ქვემოთ წარმოდგენილი სტანდარტები და ეროვნული რეგულაციები ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც აგებულია სასმელი წყლის უსაფრთხოების სისტემა გერმანიასა და ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში:
- KTW
- DVGW W270
- TrinkwV
KTW/DVGW/W270 სერტიფიკატები, რომლებიც გერმანიის კანონმდებლობითაა მოთხოვნილი, უზრუნველყოფს, რომ მოწყობილობაში გამოყენებული მასალები უსაფრთხო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ ცვლიდეს სასმელი წყლის თვისებებს.
- KTW - გერმანიის პლასტმასის მასალებისა და სასმელი წყლის სტანდარტი, გერმანიის გარემოსდაცვითი სააგენტოს (UBA) სახელმძღვანელო მითითებებია, რომელიც სასმელ წყალთან კონტაქტში მყოფი მასალების ქიმიურ უსაფრთხოებას ამოწმებს.
- DVGW W270 (გერმანიის ბუნებრივი აირისა და წყლის ასოციაცია) სერტიფიკატი ადასტურებს მოწყობილობის შესაბამისობას ყველა ტექნიკურ და ჰიგიენურ მოთხოვნასთან.
გერმანიის სასმელი წყლის დადგენილების - TrinkwV[1]-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, წყლის მრიცხველების მასალები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ მოწყობილობა წყალმომარაგების სისტემაში ბაქტერიულ დაბინძურებას არ შეუწყობს ხელს.
DVGW-ის ტექნიკური წესები უკავშირდება და ეყრდნობა DIN EN ISO 4064 სტანდარტს და აღნიშნავს, რომ წყლის მრიცხველები MessEG-ის გაზომვისა და კალიბრაციის შესახებ გერმანიის ფედერალური კანონის დამოწმების მოთხოვნებს ექვემდებარება. (DIN EN ISO აბრევიატურები იმაზე მიგვითითებს, რომ დოკუმენტი ერთდროულად სამივე - საერთაშორისო (ISO), ევროპისა(EN) და გერმანიის(DIN) დონეზეა მიღებული).
ერთობლივად, ეს ოთხი რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ გერმანიის სასმელი წყლის სისტემებში გამოყენებული ნებისმიერი კომპონენტი (მრიცხველები, სარქველები, მილები, საზომი და საკონტროლო ხელსაწყოები, და სხვა) იყოს: სამართლებრივად შესაბამისი (TrinkwV), ქიმიურად უსაფრთხო (KTW), მიკრობიოლოგიური ზემოქმედების მიმართ მდგრადი (W270), და სრულად გამოცდილი და სერტიფიცირებული აღიარებული ავტორიტეტის მიერ (DVGW).
წყაროები:
[1] - TrinkwV