ინდუსტრიული ჩამდინარე წყლები უკან დაბრუნება

Nijhuis Saur Industries დაარსებულია 118 წლის წინ ჰოლანდიაში. კომპანიის პირველადი საქმიანობა იყო სხვადასხვა მოწყობილობების შეკეთება ტექსტილისა და რძის წარმოების ინდუსტრიებისთვის. 1977 წლისთვის Nijhuis -ს გააჩნდა სამი მიმართულება – სატუმბი სისტემები, სასაკლაო ინდუსტრიის მოწყობილობები და ჩამდინარე წყლების დამუშავება. დროსთან ერთად, მიღწეულმა წარმატებებმა ჩამდინარე წყლების დამუშავების მიმართულებით, რაც გამოიხატებოდა მრავალ წარმატებით შესრულებულ პროექტში, ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს შეძენასა და მრავალ დაპატენტებულ ტექნოლოგიაში, კომპანიის მენეჯმენტს გადააწყვიტინა, მოეხდინა კონცენტრირება ამ უკანასკნელ საქმიანობაზე. Nijhuis იყო ერთერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო DAF (გახსნილი ჰაერის ფლოტაცია) და Lamella separator -ების გამოყენება ჩამდინარე წყლების წმენდის პროცესში.

Nijhuis Saur Industries საქართველოში 2022 წლიდან წარმოადგენს კომპანია VORTEX Water Engineering.

ფლოკულატორები
ფლოკულატორები
ეს მოწყობილობები ჩამდინარე წყლებში ემულსიების, დისპერსიებისა და მძიმე მეტალების გაუვნებლებისთვის გამოიყენება. შედეგი წყალში კოგულანტების ან ნალექის გამომწვევის დამატების გზით მიიღწევა.
ფლოტაციის სისტემები
ფლოტაციის სისტემები
გახსნილი ჰაერის ფლოტაციის სისტემები (DAF) ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და ძლიერ მეთოდს გთავაზობთ ინდუსტრიული წყლებიდან შეწონილი მყარი ნაწილაკების, ცხიმებისა და ზეთების, ფოსფორის ან ნუტრიენტების მოსაცილებლად.
აერობული წმენდა
აერობული წმენდა
სისტემების მუშაობა ბიოლოგიურ პროცესს ეფუძნება, რომელიც აერობულ პირობებში კონტროლდება და იმართება. ეს პროცესი ეფექტიანად ამცირებს წყლიდან ჟანგბადის ქიმიურ და ბიოქიმიურ მოთხოვნას, აქროლად სუსპენზიურ მყარ ნივთიერებებს, ნახშირორჟანგს და ახალ ბიომასას.
ანაერობული წმენდა
ანაერობული წმენდა
ანაერობული დამუშავების სისტემები ეფექტიანად ამცირებს წყალში ჟანგბადის ქიმიურ და ბიოქიმიურ მოთხოვნას და აქროლად სუსპენზიურ მყარ ნივთიერებებს. ამავდროულად, იგი წარმოქმნის ბიოაირს და ძალიან ცოტა ბიომასას.
წყლის რეცირკულაცია
წყლის რეცირკულაცია
წყლის გადამუშავების პროცესის დროს სხვადასხვა წყაროებიდან აღებული ჩამდინარე წყლები მუშავდება და ხელახლა გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. მდინარეებში ჩაღვრის ნაცვლად, რეგიონული წყლის ციკლი წყალს იმ ტერიტორიაზე შეინარჩუნებს, სადაც იგი პირველად გამოიყენეს.
რესურსების აღდგენა
რესურსების აღდგენა
დიგესტატი მყარი ნივთიერებაა, რომელიც ბიოდეგრადირებადი მასალის ანაერობული დაშლის შემდეგ რჩება. Nijhuis-მა წყლიდან დიგესტატის მოსაშორებლად სხვადასხვა მეთოდები შეიმუშავა, მათ შორის მისი ბიოაირად ან ბიოსაწვავად გარდაქმნა.