ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები უკან დაბრუნება

In-Situ Inc. არის ამერიკული, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ინსტრუმენტების წამყვანი მწარმოებელი. 1976 წლიდან In-Situ ქმნის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ წყლის ანალიტიკის გადაწყვეტილებებს, მათი შექმნილია ინსტრუმენტი Aqua TROLL 500 და წლების შემდეგ, სწორად In-Situ-მ შექმა გარემოს მონიტორინგის პირველი ინდუსტრიული მობილური აპლიკაცია. In-Situ ცნობილია მაღალი სიზუსტის წყლის ანალიტიკის ინსტრუმენტებით, ხარისხისა და ნაკადის მართვის სისტემებით და ახლა უკვე წყლის ხარისხის მონაცემების დისტანციური წვდომის სხვადასხვა აპლიკაციებით, როგორც მობილური ტელეფონისთვის, ასევე კომპიუტერებისთვის.

In-Situ-ს მონიტორინგის მოწყობილობები და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმები ქმნიან ერთობლივ სისტემას, რისი საშუალებითაც მარტივი ხდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მონაცემების შეგროვება, ანალიტიკა და მართვა. საქართველოში, In-Situ-ს პროდუქცია და მომსახურებები წარმოდგენილია კომპანია VORTEX Water Engineering-ის მიერ.

წყლის ხარისხის საზომი მოწყობილობები
წყლის ხარისხის საზომი მოწყობილობები
ხელსაწყოების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის წყალში, იქნება ეს ზედაპირული, სანაპირო თუ მიწისქვეშა, სასმელი თუ ჩამდინარე წყლები. მოწყობილობები გამოირჩევა გამძლეობითა და მონაცემების შეგროვების მაღალი სიზუსტით.
დისტანციური მონიტორინგის ხელსაწყოები
დისტანციური მონიტორინგის ხელსაწყოები
ამ ხელსაწყოებით მონაცემების შეგროვება ველზე დიდი დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ამისთვის In-Situ გთავაზობთ მარტივად გამოსაყენებელ მობილური ტელემეტრიისა და მრავალფუნქციური მონაცემთა სერვისების პლატფორმას.
წყლის დონის მონიტორინგის ხელსაწყოები
წყლის დონის მონიტორინგის ხელსაწყოები
In-Situ ინდუსტრიის ლიდერია მაღალი ხარისხის ვენტილირებადი და არავენტილირებადი მონაცემთა შეყვანის მოწყობილობების მიმართულებით, რომლებიც უწყვეტად ზომავს წყლის დონეს.
ნაკადის მონიტორინგი
ნაკადის მონიტორინგი
Mace-ის მრიცხველები და სენსორები უზრუნველყოფენ მოქნილ და ადვილად მოსავლელ გადაწყვეტებს წყლის ნაკადის, სრული მოცულობის, დონისა და სიჩქარის გასაზომად ღია არხებსა და დახურულ მილებში, როგორც სამრეწველო, ასევე სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი მიზნებით გამოსაყენებლად.
კონტროლერები
კონტროლერები
In-Situ-ს დისტანციური მონიტორინგის კონტროლის სისტემები მრავალმხრივი გამოყენებით გამოირჩევა. Modbus-ით აღჭურვილი მონიტორები მრავალპარამეტრიანი მონიტორინგისა და სწრაფად რეაგირებადი სენსორებით მონაცემების მიღების საშუალებას იძლევა პირდაპირ SCADA სისტემაში როგორც ჩვეულებრივი, ასევე ჩამდინარე წყლების გარემოში.
დისტანციური მონიტორინგის პლატფორმა
დისტანციური მონიტორინგის პლატფორმა
In-Situ-ს ვებ პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, დისტანციურად მართოთ როგორც ინდივიდუალური მოწყობილობები, ასევე ინსტრუმენტების მთელი ქსელი. პლატფორმა HydroVu აერთიანებს თქვენს სისტემებს და ყველა ლოკაციიდან გაწვდით მონაცემებს.