ევროკავშირის ურბანული ჩამდინარე წყლების დამუშავების დირექტივის პრაქტიკული გზამკვლევი ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურების ოპერატორებისთვის
უკან დაბრუნება

ევროკავშირის ურბანული ჩამდინარე წყლების დამუშავების დირექტივის პრაქტიკული გზამკვლევი ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურების ოპერატორებისთვის

ევროკავშირის ურბანული ჩამდინარე წყლების დამუშავების დირექტივის პრაქტიკული გზამკვლევი ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურების ოპერატორებისთვის
23 ნოემბერი, 2026
8 წუთის საკითხავი

დღეს ჩამდინარე წყლების მართვა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. ევროკავშირის ჩამდინარე წყლების გაწმენდის დირექტივა რომელიც 1991 წელს მიიღეს, ამ გამოწვევასთან გამკლავების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენდა და ევროპაში წყლის დაბინძურების შემცირებას უწყობდა ხელს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მას შემდეგ 35 წელი გავიდა, იგი გადახედვას საჭიროებს.

ჩამდინარე წყლების დამუშავების სადგურები ევროპაში არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორისაა კლიმატისა და ენერგო ნეიტრალიტეტის ამბიციები, წყლის რესურსების სიმწირე და მიკროპლასტმასაა. ამიტომ, ევროკავშირმა, ამოქმედების შემდეგ პირველად, აღნიშნულ დოკუმენტს გადახედა და განაახლა იგი. განახლებული დირექტივა ძალაში 2025 წლის 1-ლ იანვარს შევიდა.

ევროპაში განთავსებულ 30 000-ზე მეტ ჩამდინარე წყლების დამუშავების სადგურებზე დირექტივის განახლებულ ვერსიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. იგი მთელ რიგ ახალ ვალდებულებებს აწესებს, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება. ეს მოითხოვს მდგრად ინფრასტრუქტურას და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე უფრო ძლიერ აქცენტს.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზების პროცესში, ქვეყანას ასევე მოუწევს აღნიშნულ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ახალი წყლის კანონის ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობა ახლა, 2026 წელს მიმდინარეობს. შესაბამისად, წინასწარი მზაობისთვის, მნიშვნელოვანია ახალ კანონმდებლობაში დირექტივის პრინციპების გათვალისწინება, რათა მომავალში არ გახდეს საჭირო წყლის კანონის გადახედვა. ამიტომ, გთავაზობთ დირექტივის 5 ძირითად მიმართულებას, რომლებიც მნიშვნელოვანია მის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

1. ჩამდინარე წყლების წმენდა დამაბინძურებლებისგან - მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები

დირექტივის განახლებული ვერსია მნიშვნელოვნად ზრდის გამწმენდი ნაგებობის წარმადობის სტანდარტს, აფართოებს მოთხოვნებს საბაზისო მეორადი გამწმენდიდან ახალ მეოთხედ ეტაპამდე. ეს მრავალდონიანი გაუმჯობესება მოითხოვს პროცესის უფრო ღრმა კონტროლს ჩამდინარე წყლის მაღალდონიანი გაწმენდის მისაღწევად, ჩაშვების ახალი ზღვრებით.

გაფართოებული მეორადი გაწმენდა (მუხლი 6)

დირექტივა აძლიერებს და აფართოებს მეორადი გაწმენდის სფეროს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2035 წლიდან ეს მოთხოვნა ვრცელდება ყველა აგლომერაციაზე, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი (p.e) 1 000-ს აღწევს.

გამკაცრებული მესამედი გაწმენდა (მუხლი 7)

ნუტრიენტების (აზოტისა და ფოსფორის) მოცილების მოთხოვნა უფრო მკაცრი ხდება 10 000 p.e.-ზე მეტი სიმძლავის ყველა გამწმენდი სადგურებისთვის. ეს მოთხოვნა უფრო მკაცრი იქნება 150 000 p.e.-ზე მეტი სიმძლავრის გამწმენდი ნაგებობებისთვის და გაიზომება როგორც მილიგრამებში ლიტრზე (მგ/ლ), ასევე ნაგროვებ ჩამდინარე წყალსა და შემავალ წყალთან შედარებით გაწმენდის ეფექტიანობით.

ახალი მეოთხედი გაწმენდა (მუხლი 8)

150 000 p.e. და მეტი სიმძლავრის გამწმენდ სადგურებს, ასევე 10 000 p.e-ზე მძლავრ სადგურებს, სადაც რისკი იდენტიფიცირებულია, დირექტივა ავალდებულებს მეოთხედ გაწმენდას, რაც ითვალისწინებს მიკროდამაბინძურებლების ფართო სპექტრის მოცილებას.

