ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები
უკან დაბრუნება

ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები

ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები
3 სექტემბერი, 2026
2 წუთის საკითხავი

2027 წლის 1-ლი სექტემბრიდან სრულად ამოქმედდება საქართველოს კანონი წყლის რესურსების შესახებ, რომელიც ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების ახალ, უფრო მკაცრ პირობებს აწესებს. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2026 წლის 17 ივლისს გამოიცა, მიზნად ისახავს ზედაპირული წყლის ობიექტების დაცვას ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების მავნე ზემოქმედებისგან. იგი აწესებს აღნიშნული წყლების შეგროვების, გაწმენდისა და ჩაშვების მოთხოვნებს, რაც ვრცელდება როგორც მოქმედ, ასევე დაპროექტების ეტაპზე მყოფ ობიექტებზე.

წყლის ობიექტში ჩაშვებამდე ურბანულ და ინდუსტრიულ წყალში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია უნდა აკმაყოფილებდეს ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმებს. ეს უკანასკნელი არის ნივთიერებების ის მაქსიმალური მასა, რომლის ჩაშვება დროის ერთეულში, წყლის ობიექტის მოცემულ მონაკვეთში, არ დაარღვევს მის დადგენილ რეჟიმსა და წყლის ნორმატიულ ხარისხს.

ნებისმიერი ზედაპირული წყლის ობიექტისთვის ზდჩ ნორმა განისაზღვრება ფორმულით:

ზდჩ = q x Cზდჩ

სადაც:

  • q არის ჩამდინარე წყლის დამტკიცებული მაქსიმალური ხარჯი დროის ერთეულში, მ3/სთ.
  • Cზდჩ – ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელი ნივთიერების დასაშვები კონცენტრაცია, მგ/ლ (გ/მ3).

მაგალითად, თუ საწარმოსთვის დაწესებული მაქსიმალური ჩამდინარე წყლის რაოდენობის ნორმა 150 მ3/სთ არის, მაქსიმალური შეწონილი ნაწილაკების ჩაშვების ნორმა კი 40 მგ/ლ, ამ შემთხვევაში მისი ზდჩ ნორმა იქნება 150 x 40 = 6000.

ჩამდინარე წყლების მონიტორინგის ვალდებულება, ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ოპერატორებსა და სამრეწველო ობიექტებს ეკისრება.

რაც შეეხება ზდჩ-ის ნორმების პროექტს, წყალმოსარგებლე ობიექტს შეუძლია თვითონ დაამუშაოს იგი, ან დაუკვეთოს საპროექტო, სამეცნიერო-კვლევით, ან სხვა ორგანიზაციას, რომელსაც ამ სფეროში აქვს კომპეტენცია. ზდჩ-ის ნორმებს თითოეული წყალმოსარგებლისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი ითანხმებს, არაუმეტეს 5 წლის ვადით. პროქტის შემუშავებისთვის საჭირო საწყისი მონაცემების სისწორეზე კი პასუხისმგებლობა საქმიანობის განმახორციელებელს ეკისრება.

თითოეული წყალმოსარგებლისთვის ზდჩ-ს ნორმებს არაუმეტეს 5 წლის ვადით ითანხმებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი.


გაზიარება

რას ნიშნავს ევროკავშირის დირექტივა ჩამდინარე წყლების მომავლისთვის
14 აპრილი, 2026

რას ნიშნავს ევროკავშირის დირექტივა ჩამდინარე წყლების მომავლისთვის

ევროკავშირის 2024/3019 ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის დირექტივა არა უბრალოდ რეგულაციების წყება, არამედ გზამკვლევი წყლის სექტორში ნულოვანი დაბინძურებისა და კლიმატ-ნეიტრალურობის მისაღწევად.

წყლის სექტორში ნულოვანი დაბინძურება და კლიმატ-ნეიტრალურობა: გზა უფრო მდგრადი მომავლისკენ
16 ოქტომბერი, 2026

წყლის სექტორში ნულოვანი დაბინძურება და კლიმატ-ნეიტრალურობა: გზა უფრო მდგრადი მომავლისკენ

როგორ შეუძლია წყლის სექტორს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა - გაეცანით ნულოვანი დაბინძურებისა და კლიმატ-ნეიტრალური წყლის ინფრასტრუქტურის თანამედროვე ტექნოლოგიებს.

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ლაბორატორიული ხარისხი
3 აგვისტო, 2026

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ლაბორატორიული ხარისხი

რა მოთხოვნებს უყენებს ISO 17025 სტანდარტი, DIN EN ISO მეთოდები და DAkkS აკრედიტაცია წყლის ლაბორატორიულ ანალიზებს გერმანიაში.