სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები
უკან დაბრუნება

სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები

სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები
3 სექტემბერი, 2026
2 წუთის საკითხავი

საქართველოში სამრეწველო საწარმოებისთვის ჩამდინარე წყლების ჩაშვება მკაცრად რეგულირდება ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმებით. ამ ბლოგში მოგიყვებით მთავარ პრინციპებზე, რასაც ყველა ის საწარმო უნდა იცნობდეს, რომელიც საწარმოო პროცესში წყალს იყენებს.

ზღვრულად დასაშვები ნორმები თითოეული საკონტროლო მაჩვენებლისთვის შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით განისაზღვრება:

  • ფონური კონცენტრაცია თითოეულ საკონტროლო მაჩვენებელზე
  • წყალსარგებლობის კატეგორია
  • ჩასაშვები წყლის ობიექტში არსებული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები.

საწარმოს მიერ წარმოსადგენი ზდჩ-ის ნორმების პროექტი უნდა შეიცავდეს:

  • წყლის ობიექტის ჰიდროლოგიურ და ხარისხობრივ დახასიათებას;
  • მოკლე ცნობებს საწარმოს შესახებ, როგორებიცაა სიმძლავრე, ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული ნედლეულის და გამოშვებული პროდუქციის დახასიათება, მუშაობის რეჟიმი და ა.შ.
  • საწარმოში წყლის გამოყენების დახასიათებას, ჩამდინარე წყლების წყაროების აღწერას, მათ რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს;
  • გამწმენდ ნაგებობათა დახასიათებას, მათ შორის საპროექტო და ფაქტიურ სიმძლავრეს, გაწმენდის მეთოდს და ტექნოლოგიურ სქემას;
  • ზდჩ-ის ნორმების გაანგარიშებას;
  • ავარიული ჩაშვების თავიდან აცილებისთვის საჭირო ღონისძიებებს;
  • ზდჩ-ის ნორმების მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებათა გეგმას;
  • პროექტს თან უნდა დაერთოს საწარმოს გენერალურ გეგმას და საწარმოს განლაგების რაიონის სიტუაციურ სქემას.

თუ წყლის ობიექტში დამაბინძურებლების ფონური კონცენტრაციები დასაშვებ ზღვარზე მეტია და წყლის ჩაშვების შემდეგ განზავება ვერ მოხდება, ჩასაშვები წყლის ზდჩ-ის ნორმები მიმღები წყლის ობიექტისთვის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დონეზე უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ თუ საწარმოს ჩამდინარე წყალში დამაბინძურებლების ფაქტობრივი კონცენტრაცია ნაკლებია ზდჩ-ზე, მაშინ სწორედ ეს ფაქტობრივი მაჩვენებელი განისაზღვრება ახალ ნორმად. აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა, რადგან იგი პირდაპირ განსაზღვრავს საწარმოს სამომავლო ვალდებულებებს.

სეზონურ მდინარეში სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემთხვევაში ზდჩ-ის ნორმები დგინდება წყალსარგებლობის შესაბამისი წყლის კატეგორიის ობიექტისთვის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დონეზე.

თბოსადგურებისა და წყლის გამაგრილებელი სისტემების შემთხვევაში, ჩაშვებული წყლის ზდჩ-ის ნორმები არ უნდა აღემატებოდეს წყალაღების ადგილზე არსებულ ფონურ კონცენტრაციას.

იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ჩამდინარე წყალს ქალაქის საკანალიზაციო ან წყალსამეურნეო სისტემაში უშვებს, პირობები დგინდება უშუალოდ სისტემის მფლობელთან შეთანხმებით, რაც ცალკე მოლაპარაკების საგანია და მონიტორინგის საჭიროებას აჩენს.

აქედან გამომდინარე, ზუსტი, უწყვეტი მონიტორინგი არამხოლოდ საკანონმდებლო ვალდებულება, ასევე ინსტრუმენტია, რომელიც საწარმოებს ზედმეტი ხარჯების და რეგულაციების დარღვევის თავიდან არიდებაში ეხმარება.


გაზიარება

წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი გამოქვეყნდა
25 სექტემბერი, 2026

წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი გამოქვეყნდა

გაეცანით წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ახალ ტექნიკურ რეგლამენტს, ელექტრონულად შევსების წესებს, ვადებსა და მეწარმეთა ვალდებულებებს.

გერმანული „ოქროს სტანდარტი“ ჩამდინარე წყლების მართვაში: კანონი, ტექნოლოგია და პრაქტიკა
13 თებერვალი, 2026

გერმანული „ოქროს სტანდარტი“ ჩამდინარე წყლების მართვაში: კანონი, ტექნოლოგია და პრაქტიკა

ჩამდინარე წყლების დამუშავების გერმანული კანონმდებლობა.

რას ნიშნავს ევროკავშირის დირექტივა ჩამდინარე წყლების მომავლისთვის
14 აპრილი, 2026

რას ნიშნავს ევროკავშირის დირექტივა ჩამდინარე წყლების მომავლისთვის

ევროკავშირის 2024/3019 ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის დირექტივა არა უბრალოდ რეგულაციების წყება, არამედ გზამკვლევი წყლის სექტორში ნულოვანი დაბინძურებისა და კლიმატ-ნეიტრალურობის მისაღწევად.