2. პროაქტიული მიდგომა ურბანული სანიაღვრე წყლების მიმართ

სანიაღვრე წყლების არხებიდან გადმოღვრა და ურბანული ჩამონადენი დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს, რასთან გამკლავებასაც უფრო ჰოლისტური და პროაქტიული სტრატეგია სჭირდება. დირექტივის მე-5 მუხლი სავალდებულოს ხდის მთლიანი ურბანული სადრენაჟო სისტემის აქტიურად მართვას ინტეგრირებული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ჩამოაყალიბონ ურბანული ჩამდინარე წყლების ინტეგრირებული მართვის გეგმები შემდეგი ტიპის დასახლებებისთვის:

  • ყველა აგლომერაცია 100 000 p.e და უფრო მეტი სიმძლავრით, 2033 წლამდე
  • აგლომერაციები 10 000 – 100 000 p.e.-მდე, სადაც სანიაღვრე წყლები წარმოადგენს რისკს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის, 2039 წლამდე;

დირექტივის დანართი 5-ის მიხედვით, ეს გეგმები არის სტრატეგიული გზამკვლევები, რომლებიც:

  • მიზნად ისახავს დაბინძურების შემცირებას სანიაღვრე არხებიდან გადმოღვრისას, იმ ინდიკატორით, რომ მშრალი ამინდის პირობებში შეგროვებული წლიური დატვირთვის მაჩვენებელი 2%-მდე უნდა შემცირდეს.
  • პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პრევენციულ და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს (მწვანე (ბუნებაზე დაფუძნებული) და ლურჯი (წყალზე დაფუძნებული) ინფრასტრუქტურა) და არა ტრადიციული ნაცრისფერი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ეს ხელს შეუწყობს ურბანული წყლის მართვის მიმართულებით მდგრადი მიდგომის დანერგვას.

3. გზა ენერგო ნეიტრალიტეტისა და ნულოვანი ემისიებისკენ - სავალდებულო მოთხოვნა კლიმატ-ნეიტრალური წყლის სექტორისთვის

ახალი დირექტივის ერთ-ერთი მიზანია, ურბანული ჩამდინარე წყლების მთელი სექტორი გახადოს ენერგონეიტრალური და გარდაქმნას სადგურები ენერგიის ჭარბი მომხმარებლებიდან ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელოვან აგენტებად. ეს მიზანი განსაზღვრულია მე-11 მუხლში და ემყარება ორ ძირითად პრინციპს:

  • პროგრესული ეროვნული სამიზნე მაჩვენებლები - წევრმა სახელმწიფოებმა ეროვნულ დონეზე უნდა უზრუნველყონ, რომ 10 000 p.e. და მეტი სიმძლავრის ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურების ოპერატორების, მფლობელების მიერ (ან მათი სახელით), ობიექტის ტერიტორიაზე თუ მის გარეთ გამომუშავებული განახლებადი ენერგიის რაოდენობა ეკვივალენტურია წლიურად მათ მიერ მოხმარებული, პროგრესულად ზრდადი ენერგიის რაოდენობაზე. ვადები შემდეგნაირადაა გაწერილი:
    • მთლიანი ენერგომოხმარების 20% 2030 წლამდე;
    • 40 % - 2035 წლამდე
    • 70% - 2040 წლამდე
    • 100% - 2045 წლამდე
  • ენერგიის სავალდებულო აუდიტი - აღნიშნული მიზნების მისაღწევად, 10 000 p.e.-ზე მეტი სიმძლავრის ყველა გამწმენდმა სადგურმა უნდა ჩაატაროს რეგულარული ენერგო-აუდიტი ყოველ 4 წელიწადში. აღნიშნულმა პროცედურამ უნდა გამოავლინოს ხარჯეფფექტიანი ზომები ენერგიის მოხმარების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდისთვის.

ეს საჭიროებს სტრატეგიულ გადასვლას რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფიდან ენერგიის პროაქტიულ მართვაზე, რაც პროცესების ოპტიმიზაციას და რესურსების აღდგენას სადგურების ოპერირების მთავარ ამოცანად აქცევს.

