ნაკადის გაზომვა უკან დაბრუნება

ლუდვიგ კრონეს მიერ გერმანიაში, დუისბურგში 1921 წელს დაარსების დღიდან, KROHNE აწარმოებს სითხეებისა და აირების ფიზიკური პარამეტრების გაზომვის ინსტრუმენტებს.

საუკუნის განმავლობაში KROHNE ავითარებდა ტექნოლოგიებს პერმანენტული ინოვაციების დანერგვით, დღეს KROHNE ასაქმებს 4000 – ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 10% არის R&D მუშაკი, რაც კიდევ უფრო ავითარებს გაზომვის ტექნოლოგიებს, და სწორედ ამ მუდმივი გამოგონების და განვითარების სისტემის დამსახურებაა ის, რომ KROHNE არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც საფუძველს უყრის „ჭკვიანი საგნების“ ინტერნეტ ტექნოლოგიებს (IoT) პროცესების ინდუსტრიაში. KROHNE– ს მიერ მიღწეული გერმანული სიზუსტე კარგად გამოიხატება მის სლოგანში – „გაზომე ფაქტები”.

2021 წელს, KROHNE უკვე ოფიციალურად შემოვიდა საქართველოს ბაზარზე პროდუქციის სრული ჩამონათვალით და ასევე სრული ტექნიკური მომსახურებით. ამისთვის მათ შეარჩიეს ქართული წყლის და ჩამდინარე წყლების საინჟინრო კომპანია VORTEX Water Engineering.

ელექტრომაგნიტური მრიცხველები
ელექტრომაგნიტური მრიცხველები
მოწყობილობები განკუთვნილია გამტარი სითხეების ნაკადის გასაზომად, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის. მრიცხველებს ფართო გამოყენება აქვს სასმელი წყლიდან დაწყებული, უკიდურესად წებოვანი, აბრაზიული და აგრესიული სითხეების მიმართულებით.
ცვლადი ფართობის მრიცხველები
ცვლადი ფართობის მრიცხველები
აქტიურად გამოიყენება გამტარი და არაგამტარი სითხეებისა და აირების მოცულობითი ნაკადის სიჩქარის გასაზომად. მოწყობილობები ხასიათდება მარტივი, თუმცა ეფექტიანი მექანიკური მუშაობის პრინციპით.
ულტრაბგერითი მრიცხველები
ულტრაბგერითი მრიცხველები
ულტრაბგერითი მრიცხველები განკუთვნილია აირების, სითხეებისა და ორთქლის ნაკადის გასაზომად როგორც კომერციული, ასევე ინდუსტრიული გამოყენებისთვის.
კორიოლისის მასის ნაკადის მრიცხველები
კორიოლისის მასის ნაკადის მრიცხველები
იდეალურია აირების, სითხეების ან შერეული მასალების, მაგალითად აირნარევი სითხეების მაღალი სიზუსტით გასაზომად. მოწყობილობებით განისაზღვრება მასის დინების სიჩქარე, მოცულობის დინების სიჩქარე, სიმკვრივე, ტემპერატურა და ნივთიერების კონცენტრაცია.
მორევის ტექნოლოგიის მრიცხველები
მორევის ტექნოლოგიის მრიცხველები
მრიცხველები შემუშავებულია მაღალტექნოლოგიური ენერგიის მართვისა და უსაფრთხოების ინსტრუმენტული სისტემებისთვის.
დონის, წნევისა და ტემპერატურის გაზომვა
დონის, წნევისა და ტემპერატურის გაზომვა
წყლის დონის გასაზომად KROHNE გთავაზობთ გადამცემებს, ჩამრთველებს და ინდიკატორებს. წნევის გასაზომი მოწყობილობები მოიცავს გადამცემებს, პირველად ელემენტებსა და დიაფრაგმის ლუქებს, ტემპერატურის გასაზომად კი - აგრეგატებს, სენსორებს, გადამცემებსა და აქსესუარებს.