სპექტროფოტომეტრის შეძენა სერვის-გეგმის გარეშე: რატომ ჯდება აპარატურა ორჯერ ძვირი?
უკან დაბრუნება

სპექტროფოტომეტრის შეძენა სერვის-გეგმის გარეშე: რატომ ჯდება აპარატურა ორჯერ ძვირი?

სპექტროფოტომეტრის შეძენა სერვის-გეგმის გარეშე: რატომ ჯდება აპარატურა ორჯერ ძვირი?
5 აგვისტო, 2026
3 წუთის საკითხავი

წყალმომარაგების, ჩამდინარე წყლების მართვისა თუ გარემოსდაცვითი მონიტორინგის სექტორში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული აპარატურის შეძენა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ხშირად, შესყიდვების პროცესში მთავარი ყურადღება მოწყობილობის პირველად ფასზე მახვილდება, ხოლო მისი შემდგომი ტექნიკური მომსახურება არასაჭიროდ აღიქმება.

სინამდვილეში, შეძენა მხოლოდ ინვესტიციის დასაწყისია. ნებისმიერი ოპტიკური საზომი ხელსაწყო შედგება ცვეთადი ნაწილებისგან, რომლებიც დროთა განმავლობაში მოწყობილობას უკარგავს სიზუსტეს, მაშინაც კი, როცა იგი გარეგნულად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

სპექტროფოტომეტრის შეძენა სერვის-გეგმის გარეშე ქმნის როგორც ფინანსურ, ისე ოპერაციულ რისკებს. ცდომილება წყლის ხარისხის ანალიზში ნიშნავს არა მხოლოდ ტესტების ხელახლა ჩატარებას, არამედ რეგულაციებთან შეუსაბამობას, ლაბორატორიისთვის აკრედიტაციის დაკარგვას, ჯარიმებსა და რეპუტაციულ ზიანს.

რა ემართება ოპტიკასა და ცვეთად ნაწილებს

სიზუსტე მოითხოვს რეგულარულ მხარდაჭერას. ნებისმიერი მაღალი სიზუსტის ოპტიკური ინსტრუმენტი დროთა განმავლობაში განიცდის ფიზიკურ და ოპტიკურ ცვეთას. მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს, როგორიცაა HACH DR4900 და DR6000, ექსპლუატაციისას რეგულარული კალიბრაცია და ნაწილების ცვლა სჭირდებათ. მოწყობილობების ოპტიკური სიზუსტის შესანარჩუნებლად აუცილებელია:

  • DR4900-ის შემთხვევაში: ლინზების ნაკრების (Lense Set) ჩანაცვლება ყოველ 12 თვეში ერთხელ.
  • DR6000-ის შემთხვევაში: აუცილებელია ფილტრის (Filter pad), ჰალოგენისა და დეიტერიუმის ნათურების რეგულარული ჩანაცვლება (მაგალითად, ნათურები იცვლება მუშაობის სიხშირის მიხედვით). ფილტრის საფენი იცვლება წელიწადში საშუალოდ 1-ხელ, მბრუნავი რგოლი — 0.5-ჯერ, ჰალოგენის ნათურა — 0.3-ჯერ, ხოლო დეიტერიუმის ნათურა — 0.25-ჯერ წელიწადში. ეს რიცხვები საშუალო მაჩვენებლებია და დამოკიდებულია მოწყობილობის დატვირთვაზე.
  • მექანიკური და ელექტრონული კომპონენტები: კიუვეტის დამჭერი მექანიზმის დეტალები, როგორიცაა Drive Ring / Driving Collar, განიცდის მუდმივ მექანიკურ ხახუნს და მათი ჩანაცვლება საჭიროა საშუალოდ 12-24 თვეში.

ტექნიკური მომსახურების გარეშე ეს კომპონენტები მწყობრიდან გამოდის, რა დროსაც აპარატი უბრალოდ არაზუსტ შედეგებს მოგაწვდით.

რეგულაციური და ხარისხის შესაბამისობა

ლაბორატორიისთვის ხელსაწყოს სიზუსტე არის რეგულაციური მოთხოვნა და აკრედიტაციის გავლის წინაპირობა. ეს უკანასკნელი არის იმის ოფიციალური დასტური, რომ ლაბორატორია არის კომპეტენტური და უზრუნველყოფს ზუსტ, მანიპულაციებისგან თუ შეცდომებისგან დაცულ, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის შედეგებს.

