აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - გზამკვლევი
უკან დაბრუნება

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - გზამკვლევი

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - გზამკვლევი
27 ივლისი, 2026
2 წუთის საკითხავი

ახალი წყლის კანონი საქართველოში 2027 წლის სექტემბრიდან შედის ძალაში, რომელიც საფუძველს უყრის ქვეყნის წყლის პოლიტიკის ჰარმონიზაციას საუკეთესო საერთაშორისო და ევროკავშირის პრაქტიკებთან. კანონპროექტის აღსრულება პირდაპირაა დამოკიდებული იმ ტექნიკურ რეგლამენტებზე, რომლებიც 2027 წლის სექტემბრამდე უნდა ამუშავდეს და რომლებიც ასევე შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკებთან. ახალი კანონი შეეხება:

  1. სასმელი წყლის ხარისხს
  2. ჩამდინარე წყლების მართვას
  3. სახელმწიფოს მიერ წყლის რესურსების აღრიცხვას

წყლის ახალი კანონი მოიცავს მრავლობით სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს, რაზე დაფუძნებითაც ხდება წყლის ხარისხის და აღრიცხვის მეთოდოლოგიების შედგენა და მათი ვერიფიკაცია. ისინი უზრუნველყოფენ გაზომვის სიზუსტეს, მოწყობილობების ჰიგიენურ და ფუნქციურ უსაფრთხოებას და მონაცემთა სანდოობას.

ამ ტექნიკური მიმოხილვის სერიების მიზანია გერმანიის მაგალითზე აჩვენოს, როგორ შეიძლება ISO, EN, DIN, OIML და სხვა აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება საქართველოს ტექნიკურ რეგლამენტებში ისე, რომ რეგულაციები იყოს პრაქტიკულად გამოსაყენებელი, შემოწმებადი და თანხვედრაში ევროკავშირის მიდგომებთან, რომლებიც გამიზნულია ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებისკენ და სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვისკენ.

რეკომენდებული სტანდარტების ჩარჩო წყლის სექტორისთვის:

წყლის სექტორის რეგულირებისთვის რეკომენდებული სტანდარტები ექვს ფუნქციურ ჯგუფად იყოფა. ასეთი დაყოფა ეხმარება მარეგულირებელსა და შემსყიდველს, თითოეული მოთხოვნა დაუკავშიროს კონკრეტულ რისკს: ჰიგიენურ უსაფრთხოებას, ლეგალურ აღრიცხვას, გარემოსდაცვით მონიტორინგს, ლაბორატორიული შედეგების სანდოობას, სამრეწველო უსაფრთხოებას ან ორგანიზაციულ მართვას:

  1. ჯგუფი A: სასმელი წყლის უსაფრთხოება— TrinkwV, KTW, DVGW W270
  2. ჯგუფი B: კომერციული აღრიცხვა— MID, OIML R49, ISO 4064
  3. ჯგუფი C: გარემოსდაცვითი მონიტორინგი— MCERTS, UBA, TÜV, WMO
  4. ჯგუფი D: ლაბორატორიული ხარისხი— ISO 17025
  5. ჯგუფი E: სამრეწველო უსაფრთხოება— SIL, IEC 61508, ATEX
  6. ჯგუფი F: მართვის სისტემები— ISO 9001, ISO 14001, ISO 45001

შემსყიდველმა და მარეგულირებელმა ორგანოებმა თითოეული გამოყენების სფეროსთვის უნდა მოახდინოს შესაბამისობის დოკუმენტების/სერტიფიკატების მოთხოვნა-გამოყენების ნორმალიზება ეროვნული მასშტაბით, რათა თავიდან ავიცილოთ წყლის რესურსების მართვაში ისეთი პროდუქციის გამოყენება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ხარისხის იმ სტანდარტებს, რომლებიც ნორმალიზებული და ჰარმონიზებულია განვითარებულ ქვეყნებში, და რომელთა მიზანია უზრუნველყოს მაღალ ხარისხი და აგვაცილოს ფინანსების, რესურსებისა და დროის უშედეგო ხარჯვა.

მნიშვნელოვანი აკრონიმები, რომლებიც გამოიყენება წყლის სექტორის რეგულირებაში:

აკრონიმი

მნიშვნელობა

რელევანტურობა რეგულირებისთვის

MID

საზომი ხელსაწყოების დირექტივა

ლეგალური აღრიცხვა

OIML R49

წყლის მრიცხველის სტანდარტი

სიზუსტე

DVGW

გერმანიის წყლის ასოციაცია

სასმელი წყლის უსაფრთხოება

ISO 17025

კალიბრაციის კომპეტენტურობა

სანდო გაზომვები

SIL

ფუნქციური უსაფრთხოება

მაღალი რისკის ობიექტები

PTB

ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტი (გერმანია)

ტიპის დამტკიცება და საკანონმდებლო მეტროლოგია

WELMEC

ევროპული საკანონმდებლო მეტროლოგიის თანამშრომლობა

ევროპული MID ჰარმონიზაცია

UBA

ფედერალური გარემოსდაცვითი სააგენტო (გერმანია)

გარემოსდაცვითი სტანდარტები და შესაბამისობა

TÜV

ტექნიკური ინსპექტირების ასოციაცია

უსაფრთხოებისა და ხარისხის სერტიფიცირება

MCERTS

მონიტორინგის სერტიფიცირების სქემა (დიდი ბრიტანეთი)

გარემოსდაცვითი ხელსაწყოების ვერიფიკაცია

WMO

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

გლობალური ჰიდრომეტეოროლოგიური სტანდარტები

LAWA

გერმანიის სამუშაო ჯგუფი წყლის საკითხებზე

წყლის მართვის სახელმძღვანელო მითითებები

ATEX

ფეთქებადი ატმოსფეროების დირექტივა

უსაფრთხოების შესაბამისობა


გაზიარება

რას ნიშნავს ევროკავშირის დირექტივა ჩამდინარე წყლების მომავლისთვის
14 აპრილი, 2026

რას ნიშნავს ევროკავშირის დირექტივა ჩამდინარე წყლების მომავლისთვის

ევროკავშირის 2024/3019 ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის დირექტივა არა უბრალოდ რეგულაციების წყება, არამედ გზამკვლევი წყლის სექტორში ნულოვანი დაბინძურებისა და კლიმატ-ნეიტრალურობის მისაღწევად.

ლამის დამუშავების საუკეთესო პრაქტიკები - რას გთავაზობთ Nijhuis Saur Industries
20 ოქტომბერი, 2025

ლამის დამუშავების საუკეთესო პრაქტიკები - რას გთავაზობთ Nijhuis Saur Industries

Nijhuis Saur Industries გთავაზობთ ინოვაციურ და ხარჯთეფექტიან გადაწყვეტებს, რომლებიც ლამის დამუშავების პროცესის ყველა ეტაპის ოპტიმიზაციისთვისაა შექმნილი.

ნაკადის გაზომვის სიზუსტე: რატომ უნდა აირჩიოთ KROHNE 
25 სექტემბერი, 2025

ნაკადის გაზომვის სიზუსტე: რატომ უნდა აირჩიოთ KROHNE 

რატომაა მნიშვნელოვანი ნაკადის მრიცხველებში გაზომვის მაქსიმალური სიზუსტე და რას უნდა ითვალისწინებდეს ნაკადის გაზომვის ტექნოლოგიები.