აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ჩამდინარე წყლებისა და წყლის რესურსების მონიტორინგი
უკან დაბრუნება

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ჩამდინარე წყლებისა და წყლის რესურსების მონიტორინგი

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ჩამდინარე წყლებისა და წყლის რესურსების მონიტორინგი
3 აგვისტო, 2026
2 წუთის საკითხავი

გერმანიასა და ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში წყლის რესურსებისა და ჩამდინარე წყლების მონიტორინგის სისტემების ფუნქციონირება და სიზუსტე ქვემოთ წარმოდგენილი სტანდარტებითა და ეროვნული რეგულაციებით არის განსაზღვრული:

  • MCERTS
  • UBA
  • TÜV
  • WMO

UBA-ისა და ტექნიკური ზედამხედველობის ასოციაციის (TÜV) მოთხოვნებთან შესაბამისობა ნიშნავს ავტომატური საზომი სისტემების ვარგისიანობის მკაცრ ტესტირებას. მონიტორინგის სერტიფიცირების სქემის - MCERTS-ის სერტიფიკატი კი ადასტურებს წყლის უწყვეტი, ონლაინ მონიტორინგის მოწყობილობების სანდოობას ინდუსტრიულ და მუნიციპალურ ჩამდინარე წყლებში გამოსაყენებლად.

ამ სტანდარტებთან შესაბამისობა გერმანიის მარეგულირებელ გარემოში გამოიყენება როგორც ჩამდინარე წყლების მონიტორინგის ტექნიკური საფუძველი და დაკავშირებულია AbwV-ის მოთხოვნებთან. ამიტომ საქართველოს ტექნიკურ რეგლამენტებში მათი გამოყენება მიზანშეწონილია როგორც შემოწმებადი ხარისხის და მონაცემთა სანდოობის კრიტერიუმი.

დამატებით, TÜV/UBA სპეციფიკურად მოთხოვნილია იმ სისტემებისთვის, რომლებიც გარემოსდაცვით ორგანოებთან ავტომატურ ანგარიშგებას ახორციელებენ. იგი ადასტურებს, რომ ავტომატური სისტემები უზრუნველყოფს გაზომვებს, რომლებიც DIN/ISO სტანდარტების შესაბამისი ხელით გაზომვის მეთოდების ეკვივალენტურია.

მსოფლიოს მეტროლოგიური ორგანიზაციის (WMO) No. 8 სტანდარტი (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სახელმძღვანელო ხელსაწყოებისა და დაკვირვების მეთოდების შესახებ) არის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გლობალური ტექნიკური საფუძველი.

WMO No.8 სტანდარტი სენსორების მეთოდოლოგიასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს განსაზღვრავს, რაც აუცილებელია გრძელვადიანი კლიმატისა და გარემოს ტენდენციების ანალიზისთვის. აღნიშნული ჰიდროლოგიასა და მეტეოროლოგიაში თანმიმდევრული და მაღალხარისხიანი მონაცემების მიღების გარანტიაა.

რაც შეეხება ISO 748-ს, ეს არის ჰიდრომეტრიის ტექნიკური სტანდარტი, რომელიც ღია არხებში სითხის ნაკადის გაზომვას არეგულირებს.

WMO No.8-ისა და ISO 748-ის სტანდარტების ინტეგრირება გერმანიის მარეგულირებელ გარემოში ხდება LAWA-Pegelvorschrift (წყლის დონის გაზომვის ინსტრუქციების) მეშვეობით. LAWA-ს ინსტრუქციები განსაზღვრავს მონაცემთა ხარისხს, რომელიც სავალდებულოა ფედერალური და რეგიონული მონიტორინგის ქსელებისთვის.

აღნიშნული სტანდარტების ფლობა იმის დასტურია, რომ ამ კომპანიების სენსორები აკმაყოფილებს მაღალი სიზუსტის კლასებს - როგორც წესი, < 0.05% Full Scale (FS) ცდომილებით, რაც გერმანიის ოფიციალური ჰიდრომეტრიული აღრიცხვისთვისაა აუცილებელი.

გერმანიის სახელმწიფო უწყებების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კომპანიებმა თავიანთი მონაცემების მიღება, კალიბრაცია და სტანდარტული ოპერაციული პროცედურები უნდა შეუსაბამონ ISO/DIN სტანდარტებს, რომლებშიც ISO 748 ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

ერთობლივად, ეს გარემოსდაცვითი და ტექნიკური ავტორიტეტული ორგანიზაციები ქმნიან მარეგულირებელ და ტექნიკურ ჩარჩოს, რომელიც ადგენს ეროვნულ გარემოსდაცვით მოთხოვნებს (UBA), აწესებენ მონიტორინგის მოწყობილობების მიმართ მკაცრ სტანდარტებს (MCERTS), უზრუნველყოფენ უსაფრთხოებისა და ხარისხის დამოუკიდებელი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დადასტურებას (TÜV) და ადგენენ ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვების სიზუსტის საერთაშორისო სტანდარტებს (WMO).


გაზიარება

წყლის ანალიტიკის გერმანული სტანდარტების გზამკვლევი
17 მარტი, 2026

წყლის ანალიტიკის გერმანული სტანდარტების გზამკვლევი

წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვის გერმანული სტანდარტებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის გზამკვლევი.

ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები
3 სექტემბერი, 2026

ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები

2027 წლიდან ჩამდინარე წყლების ჩაშვების ახალი რეგულაციები ამოქმედდება. გაიგეთ, როგორ ანგარიშდება ზდჩ-ის ნორმები და რა ვალდებულებები ეკისრებათ საწარმოებს.

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ლაბორატორიული ხარისხი
3 აგვისტო, 2026

აღიარებული სტანდარტების ინტეგრირება წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებში - ლაბორატორიული ხარისხი

რა მოთხოვნებს უყენებს ISO 17025 სტანდარტი, DIN EN ISO მეთოდები და DAkkS აკრედიტაცია წყლის ლაბორატორიულ ანალიზებს გერმანიაში.