ზემოხსენებული ორივე მოწყობილობის შემთხვევაში HACH გთავაზობთ რამდენიმე ტიპის სერვისს, რომელთაგან ყველაზე სრული პაკეტი მოიცავს:

  • ცვეთადი ნაწილების გამოცვლას;
  • გაბნეული სინათლის, ფოტომეტრული და ტალღის სიგრძის სიზუსტის შემოწმებას - პარამეტრების, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავენ გაზომვის შედეგს.
  • ოპტიკისა და კამერის ზუსტ კალიბრაციასა და გასუფთავებას
  • პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას
  • მოწყობილობის ვერიფიკაციას
  • სერვისის დასრულებისას მუშაობისა და შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემას, რაც მარეგულირებელი მოთხოვნებისა და ISO სტანდარტების დაკმაყოფილებას ადასტურებს.

მხოლოდ ავტორიზებულ HACH სერვისს შეუძლია გასცეს ISO სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მოწყობილობა აკმაყოფილებს გაზომვის სიზუსტის მოთხოვნებს. სერვისის დასრულების შემდეგ გაიცემა სერვის-ანგარიში და შესრულების სერტიფიკატი, რომლებიც აუდიტისა და ხარისხის მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილია.

  • ISO/IEC 17025 (General requirements for the competence of testing and calibration laboratories) – ეს არის მთავარი სტანდარტი ლაბორატორიებისთვის. ის ითხოვს, რომ ყველა საზომი აპარატურა იყოს რეგულარულად კალიბრირებული, ჰქონდეს მიკვლევადობა (Traceability) და აპარატურის ცდომილებები იყოს დოკუმენტირებული. HACH-ის სერვისის სერტიფიკატი სწორედ ISO 17025-ის აუდიტის გასავლელად არის კრიტიკულად აუცილებელი. იგი ადასტურებს ტესტირებისა და კალიბრაციის პროცედურების კომპეტენციას.
  • ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემები) – ხარისხის მენეჯმენტის ზოგადი სტანდარტი. ითხოვს, რომ საწარმოს ან ლაბორატორიას ჰქონდეს აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურებისა და კალიბრაციის გაწერილი, პრევენციული გეგმა.
  • კარგი ლაბორატორიული პრაქტიკა - რომელიც უზრუნველყოფს კვლევების ერთგვაროვნებას, თანმიმდევრულობას, საიმედოობასა და განმეორებადობას, ხარისხსა და მთლიანობას - აკრედიტაცია.

ყოველწლიური პრევენციული სერვისის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისობის სერტიფიკატი და სერვის-ანგარიში, რაც წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს მარეგულირებელი ორგანოებისთვის და აუდიტისთვის და ამარტივებს აკრედიტაციის გავლას.

HACH Service Plan-ის არჩევა უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას:

  1. პრიორიტეტული რეაგირება და ტექნიკური მხარდაჭერა: ცხელი ხაზის მეშვეობით ხდება პრობლემების სწრაფი დისტანციური დიაგნოსტიკა.
  2. ფინანსური პროგნოზირებადობა: სერვის-ხელშეკრულების ფარგლებში ცვეთადი ნაწილები და ჩანაცვლების სამუშაოები შედის პაკეტში, რაც გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ხარჯებს და აადვილებს წლიური ბიუჯეტის დაგეგმვას.

დასკვნა: VORTEX-ის სერვის-მხარდაჭერა, როგორც სანდოობის გარანტია

მოწყობილობის შეძენა სერვის გეგმასთან ერთად არა დამატებითი ხარჯი, არამედ ინვესტიციაა მონაცემთა უტყუარობაში, აპარატურის ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობასა და მშვიდ ოპერაციულ საქმიანობაში, რაც საბოლოოდ ბიუჯეტის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ.

კომპანია VORTEX Water Engineering, როგორც HACH-ის ოფიციალური პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გთავაზობთ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას - პრევენციულ ტექმომსახურებას, სერტიფიცირებულ კალიბრაციას, სათადარიგო ნაწილებსა და ოპერაციულ უწყვეტობას. ჩვენ უზრუნველვყოფთ არამხოლოდ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მოწოდებას, არამედ მათ შემდგომ გეგმურ სერვისს, ISO სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას და კვალიფიციურ საინჟინრო მხარდაჭერას.