4. მონიტორინგისა და ანგარიშგების გაზრდილი მოთხოვნები - ციფრული ტრანსფორმაცია

ახალი დირექტივა ფუნდამენტურად გარდაქმნის მონაცემთა მართვას, რაც გულისხმობს გადასვლას პერიოდული ანგარიშგებიდან მონაცემთა უწყვეტ ციფრულ სისტემაზე. ეს პრინციპი სამ მუხლს ეყრდნობა:

  • მუხლი 21 - გაფართოებული მონიტორინგი 10 000 p.e.-ზე მეტი სიმძლავრის სადგურებისთვის, რაც მოიცავს:
    • სათბურის აირების ემისიების სისტემურ მონიტორინგს (CO2, N2O, CH4);
    • მონაცემების დეტალურ აღრიცხვას ენერგომოხმარებისა და განახლებადი ენერგიის გენერაციის შესახებ;
    • შემავალი და გამომავალი მიკროდამაბინძურებლების მონიტორინგს მათი მოცილების ეფექტიანობის შესამოწმებლად.
  • მუხლი 22 - ანგარიშგება - სტატიკური, ორწლიანი ანგარიშები ჩანაცვლდა. წევრმა სახელმწიფოებმა ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოსთვის უნდა ჩამოაყალიბონ და რეგულარულად განაახლონ სტანდარტიზებული ეროვნული მონაცემთა ბაზები, რაც შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესს ეფექტიანს გახდის.
  • მუხლი 24 - საჯარო გამჭვირვალობა, ძირითადი წარმადობის მონაცემები გაწმენდის ეფექტიანობაზე, ენერგიის მოხმარებასა და ოპერაციულ ხარჯებზე საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ონლაინ, მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი ფორმატით.

5. რესურსების აღდგენისა და უფრო ფართო საზოგადოებრივი ღირებულების ხელშეწყობა

ახალი დირექტივა ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებს განიხილავს, როგორც ცირკულარული ეკონომიკის აგენტებს და სავალდებულოს ხდის სტრატეგიულ გადასვლას ნარჩენების უტილიზაციიდან რესურსების აღდგენაზე. ეს არა არჩევითი ნაბიჯი, არამედ სავალდებულო მოთხოვნაა:

  • მუხლი 20, ლამიდან ნუტრიენტების სავალდებულო აღდგენა - ლამი ნარჩენიდან უნდა იქცეს ნუტრიენტების ღირებულ წყაროდ. მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს ლამიდან და ჩამდინარე წყლებიდან ფოსფორის ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების მინიმალური ჯამური მაჩვენებლის დაწესება, რაც ამცირებს დამოკიდებულებას იმპორტზე და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მდგრადობას.
  • მუხლი 15, წყლის ხელახალი გამოყენების სისტემური ხელშეწყობა - წევრმა სახელმწიფოებმა სისტემურად უნდა შეუწყონ ხელი გადამუშავებული ჩამდინარე წყლების ხელახალ გამოყენებას, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც წყლის რესურსი მწირია. ეს წარმოადგენს ძირითად სტრატეგიას მტკნარი წყლის მოპოვების შესამცირებლად და წყლის რესურსების სიმწირის მიმართ მდგრადობის გასაზრდელად. უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისობა არსებულ წყლის ხელახალი გამოყენების რეგულაციასთან (Water Reuse Regulation, EU, 2020/741) სასოფლო-სამეურნეო სექტორში გასარწყავებისას.
  • მუხლები 9 და 10, დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის გაძლიერება - დამაბინძურებელი იხდის პრინციპის გაძლიერებით, დირექტივას შემოაქვს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც ფარმაცევტული და კოსმეტიკური ნაწარმის მწარმოებლებს აკისრებს ფინანსურ ვალდებულებას მიკროდამაბინძურებლების მოცილებისთვის. გარდა ამისა, იგი ადგენს უფრო მკაცრ კონტროლს ინდუსტრიულ ჩამდინარე წყლებზე (მუხლები 14 და 16), სადაც უფრო მკაცრი მონიტორინგი და რეგულაცია ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო/სამრეწველო ჩამდინარე წყლებზე, რათა წყაროსთანვე აღკვეთოს მავნე ნივთიერებების გავლენა წყლის დამუშავების პროცესზე.
  • მუხლი 17, ახალი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის მიმართულებით - ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურები ოფიციალურადაა მიჩნეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. დირექტივა მოითხოვს ჩამდინარე წყლების ზედამხედველობის ეროვნული სისტემის დანერგვას ვირუსებისა (მაგალითად, SARS-CoV-2 და პოლიოვირუსი) და სხვა ჯანდაცვის პარამეტრების მონიტორინგისთვის, რაც უზრუნველყოფს ადრეული შეტყობინების სისტემის გამართულობას პოტენციური ეპიდემიების თავიდან ასარიდებლად.
  • მუხლი 19, სოციალური თანასწორობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულება - დირექტივას დაემატა სოციალური განზომილება, რაც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ სანიტარიაზე ხელმისაწვდომობა ყველასთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფებისთვის, ასევე გაუმჯობესებული წვდომა საჯარო სივრცეებში.

