წყლის დამუშავება და ფილტრაცია უკან დაბრუნება

Veolia დაარსდა 1853 წელს საფრანგეთში და დღეს წარმოადგენს წყლისა და ჩამდინარე წყლების დამუშავების სფეროში აბსოლუტურ გლობალურ ლიდერს. მულტინაციონალური ოპერაციებით მთელ მსოფლიოში, კომპანია გამოირჩევა შეუდარებელი ტექნოლოგიური მრავალფეროვნებით, ხარისხით, და ოპერაციული შესაძლებლობებით. ასწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა მსხვილმასშტაბიანმა მუნიციპალურმა და ინდუსტრიულმა პროექტებმა Veolia დაამკვიდრა როგორც საინჟინრო სრულყოფილების, ხარისხისა და საიმედოობის გლობალური ლიდერი.

წყლის დამუშავება
წყლის დამუშავება
VEOLIA-ს გადაწყვეტები ულტრაფილტრაციისა და ელექტროდეიონიზაციის ტექნოლოგიებს აერთიანებსუკუოსმოსისა და ნანოფილტრაციის მემბრანულ სისტემებთან, რაც მლაშე, ზღვის და შერეული ტიპის წყლის დასამუშავებლადაა განკუთვნილი. ეს სისტემები მოიცავს სპეციალიზებულ აღჭურვილობას და ოპტიმიზებულ დიზაინს, რათა უზრუნველყოს სუფთა წყლის მიწოდება სურსათის მრეწველობის, სამრეწველო და მუნიციპალური დანიშნულებისთვის.
Multiflo™
Multiflo™
Multiflo™ წყლის გაწმენდის ტექნოლოგიაა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. სისტემა იდეალურია მცირე და დიდი ზომის სადგურებისთვის, რადგან ერთ სისტემაში აერთიანებს კოაგულაციის, ფლოკულაციისა და საწინააღმდეგო დენის ლამელური დალექვის ეტაპებს.
Actiflo®
Actiflo®
Actiflo® იდეალურია სასმელი წყლისთვის და განსაკუთრებით ეფექტიანია წყალმცენარეების ჭარბი გამრავლების წინააღმდეგ, ფოსფორის მოსაცილებლად და წყალმცენარეებით გამოწვეული გემოსა და სუნის შესამცირებლად. ტექნოლოგია გამოსადეგია როგორც მუნიციპალური, სამრეწველო და ჩამდინარე წყლის მიმართულებით, ასევე წყლის განმეორებითი გამოყენებისთვის დასამუშავებლად და სანიაღვრე წყლების სამართავად.
იონური მიმოცვლის სისტემები
იონური მიმოცვლის სისტემები
იონური მიმოცვლის ტექნოლოგია მაღალი სიწმინდის დარბილებული და დემინარიზებული წყლის მითების აპრობირებული მეთოდია. იგი გამოიყენება ინდუსტრიებში, რომლებიც საჭიროებენ მაღალი სიწმინდის წყალს ან საწარმოო პროცესებიდან წყლის რეციკლირებას. VEOLIA გთავაზობთ აღნიშნული ტექნოლოგიით მომუშავე პროდუქტების ფართო არჩევანს სხვადასხვა დანიშნულებისთვის.
FILTRAFLO™ FCP-P
FILTRAFLO™ FCP-P
FILTRAFLO™ FCP-P არის მაღალეფექტიანი სტანდარტული მულტიმედია ფილტრი, რომელიც შექმნილია სიღრმისეული ფილტრაციისთვის და ხასიათდება დამაბინძურებლების შეკავების მაღალი უნარით. ეს სერია განკუთვნილია მრეწველობისთვის, სასმელი წყლის წარმოებისა და ჩამდინარე წყლების დამუშავების პროცესებისთვის.
Dusenflo™
Dusenflo™
Dusenflo™ გრავიტაციული ფილტრი გთავაზობთ სასმელი წყლის ფილტრაციის უნიკალურ, ეკონომიურ და მაღალეფექტიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურად მაღალი ხარისხის, სუფთა სასმელ წყალს. სისტემა იყენებს ფილტრაციის ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას.