა
ონლაინ ანალიტიკა
უნივერსალური კონტროლერების ნაკრები გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ იმ ტიპის კავშირი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ოპერაციებს. მათ შორის დისტანციური კავშირი, რომელიც მონაცემებზე გამარტივებულ წვდომას უზრუნველყოფს.
ქლორის ანალიზატორები
ქლორის ანალიზატორები
იქნება ეს ლაბორატორიული თუ საველე პირობები, HACH გთავაზობთ ქლორის ანალიზისთვის სენსორების, რეაგენტებისა და სხვა მოწყობილობების მრავალფეროვნებას.
რეაგენტები და სტანდარტები
რეაგენტები და სტანდარტები
HACH უზრუნველყოფს ქიმიური შენაერთების სანდო და ზუსტ შედეგებს, ინდუსტრიის ყველაზე მარტივ პლატფორმას და ავტომატურ ხელახალ შეკვეთებს Pick & Ship მეთოდით. კომპანიის რეაგენტები სპეციალურად შექმნილია მისი ინსტრუმენტებით სამუშაოდ.