Pentair-ის მულტინაციონალურ ჯგუფში გამორჩეულ ადგილს იკავებენ Sta-Rite® და Jung Pumpen GmbH. Sta-Rite დაარსდა 1934 წელს ამერიკაში, ვისკონსინის შტატში და დღეს წარმოდგენილია მსოფლიოს 100 – ზე მეტ ქვეყანაში. ადრეულ წლებში მისი წარმატება განაპირობა ტურბინული და ცენტრიფუგული ტუმბოების შეუდარებელმა ხარისხმა, რაც იქცა საწინდრად კომპანიის საერთაშორისო წარმატების. დღეს Sta-Rite არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი. Jung Pumpen – ის არსებობის ისტორია სცილდება 90 წელს. მისი სპეციალიზაცია არის ჩასაძირი ტუმბოების წარმოება, Sta-Rite-ის მსგავსად ისიც წარმოადგენს ხარისხით და გაყიდვების რაოდენობით მსოფლიო ლიდერს და ისიც ამავე დროს არის Pentair-ის ბიზნეს ჯგუფის განუყოფელი ნაწილი. Pentair აქტიურად მუშაობს წყლის ტუმბოების ტექნოლოგიებში არსებული ტექნიკური სირთულეების გადაჭრაზე და მუდმივად გვთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.
2020 წელს Pentair – მა გააფართოვა თავისი საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში კომპანია VORTEX Water Engineering – თან პარტნიორობით.