სატუმბი და ულტრაფილტრაციის სისტემები უკან დაბრუნება

Pentair-ის მულტინაციონალურ ჯგუფში გამორჩეულ ადგილს იკავებენ Sta-Rite® და Jung Pumpen GmbH. Sta-Rite დაარსდა 1934 წელს ამერიკაში, ვისკონსინის შტატში და დღეს წარმოდგენილია მსოფლიოს 100 – ზე მეტ ქვეყანაში. ადრეულ წლებში მისი წარმატება განაპირობა ტურბინული და ცენტრიფუგული  ტუმბოების შეუდარებელმა ხარისხმა, რაც იქცა საწინდრად კომპანიის საერთაშორისო წარმატების. დღეს Sta-Rite არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი. Jung Pumpen – ის არსებობის ისტორია სცილდება 90 წელს. მისი სპეციალიზაცია არის ჩასაძირი ტუმბოების წარმოება, Sta-Rite-ის მსგავსად ისიც წარმოადგენს ხარისხით და გაყიდვების რაოდენობით მსოფლიო ლიდერს და ისიც ამავე დროს არის Pentair-ის ბიზნეს ჯგუფის განუყოფელი ნაწილი. Pentair აქტიურად მუშაობს წყლის ტუმბოების ტექნოლოგიებში არსებული ტექნიკური სირთულეების გადაჭრაზე და მუდმივად გვთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. 2011 წელს Pentair-მა ულტრაფილტრაციისა და მიკროფილტრაციის მემბრანების კომპანია X-Flow შეისყიდა, რომელიც სასმელი და ჩამდინარე წყლების ფილტრაციის თანამედროვე სისტემებს ავითარებს კომპანია ინჟინრული სიზუსტით და ფართო გამოყენების სპექტრით გამოირჩევა, რაც მას წყლის სისუფთავის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე სანდო პარტნიორად აქცევს.

2020 წელს Pentair – მა გააფართოვა თავისი საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში კომპანია VORTEX Water Engineering – თან პარტნიორობით.

ტუმბოები
ტუმბოები
Jung Pumpen გთავაზობთ ენერგოეფექტურ ტუმბოებს ჩამდინარე წყლებისთვის, დრენაჟისა და საკანალიზაციო სისტემებისთვის. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა გამძლეობითა და მაღალი ხარისხით როგორც კომერციული, ისე ინდუსტრიული მოხმარებისთვის.
საკანალიზაციო სატუმბი სადგურები
საკანალიზაციო სატუმბი სადგურები
Jung Pumpen-ის საკანალიზაციო სატუმბი სადგურები ჩამდინარე და ნარჩენი წყლების დაბალი ლოკაციებიდან მაღალ ლოკაციებზე გადასატანად გამოიყენება. სადგურების გამოყენება განსაკუთრებით იმ ადგილებშია მნიშვნელოვანი, სადაც წყლის გადასატანად ბუნებრივი დაქანება საკმარისი არაა.
წყლის მარაგის ტუმბოები
წყლის მარაგის ტუმბოები
Pentair გთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიის წყლის მარაგის ტუმბოებს, რომელთა შორისაა ცენტრიფუგული ტუმბოები, საირიგაციო, ინდუსტრიული, ზღვაზე წყლის მიწოდების, პროპელერიანი ტუმბოები და ა.შ.
წყალარინების ტუმბოები
წყალარინების ტუმბოები
ჩამდინარე წყლების წყალარინება ძლიერ ტუმბოს მოითხოვს. Pentair გთავაზობთ კანალიზაციის, ჩამდინარე წყლების, მყარი ნივთიერებების გაუვნებლების და სხვა ტუმბოებს, რომლებიც დაბინძურებული წყლის მოცილებაში დაგეხმარებათ, იქნება ეს წყალარინება თუ წყლის გამწმენდ სისტემაში გადატანა.
AQUAFLEX
AQUAFLEX
Pentair X-Flow-ის Aquaflex ინოვაციური მემბრანული დანადგარია, რომელიც წყლის ულტრაფილტრაციისთვის გამოიყენება. Aquaflex ზედაპირული წყლების დამუშავებისთვის, ჩამდინარე წყლების გადამუშავებისა და სასმელი წყლის წარმოებისთვისაა შემუშავებული.
CROSSFLOW MBR
CROSSFLOW MBR
X-Flow Crossflow MBR გადაწყვეტა მემბრანებსა და ბიოლოგიურ დამუშავებას აერთიანებს. Crossflow MBR უნიკალური მემბრანული გადაწყვეტაა ჩამდინარე წყლების, მაგალითად ნავთობის შემცველი წყლების გასაწმენდად.

დამატებითი ინფორმაცია