ევროკავშირის ურბანული ჩამდინარე წყლების დამუშავების დირექტივის მოთხოვნები წვიმის წყლის, ენერგიისა და კლიმატის, მართვისა და ანგარიშგების კონტექსტში:

მოთხოვნა/პარამეტრი

მუხლები

გამწმენდი ნაგებობის სიძლავრე (p.e.)

სამიზნე/ ზღვრული მაჩვენებელი

საბოლოო ვადები

გაწმენდის მოთხოვნები

მეორადი გაწმენდაt (ჟბმ, ჟქმ, სრული შეწონილი ნაწილაკები)

6,7,8

> 2,000

ჟბმ5: 25 მგ/ლ O2 და 70-90%-ით შემცირება

2035-2049 წლამდე (არსებულ ინფრასტრუქტურის, ქვეყნების სპეციფიკისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სხვადასხვა სცენარისა და გამონაკლისის შემთხვევავში).

ჟქმ: 125 მგ/ლ O2 და 75%-ით შემცირებბა

სრული ორგანული ნახშირბადი: 37 მგ/ლ და 75%-ით შემცირება

სრული შეწონილი ნაწილაკები: 35 მგ/ლ და 90%-ით შემცირება (არჩევითი)

მესამედი გაწმენდა (სრული აზოტი, სრული ფოსფორი)

> 150,000

სრული აზოტი: 8 მგ/ლ და 80%-ით შემცირება

ეტაპობრივი: 2033, 2036, 2039

სრული ფოსფორი: 0.5 მგ/ლ და 90%-ით შემცირება

10,000 - 150,000 (სენსიტიურ ზონებში)

სრული აზოტი: 10 მგ/ლ და 80%-ით შემცირება

ეტაპობრივი: 2033, 2036, 2039, 2045

სრული ფოსფორი: 0.7 მგ/ლ და 87.5%-ით შემცირება

მეოთხედი გაწმენდა (მიკროდამაბინძურებლები)

> 150,000

80%-ით შემცირება

ეტაპობრივი: 2033, 2039, 2045

10,000 - 150,000 (რისკის შემცველ ზონებში)

80% -ით შემცირება

ეტაპობრივი: 2033, 2036, 2039, 2045

სანიაღვრე წყლების მართვა

ინტეგრირებული მართვის გეგმები

5

> 100,000

N/A

2033

10,000 - 100,000 (რისკის შემცველ ზონებში)

N/A

2039

გადმოღვრის შემცირების სამიზნე მაჩვენებელი (ინდიკატორული)

> 100,000

≤ 2% მშრალი ამინდის წლიური დატვირთვიდან

2039

10,000 - 100,000 (რისკის შემცველ ზონებში)

≤ 2% მშრალი ამინდის წლიური დატვირთვიდან

2045

ენერგია და კლიმატი

ენერგო ნეიტრალიტეტი (ეროვნულად განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებელი)

11

> 10,000

20% განახლებად ენერგიაზე

2030

40% განახლებად ენერგიაზე

2035

70% განახლებად ენერგიაზე

2040

100% განახლებად ენერგიაზე

2045

ენერგიის აუდიტები (ყოველ 4 წელიწადში ერთხელ)

11

> 100,000

N/A

პირველი აუდიტი 2028 წლისთვის

10,000 - 100,000

N/A

პირველი აუდიტი 2032 წლისთვის

სათბურის აირების მონიტორინგი (CO₂, N₂O, CH₄)

22

> 10,000

მონიტორინგი და ანგარიშგება

მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება 2030 წლისთვის

მართვა და ანგარიშგება

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

9,10

N/A

მწარმოებლები იხდიან მეოთხეული გამწმენდის ხარჯების ≥ 80%-ს

სისტემის დანერგვა 2028 წლისთვის

ციფრული მონაცემთა ბაზები

22

> 1,000

სტანდარტიზებული ეროვნული ანგარიშგება

მონაცემთა პირველი ბაზების ჩამოყალიბება 2028 წლისთვის

რეგულაციების ქცევა შესაძლებლობად

ურბანული ჩამდინარე წყლების ახალი დირექტივა გამწმენდი სადგურების ოპერატორებისთვის ზრდის სტანდარტს როგორც გაწმენდის პროცესის წარმადობისთვის, ასევე კლიმატისა და ენერგიის სამიზნე მაჩვენებლებთან შესაბამისობისთვის, სანიაღვრე წყლების მართვის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და რესურსების აღდგენისთვის.

