საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
უკან დაბრუნება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
17 ივნისი, 2026

2026 - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პროექტ „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის“ ფარგლებში, პროექტის კოორდინატორ გივი გავარდაშვილსა და VORTEX Water Engineering-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობამ ხელი უნდა შეუწყოს

  • პროექტის მიზნების მიღწევას
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას
  • მკვლევრების, ექსპერტებისა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას
  • შავი ზღვის ეკოსისტემის შესახებ ცოდნის გაღრმავებას

2025 - საგრანტო პროექტის “წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და “ლურჯი სტრატეგიის” განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელიც შავი ზღვის ძირითადი ეკოლოგიური, კლიმატური და ჰიდროლოგიური პარამეტრების გაზომვისთვის საჭირო მოწყობილობის შესყიდვას ითვალისწინებდა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მივაწოდეთ და დავამონტაჟეთ ამერიკული ბრენდის - In-Situ-ს მულტიპარამეტრული ზონდი Aqua TROLL 700. Ზონდი აღჭურვილია მონაცემთა ლოგერით, ასევე pH-ის, გახსნილი ჟანგბადის, ტემპერატურისა და გამტარიანობის, ქლოროფილის, სიმღვრივისა და ნავთობით დაბინძურების გასაზომი სენსორებით. მოწყობილობასთან ერთად, საქართველოს საზღვრებში შავი ზღვის აკვატორიაში განვათავსეთ შუქურა და მტკიცე გამძლეობის ტივტივა.

ინდივიდუალური საინჟინრო გადაწყვეტებისთვის დაგვიკავშირდით

გაზიარება