ეს მოითხოვს არამხოლოდ განახლებულ ინფრასტრუქტურას, ასევე გაუმჯობესებულ, უფრო სიღრმისეულ ანალიტიკას. ისეთი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიცაა, მაგალითად, Veolia-ს Hubgrade Wastewater Plant Performance რეალურ დროში კონტროლის სისტემა, ოპერატორებს დაეხმარება:

  • აღიდგინონ სრული ხილვადობა სადგურის ფუნქციონირებაზე, შემავალი წერტილიდან გამომავლამდე, რათა პროაქტიულად იმოქმედონ და არამხოლოდ განგაშის, ან შეუსაბამობის აღმოჩენის დროს.
  • მინიმუმამდე დაიყვანონ სიმძლავრის მასშტაბური გაფართოების საჭიროება არსებული გაწმენდის ინტენსივობის გაზრდით და ოპტიმიზაციით.
  • მუდმივად გამოავლინონ გაუმჯობესების შესაძლებლობები რეალურ დროში მიღებული მონაცემების, პროცესის სიღრმისეული ცოდნისა და უახლესი ხელოვნური ინტელექტის შეჯერებით, არაეფექტიანობის მაჩვენებლებისა და გაუმჯობესების ბერკეტების გამოსავლენად.
  • მოახდინონ აერაციის, ქიმიური დოზირებისა და ლამის მართვის სისტემების ოპტიმიზაცია, რათა შეამცირონ ენერგიის მოხმარება და საოპერაციო ხარჯები ნაგებობიდან გამოსული წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ოპერაციული ხარჯების შესამცირებლად.

ამ ყველაფრის მიზანი არის პროცესის გამარტივება და გრძელი დირექტივის ნათელ, გამწმენდ ნაგებობებზე მორგებულ გზამკვლევად ქცევა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში არსებული გამწმენდი სადგურებისთვისაც სასარგებლო იქნება. ყველა სიკეთესთან ერთად, მოწინავე ტექნოლოგიების ადრეულ ეტაპზევე დანერგვა სადგურების ოპერატორებს თავიდან აარიდებს როგორც რეგულაციებთან შეუსაბამობის რისკს, ასევე მომავალში დიდი ფინანსური ხარჯების გაწევას, რაც არსებული ტექნოლოგიების ჩანაცვლებასთან იქნება დაკავშირებული.


გაზიარება

ნაკადის გაზომვის სიზუსტე: რატომ უნდა აირჩიოთ KROHNE 
25 სექტემბერი, 2025

ნაკადის გაზომვის სიზუსტე: რატომ უნდა აირჩიოთ KROHNE 

რატომაა მნიშვნელოვანი ნაკადის მრიცხველებში გაზომვის მაქსიმალური სიზუსტე და რას უნდა ითვალისწინებდეს ნაკადის გაზომვის ტექნოლოგიები.

როგორ იზომება წყლის ნაკადი დიდი ზომის მილსადენებში 
11 მაისი, 2026

როგორ იზომება წყლის ნაკადი დიდი ზომის მილსადენებში 

როგორ ხდება ნაკადების აღრიცხვა დიდი დიამეტრის მილსადენებში კომპანია KROHNE-ის OPTIFLUX და TIDALFLUX ტექნოლოგიებით.

KROHNE WATERFLUX - ელემენტზე მომუშავე ელექტრომაგნიტური წყლის მრიცხველი კომერციული აღრიცხვისა და გაჟონვების მართვისთვის.
9 ივლისი, 2026

KROHNE WATERFLUX - ელემენტზე მომუშავე ელექტრომაგნიტური წყლის მრიცხველი კომერციული აღრიცხვისა და გაჟონვების მართვისთვის.

KROHNE WATERFLUX ხარჯმზომის ტექნოლოგიურ უპირატესობები და მეტროლოგიური სიზუსტე მას იდეალურ ინსტრუმენტად აქცევს საქართველოს წყლის რესურსების მართვის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის.